თსა-ს მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა და ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა ზარნაძემ მონაწილეობა მიიღო ტრენერთა ტრენინგის პროგრამაში - Tiny earth Instructor Training, რომელიც ჩატარდა მედისონში, ვისკონსინი (აშშ). აღნიშნული ტრენინგ პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი ყურადღებას ამახვილებს პედაგოგიური უნარების სრულყოფაზე, ლიდერული შესაძლებლობების გაძლიერებაზე და მომავალი პედაგოგების მოსამზადებელი უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ტრენინგ პროგრამის აქცენტი მიკრობიოლოგიასა და მეცნიერების პოპულარიზაციაზე. ამ კომპონენტების ინტეგრაცია მონაწილეებს საშუალებას აძლევს, რთული სამეცნიერო საკითხები ფართო აუდიტორიისთვის გასაგები და საინტერესო ფორმით წარმოაჩინონ. ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამეცნიერო წიგნიერების გაღრმავებას, კვლევის საზოგადოებრივ აღქმას და მომავალი თაობის სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის წახალისებას.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
