პირველადი გადაუდებელი დახმარების ცოდნა სხვა ადამიანების გადარჩენისკენ გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, საბაზისო უნარების ცოდნა ყველასთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, თსა-ს გუნდი აგრძელებს პირველადი გადაუდებელი დახმარების ვორქშოპების სერიას. აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ამჯერად IB მთიების სკოლას ესტუმრნენ.
ვორქშოპის მონაწილე მოსწავლეებს თსა-ს სტუდენტებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც გაუზიარეს და შესაძლებლობა მისცეს მულაჟებზე თავად ჩაეტარებინათ მანიპულაციები.
გარდა ამისა, თსა-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ინფორმაცია გაუზიარეს აკადემიის სასწავლო და გაცვლითი პროგრამების, დაფინანსების თუ სხვადასხვა ექსტრაკურიკულური აქტივობების შესახებ.
ვორქშოპი Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „LIFESTRAND“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ასევე, პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებას.
პროექტი „LIFESTRAND“, შეიქმნა, დაიგეგმა და ხორციელდება უშუალოდ თსა-ს კოორდინირებით. პროექტი აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს.
ბოლო სიახლეები
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
