თბილისის სამედიცინო აკადემიის აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამეცნიერო -კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით აკადემიაში ტრენინგების კვირეული გაიმართა:
თსა სადოქტორო პროგრამებისა და აკადემიის სამეცნიერო პოტენციალის წარდგენა - სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელებმა, ეკატერინე კლდიაშვილმა და გია კამკამიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს სადოქტორო პროგრამები: “მედიცინის მეცნიერებები'' და ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა". სამეცნიერო კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გელა ბესელიამ ისაუბრა აკადემიის სამეცნიერო პოტენციალის შესახებ. მომხსენებლებმა უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს.
ტრენინგი - აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები - შეხვედრის მონაწილეებმა კონკრეტული ქეისების მაგალითებზე იმსჯელეს აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ინსტიტუციის კვლევითი კომპონენტის და ასევე, კონკრეტული ინდივიდის სამეცნიერო კარიერის განვითარებისათვის და სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქაში.
ტრენინგი - ეფექტური სამეცნიერო კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები - შეხვედრის მონაწილეებმა კონკრეტული ქეისების მაგალითებზე იმსჯელეს სამეცნიერო კომუნიკაციის ძირითად პრინციპებზე. სამეცნიერო ჟურნალის შერჩევის წესებზე და სამეცნიერო პუბლიკაციის მომზადების მნიშვნელოვან საკითხებზე.
Workshop - კვლევა სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მიმართულებით - შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კვლევა სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანია, რათა ხელი შევუწყოთ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით სწავლებასა და შეფასებას აკადემიაში და შესაბამისად, უზრუნველვყოთ სწავლების მაღალი ხარისხი და კურსდამთავრებულების პროფესიონალებად ჩამოყალიბება (fit purpose). შეხვედრა წარიმართა ჯგუფებში მუშაობის სახით, სადაც მონაწილეებმა შეარჩიეს და ჩამოაყალიბეს კვლევითი/სამეცნიერო საკითხი, მეთოდოლოგია და თემის შედეგების მნიშვნელობა მიიღეს უკუკავშირი კოლეგებისა და ვიცე რექტორისაგან კვლევის მიმართულებით. დაიგეგმა ვორქშოფის შემდგომი შეხვედრაც, სადაც მონაწილეები წარმოადგენენ არჩეული თემის ირგვლივ ლიტერატურის მიმოხილვის შედეგებს და კვლევის გეგმას.
აქტივობები ორგანიზებული იყო სამეცნიერო კვლევითი და დოქტორანტურისა და ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტების მიერ.
ბოლო სიახლეები
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
