თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) გუნდი, აკადემიისა და Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტ „LIFESTRAND“-ის ფარგლებში 5-6 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თელავის ბავშვთა განვითარების ცენტრს სტუმრობდა. სტუდენტებმა აკადემიის პერსონალის ჩართულობით ჩაატარეს პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი. სტუდენტებს მენტორობას უწევდნენ თსა-ს ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით პროფესორი ია ავალიანი, კლინიკური უნარ-ჩვევებისა და ობიექტურად სტრუქტურიზებული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი აკაკი სეფაშვილი და საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ბერიკა კიკნაძე.
პროექტის საბოლოო მიზანია პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც დაზარალდა რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლება.
პროექტი ითვალისწინებს პირველადი გადაუდებელი სახელმძღვანელოს შემუშავებას სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის, ასოციაცია „სემერხენისა“ და პორტოს უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს და უკრაინის უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პერსონალისთვის როგორც ცოდნის და გამოცდილების გაზიარების, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.
ევროპელი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე გადაკვალიფიცირდნენ საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები (Senior Trainers), რომელთაც დაატრენინგეს თავიანთი უნივერსიტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა ტრენერები (Junior Trainers). თსა-ს ტრენერთა გუნდი შედგება სწორედ აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებისგან, რომლებიც პროექტის ფარგლებში აქტიურად ახორციელებენ პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგებს თბილისსა და რეგიონებში. საქართველოს მასშტაბით უკვე დატრენინგდა 129 ახალგაზრდა ტრენერი (სტუდენტები) და 2267 არასამედიცინო მოსახლე.
ბოლო სიახლეები
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
