მიღება - სარეზიდენტო პროგრამებზე

მიღება - სარეზიდენტო პროგრამებზე

🗓️ 2025-10-09

ცხადდება კონკურსი სარეზიდენტო პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე:

რადიოლოგია (3 მაძიებელი)

რეპროდუქტოლოგია (1 მაძიებელი)


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა :

 

  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად მინიჭებული ქულა; 
  • ტესტი სპეციალობაში და გასაუბრება საგამოცდო კომისიასთან;
  • ინგლისურ ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი (იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს)

 

რეზიდენტურაში ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღებისა და შიდა საგამოცდო პროცედურების ჩატარების ვადები:

 

  • პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2025 წლის 10 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.
  • პროგრამა რადიოლოგიის მიმართულებით ტესტირება და გასაუბრება პროფესიაში ჩატარდება 2025 წლის 23 ოქტომბერს. 
  • პროგრამა რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით ტესტირება და გასაუბრება პროფესიაში ჩატარდება 2025 წლის 24 ოქტომბერს. 
  • ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტირება ჩატარდება 2025 წლის 27 ოქტომბერს. (ტესტირება განკუთვნილია მათთვის, ვინც ვერ წარმოადგენს B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს)

 

პროფესიული მზადების პირველი წლის მოდულების განხორციელება ორივე პროგრამისთვის დაიწყება 2025 წლის 1 ნოემბრიდან.

ასატვირთი დოკუმენტები:     

  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან შესაბამისი ცნობა;
  • უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დასრულების დიპლომი;
  • რეზიუმე (CV);
  • პირადობის მოწმობა/პასპორტი;
  • ინგლისურ ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში) 
  • ფოტო


გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: რეგისტრაცია დასრულებულია


დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: residency@tma.edu.ge

 

გისურვებთ წარმატებას!

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07