Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროგრამების ფარგლებში ცხადდება კონკურსი ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლების მიზნით არსებული 1 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად. კონკურსი საშუალებას გაძლევთ, მოკლევადიანი მობილობის პროგრამით ეწვიოთ ლოძის სამედიცინოს უნივერსიტეტს, ჩაატაროთ ლექციები პროგრამით გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვით (არანაკლებ 8 საათისა) და აქტიური მონაწილეობა მიიღოთ დეპარტამენტის საქმიანობის, სწავლების ან კვლევის პროცესში.
მობილობა სრულიად ფინანსდება Erasmus+ პროგრამით და მოიცავს როგორც მგზავრობის ხარჯს, ასევე დღიურ ანაზღაურებას.
მობილობის პერიოდი: პარტნიორ უნივერსიტეტთან შეთანხმებით, არაუგვიანეს 2026 წლის ივნისისა.
მობილობის ენა: ინგლისური
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსა-ს როგორც აკადემიური პერსონალის წევრებს, ასევე მოწვეულ ლექტორებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 23 მარტამდე გამოაგზავნოთ დაინტერესების წერილი მისამართზე: erasmus@tma.edu.ge
მეილის სათაურად მიუთითეთ “teaching mobility to poland”
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge
გისურვებთ წარმატებას!
ბოლო სიახლეები
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
