რეგისტრაცია EACCME® მიერ აკრედიტებულ კურსზე

რეგისტრაცია EACCME® მიერ აკრედიტებულ კურსზე

🗓️ 2025-06-11

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) გთავაზობთ უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაციის ევროპული საბჭოს (European Accreditation Council of Continuous Medical Education EACCME®) მიერ აკრედიტირებულ ოთხ დღიან ტრენინგ კურსს (15 CME კრედიტით): „VOSCE (ვირტუალური OSCE) - “ციფრული ინსტრუმენტი მედიცინის სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის ობიექტურად სტრუქტურირებული შეფასებისათვის”. 

ტრენინგის პერიოდია 2025 წლის 8-11 ივლისი და კურსი განკუთვნილია სამედიცინო განათლების მქონე ნებისმიერი პირისათვის, მიუხედავად მათი გამოცდილებისა.  განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩართულია სტუდენტების სწავლებასა და შეფასებაში.

ტრენინგ-კურსის მიზანია სამედიცინო სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის შესაფასებლად ობიექტურად სტრუქტურირებული ციფრული ინსტრუმენტის - (ვირტუალური OSCE/VOSCE) გაცნობა. 

ტრენინგის ფარგლებში თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჯგუფურად მოამზადოთ დავალებები ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდისთვის და ასევე დაესწრონ შესაბამის გამოცდებს აკადემიაში (VOSCE და OSCE).

ტრენინგ კურსი მომზადდა თსა-ს პროფესორების მიერ (სპეციალისტები სამედიცინო განათლებაში) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - SAFEMED+ Simulation in Undergraduate MEDical Education for Improvement of Safety and Quality of Patient Care გამოცდილების მიხედვით. SAFEMED+-ის პროექტის მიზანს წარმოადგენდა სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება, კლინიკური უნარების სწავლების მოდერნიზაცია და  კურიკულუმში დანერგვა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი შესაბამისი EACCME კრედიტ ქულებით.

საქართველოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო აღიარებს EACCME აკრედიტაციას. 

ინსტრუქციის ენა - ინგლისური.

ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია - https://docs.google.com/forms/d/1owMjdQXNE56aZcvOwc278x-aIoWcyK4ygz-4PzXp4XE/edit?ts=67e27d4e

ტრენინგის პროგრამა იხილეთ აკადემიის ვებგვერდზე - https://tma.edu.ge/vosce2  

 

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01