ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატური ჯგუფის პირველ სამუშაო შეხვედრას კოტ დ’აზურის უნივერსიტეტმა უმასპინძლა (ნიცა, საფრანგეთი).
სწავლა-სწავლების, პერსონალის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თემატური სამუშაო ჯგუფის მიზანია ევროპის უნივერსიტეტებში სწავლა - სწავლების მიმართულებით პერსონალის განვითარების ხელშესაწყობად არსებული გამოწვევებისა და საუკეთესო პრაქტიკის განხილვა. ასევე, პერსონალის განვითარებაზე ორიენტირებული ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავება.
EUA-ს თემატურ სამუშაო ჯგუფში აკადემიას წარმოადგენენ თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაკა ზარნაძე და სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი დეა გოდერძიშვილი.
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის თემატურ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა თსა-ს შესაძლებლობას აძლევს გამოცდილება მიიღოს ევროპის უნივერსიტეტებში პერსონალის განვითარების შესახებ. ამასთან, გააზიაროს საკუთარი გამოცდილება ამ მიმართულებით და შესაბამისად ჩაერთოს EUA-ს პოლიტიკის შემუშავებაში. კერძოდ, პერსონალის განვითარების გზით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ბოლონიის პროცესით არის გათვალისწინებული.
EUA სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედის ევროპის 10 უნივერსიტეტის, მათ შორის: შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრიის, ესპანეთის, კოსოვოს, ალბანეთის, სომხეთის და უკრაინის 20 წარმომადგენელი.
თემატური ჯგუფის მუშაობის შედეგები წარდგენილი იქნება EUA-ს ყოველწლიურ ევროპულ ფორუმზე ლისაბონში 2026 წლის თებერვალში.
ბოლო სიახლეები
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
