პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიასა (თსა) და ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსა-ს რექტორმა ირინე შოთაძემ და ბაუ-ს რექტორმა ირინე იმერლიშვილმა
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე და ერთობლივი აქტივობების განხორციელებაზე. შეთანხმება მოიცავს სტუდენტების გაცვლით პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას, ისე სამეცნიერო კვლევებში მათი ჩართულობის გაზრდას.
თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და კონფერენციების ორგანიზებას, რაც შექმნის პლატფორმას აკადემიური გამოცდილებისა და ინოვაციური იდეების გაზიარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარებას. ასევე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ ზრდას, მობილობის პროგრამის განვითარებას და სწავლების ინოვაციური მეთოდების მხარდაჭერას.
აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ინსტიტუციური განვითარების პროცესში და მნიშვნელოვნად აძლიერებს პარტნიორულ ურთიერთობებს საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების სფეროში.
ბოლო სიახლეები
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
