პაციენტის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მიღწევა და შენარჩუნება ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების მიდგომით
პაციენტის უსაფრთხოების გაძღოლა ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში წამყვან საკითხს წარმოადგენს თანამედროვე მედიცინაში და სამედიცინო ხარისხის პირდაპირი განმსაზღვრელია. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა - „პაციენტის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მიღწევა და შენარჩუნება ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების მიდგომით“.
კონფერენცია მიზნად ისახავდა პაციენტის უსაფრთხოების მართვის თანამედროვე მიდგომებზე ინფორმაციის მიწოდებას ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის - ექიმებისთვის, ექთნებისთვის, ხარისხის მართვის სპეციალისტებისთვის, მმართველი გუნდისა და ადმინისტრატორებისთვის, სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს პაციენტის უსაფრთხოების აქტუალური საკითხები და გაუმჯობესების პრინციპებზე დაფუძნებული გადაჭრის გზები, მათი ხარჯთეფექტურობა და უსაფრთხოების მართვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები.
კონფერენციის პროგრამა ერთ სამუშაო დღეზე იყო გაწერილი და მოიცავდა როგორც პრაქტიკული შემთხვევების განხილვას, ასევე, თეორიულ ნაწილს.
ღონისძიება გახსნა თსა-ს მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, სეფსისის გლობალური ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯაშმა. აუდიტორიას ასევე სიტყვით მიმართა თბილისის სამედიცინო აკადემიის ვიცე რექტორმა განათლების მიმართულებით მამუკა ჩხაიძემ.
მომხსენებლებს შორის იყვნენ დარგის სპეციალისტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. “მაღალი სანდოობის ორგანიზაცია” - პრეზენტაცია წარადგინა ასოცირებულმა პროფესორმა პიტერ მარტელიმ (ჯანდაცვის ადმინისტრირება და ხარისხი, სავიერის ბიზნეს სკოლა, საფოლკის უნივერსიტეტი, ბოსტონი, აშშ); სამედიცინო პროვაიდერების საერთაშორისო აკრედიტაციაზე, გამოწვევებისა და შედეგების ანალიზზე ისაუბრა პროფესორმა ტაილერ თაუერსმა (ჯანდაცვის პოლიტიკა და ადმინისტრირება, უტას უნივერსიტეტი, აშშ); თავად პრობლემის აქტუალობაზე, კერძოდ, საერთაშორისო აკრედიტაციაზე, ჯანდაცვის ხარისხსა და პაციენტის უსაფრთხოებაზე მოხსენება წარადგინა მედიცინის მაგისტრმა, ჯანდაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების სერტიფიცირებულმა სპეციალისტმა პაციენტზე მორგებული კლინიკური პრაქტიკისა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გარე შეფასების დარგში ლელა სტურუამ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ხარისხის მართვის სერტიფიცირებული სპეციალისტები და პრაქტიკოსი კლინიცისტები საქართველოდან.
კონფერენცია აკრედიტებული იყო ევროპის სამედიცინო სპეციალისტების საზოგადოების მიერ (UEMS) და კონფერენციის დასრულების შემდგომ გაიცა 7.5 EACCME კრედიტ ქულა.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
