პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს: Erasmus+ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს მობილობას ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი) კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით.
- მობილობის ხანგრძლივობა - 2 თვე (20.05-20.07 პერიოდი)
- არსებული ვაკანტური პოზიციები - 2
- Erasmus+ გრანტით გათვალისწინებულია მგზავრობის ხარჯები (360 ევრო) და ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით
კონკურსში შერჩევის კრიტერიუმები:
- საერთო GPA >2.5;
- ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
- რეკომენდაციები/ექსტრაკურიკულური აქტივობები;
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსა-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრაციის მომენტისთვის იმყოფებიან სწავლების X-XII სემესტრებში.
დაინტერესებულ სტუდენტებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ დაინტერესების წერილი არაუგვიანეს 3 აპრილისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge
წერილს თან დაურთეთ CV, მოტივაციის წერილი (არაუმეტეს ერთი გვერდისა) და ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაცემული ერთი სარეკომენდაცი წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
წერილის სათაურში მიუთითეთ დანიშნულება: “Erasmus+ სტაჟირება”.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: erasmus@tma.edu.ge
გისურვებთ წარმატებას!
ბოლო სიახლეები
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
