თბილისის სამედიცინო აკადემიამ მონაწილეობა მიიღო სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში AMEE 2025. სამ დღიან ღონისძიებას წელს ბარსელონამ (ესპანეთი) უმასპინძლა. თსა კონფერენციაზე წარადგინეს თსა-ს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებმა ცისანა ლომაშვილმა და კახა ბრეგვაძემ, სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტის ხელმძრვანელმა გელა ბესელიამ, ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძრვანელმა მაკა ზარნაძემ და რექტორის მიმდინარე საქმეების კოორდინატორმა ანა მამისეიშვილმა.
აღნიშნული კონფერენცია არის შესაძლებლობა გაეცნო სიახლეებსა და ინოვაციურ მიდგომებს სამედიცინო განათლებაში, მოუსმინო დარგის ექსპერტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამავე დროს, გაუზიარო მათ საკუთარი გამოცდილება.
ღონისძიება ყოველწლიურად აერთიანებს სამედიცინო განათლების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წელს კი, კონფერენციამ 4000-მდე დელეგატს უმასპინძლა მთელი მსოფლიოდან.
გარდა AMEE 2025-ში მონაწილეობისა, მაკა ზარნაძემ ასევე მონაწილეობა მიიღო ფაკულტეტის განვითარების მე-8 საერთაშორისო კონფერენციაში (ICFDHP), სადაც ხაზი გაესვა ფაკულტეტის განვითარების წამყვან როლს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში, ფაკულტეტის განვითარების შესაძლო სტრატეგიებს და კვლევების მნიშვნელობას ფაკულტეტის განვითარების მიმართულებით პრობლემის იდენტიფიცირებისა და მისი დაძლევის გზების ძიების მიზნით.
ბოლო სიახლეები
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
