თბილისის სამედიცინო აკადემიას (თსა), სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის (CIMED) ხელმძღვანელები – პროფესორი ჟოზეტ დენეკენსი და პროფესორი ჰერმან ვან როსუმი სტუმრობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან, მედიცინის სკოლის დეკანთან, ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურთან და კლინიკური მსჯელობის ხაზის განმახორციელებელ გუნდთან. შეხვედრების დროს განიხილეს აკადემიაში დანერგილი საგანმანათლებლო ინოვაციების შედეგები, გაანალიზდა პედაგოგებისა და სტუდენტებისგან მიღებული უკუკავშირი და შეფასდა მათი გავლენა სასწავლო პროცესის ხარისხზე.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად CIMED-ის წარმომადგენლებმა განიხილეს ინოვაციების დანერგვისა და მონიტორინგის მექანიზმები.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დაესწრნენ კლინიკური მსჯელობის სესიას, რის შემდეგაც ლექტორს მიაწოდეს კონსტრუქციული უკუკავშირი სწავლების მეთოდოლოგიისა და სტუდენტთა ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით.
ასევე, აკადემიური და მოწვეული ლექტორებისთვის ჩატარდა ვორქშოფი თემაზე:
„PSII Curriculum: Patient-Centered, Student-Centered, Inquiry-Based, Integrated Curriculum – The Way to Teach Tomorrow’s Doctors, Doctors Fit for Purpose“.
ვორქშოფის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტზე და პაციენტზე ორიენტირებული, ინტეგრირებული სასწავლო პროგრამის მნიშვნელობას, კლინიკური მსჯელობის განვითარებასა და რეფლექსიის როლს თანამედროვე სამედიცინო განათლებაში.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
