თბილისის სამედიცინო აკადემია ჯანმო-ს ACAN გაერთიანების წევრი გახდა

თბილისის სამედიცინო აკადემია ჯანმო-ს ACAN გაერთიანების წევრი გახდა

🗓️ 2026-01-20

2025 წლის დეკემბერში თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გადაუდებელი მედიცინის სამოქმედო ქსელის - Acute Care Action Network (ACAN) -ოფიციალური წევრი გახდა.

ACAN გლობალური ალიანსია, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Organization), ამერიკის გულის ასოციაციის (American Heart Association) და ლაერდალის ფონდის (Laerdal Foundation) სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. გაერთიანების მიზანია გადაუდებელი მედიცინის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების გზით მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. 

ACAN მსოფლიოს 194 ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 80-მდე ორგანიზაციას აერთიანებს. თბილისის სამედიცინო აკადემია საქართველოდან პირველი უნივერსიტეტია, რომელიც ჯანმო-ს აღნიშნულ გაერთიანებაში გაწევრიანდა.

ACAN-ის სამდივნოში თბილისის სამედიცინო აკადემიის წარდგენა თსა-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის, შუამდგომლობით მოხდა, რომელიც სეფსისის გლობალური ალიანსის (Global Sepsis Alliance) ხელმძღვანელის რანგში მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ACAN-ის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა.

თბილისის სამედიცინო აკადემიის ACAN-ში წარმატებით გაწევრიანებას არსებითად შეუწყო ხელი აკადემიის ვიცე-რექტორის (კვლევის მიმართულებით)  ეკა კლდიაშვილისა  ხელმძღვანელობითა  და თსა-ს სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტის დეა გოდერძიშვილის თანამონაწილეობით ევროკავშირის Horizon-ის პროგრამის საგრანტო აპლიკაციის მომზადებამ. Horizon-ის აღნიშნული განაცხადი თსა-ს კოორდინაციით შემუშავდა და პროექტის კონსორციული ACAN 12 წევრ-ორგანიზაციას აერთიანებს. აპლიკაციის განხილვის შედეგები 2026 წელს გახდება ცნობილი. 

თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორის, ირინე შოთაძის ხელმძღვანელობით, აკადემიის დელეგაცია გეგმავს ACAN-ის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას, რომელიც სავარაუდოდ 2026 წლის მაისში გაიმართება ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის პარალელურად.  

აკადემიისთვის უდიდესი პატივია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივაში გაწევრიანება და მსოფლიო მასშტაბით გადაუდებელი მედიცინის განვითარების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა.

 

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07