თსა-ს სტუდენტები ახალგაზრდა მკვლევართა სიმპოზიუმზე

თსა-ს სტუდენტები ახალგაზრდა მკვლევართა სიმპოზიუმზე

🗓️ 2025-10-22

თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებმა ნანუკა ყაჭიურმა და მარიამ ქევხიშვილმა ახალგაზრდა მკვლევართა სიმპოზიუმზე კვლევა წარადგინეს. სტუდენტები გერმანიაში, ბერლინის აკონის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიწვევით იმყოფებოდნენ. კვლევა გერმანელი და ქართველი სტუდენტების თანამონაწილეობით ხორციელდება. გერმანიაში გამგზავრებამდე, კვლევაზე სამუშაოდ თბილისის სამედიცინო აკადემიას გერმანელი სტუდენტებიც სტუმრობდნენ. ექვს თვიანი კვლევის მიზანია თბილისის მოსახლეობაში ჰაერის დაბინძურებისა და მისი ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ ცოდნის, ჯანმრთელობის რისკის აღქმისა და პრაქტიკის შეფასება. 

სიმპოზიუმის ფარგლებში, თსა-ს სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ახალგაზრდების კვლევებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი სამეცნიერო თუ კულტურული კავშირები, რაც სამომავლოდ დაეხმარებათ მათ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში.

„ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩვენი ხედვა კვლევითი საქმიანობისადმი, შეგვძინა ახალი ცოდნა და უნარები, გაგვაძლიერა როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, რომ აქტიურად განვაგრძოთ საქმიანობა კვლევითი კუთხით, განსაკუთრებით  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში“ - აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა ნანუკა ყაჭიურმა.

სიმპოზიუმის პარალელურად, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ ვირხოვის პრიზის ცერემონიას, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს იმ ადამიანებს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გლობალურ ჯანმრთელობაში.

ამასთან, თსა-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტში. ეს არის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფორუმში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. სამიტი აერთიანებს მეცნიერებს, სამედიცინო ექსპერტებ და პოლიტიკის შემმუშავებლებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა განიხილონ ისეთი თემები, როგორებიცაა კლიმატი და ჯანმრთელობა, თანასწორობა, ინოვაციები და ციფრული მედიცინა.

 

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01