თბილისის სამედიცინო აკადემიაში ღია კარის დღეები დაიწყო. სამედიცინო განათლების მიღების მსურველი აბიტურიენტები აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებმაც დეტალურად გააცნეს ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა “მედიცინა”.
შეხვედრისას, აბიტურიენტები ასევე გაეცნენ თსა-ს ინოვაციური სწავლებისა და კლინიკური უნარების განვითარების ეკოსისტემას, რომელიც თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული, კლინიკური უნარების ინტეგრაციას ეფუძნება. აკადემიაში დანერგილია ლექციებისგან თავისუფალი სასწავლო პროგრამა, რომელიც აქტიურ სწავლებაზე, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზეა ორიენტირებული.
თსა-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ადრეული კლინიკური გამოცდილებაა. ეს მიდგომა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, სწავლის პირველივე წლიდან გაეცნონ რეალურ კლინიკურ გარემოს, დააკვირდნენ პაციენტსა და ექიმს შორის კომუნიკაციას და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. აბიტურიენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია თანატოლთა სწავლების პროგრამის შესახებ, რომელიც სტუდენტებს შორის ცოდნის გაზიარებას უწყობს ხელს და ქმნის თანასწორ, ინკლუზიურ სასწავლო გარემოს.
საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ რესურსებთან, ვირტუალურ ანატომიურ მაგიდასთან (Anatomage) და 24/7 ვირტუალურ კლინიკურ პლატფორმასთან (Cyberpatient). ამასთან, სტუდენტებს აქვთ ღია წვდომა როგორც საბიბლიოთეკო რესურსებზე, ისე საერთაშორისო წამყვან სამეცნიერო მონაცემთა ბაზებზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ აკადემიურ და კვლევით შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ აკადემია სტუდენტებს 21 ქვეყნის 33-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას პირველივე კურსიდან სრული დაფინანსებით სთავაზობს.
სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერის ახალი მოდელი
თბილისის სამედიცინო აკადემიის 2026 წლის ერთ-ერთი მთავარი სიხალე სტუდენტთა განათლების ფინანსური მხარდაჭერის ახალი მოდელია. კერძოდ, ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს პირველი აკადემიური წელი სრულად უფინანსდებათ. მომდევნო სასწავლო წლიდან, სტუდენტები, რომლებიც სემესტრის ბოლოს დააგროვებენ 3.5 ან მეტ GPA-ს, მომდევნო სემესტრშიც შეინარჩუნებენ სწავლის საფასურის 100%-იან დაფინანსებას; ხოლო ისინი, ვინც სემესტრის ბოლოს დააგროვებენ 3.0-დან 3.5-მდე GPA-ს, შემდგომ სემესტრში მოიპოვებენ სწავლის საფასურის 50%-იან დაფინანსებას.
* * *
თბილისი სამედიცინო აკადემიაში შექმნილია კულტურული მრავალფეროვნების მიზიდულობის სივრცეები, რომლებიც შემდგომში სტუდენტების ხელშეწყობით ბუნებრივად განაგრძობს განვითარებას. აკადემიის მისიის შესაბამისად შექმნილი სტუდენტზე ორიენტირებული, თანასწორი გარემო ეფუძნება ინკლუზიურობის, მრავალფეროვნების პატივისცემისა და არადისკრიმინაციული მიდგომების პრინციპებს. ეს მოიცავს როგორც ფიზიკურად ხელმისაწვდომ ინფრასტრუქტურას, ისე სწავლების მოქნილ და სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომებს, რაც ითვალისწინებს განსხვავებულ სასწავლო საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
