ცხადდება რეგისტრაცია თსა-სა და საქართველოს არითმიის სკოლის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ სამდღიან ზამთრის სკოლაში, რომელიც ჩატარდება ბაკურიანში, 2026 წლის 27 თებერვლიდან 1 მარტამდე.
ზამთრის სკოლის ფარგლებში საშუალება გექნებათ დაესწროთ საინტერესო ლექციებს და ვორქშოფებს არითმიისა და გადაუდებელი მდგომარეობების დროს ელექტროკარდიოგრამის სწორი და სწრაფი ინტერპრეტაციის საფუძვლების შესახებ.
საინტერესო და ინფორმატიულ სამეცნიერო პროგრამასთან ერთად, ჩაერთვებით სოციალურ საინფორმაციო კამპანიაში „პირველადი გადაუდებელი დახმარება გულის გაჩერების დროს“, რომელიც ჩატარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროექტ LIFESTRAND -ის ხელშეწყობით, რომელიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
ზამთრის სკოლაში მონაწილეობის ხარჯები სრულად იფარება თსა-ს მიერ და მოიცავს მგზავრობას, სასტუმროში განთავსებას და კვებას.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ 5-11 სემესტრის სტუდენტებს, რომელთა GPA-ც აღემატება 2.5.
პროგრამის სამუშაო ენა - ინგლისური.
რეგისტრაციისათვის შეავსეთ შესაბამისი ფორმა 2026 წლის 15 თებერვლამდე (https://forms.gle/b33KyvDtxJctRDgs6) და თან დაურთეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე. გაითვალისწინეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაგვიანებული აპლიკაციები არ მიიღება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ზამთრის სკოლის ხელმძღვანელს, ია ავალიანს - i.avaliani@tma.edu.ge
გისურვებთ წარმატებას და შევხვდებით ბაკურიანში!
ბოლო სიახლეები
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
