ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო

ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო

🗓️ 2026-04-22

თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორმა ირინე შოთაძემ საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს, მის აღმატებულებას ამიტ კუმარ მიშრას უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის სამედიცინო აკადემიის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი, სეფსისის გლობალური ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, ინდოეთის კონსული საქართველოში ანილ იადავი, ორგანიზაცია “კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთის” თავმჯდომარე დარისპან პრაშერი. 

თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორმა ელჩს გაუზიარა ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომლებსაც თსა საერთაშორისო სტუდენტებს 2012 წლიდან სთავაზობს. პროგრამის მიზანია დიპლომირებული მედიკოსების მომზადება თანამედროვე ექიმის როლისა და კომპეტენციების გათვალისწინებით. საერთაშორისო სტუდენტების ინტეგრაცია და მათი სრულფასოვანი მხარდაჭერა აკადემიის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, შეხვედრისას ისაუბრეს თსა-ში ინდოელი სტუდენტებისთვის შექმნილი აკადემიური და სოციალური გარემოს შესახებ. “თსა-ში ვქმნით კულტურული მრავალფეროვნების მიზიდულობის სივრცეებს, რომლებიც შემდგომში სტუდენტების ხელშეწყობით ბუნებრივად განაგრძობს განვითარებას. ამჟამად, თსა-ში სწავლობს 50-მდე ქვეყნის, 700-ზე მეტი საერთაშორისო და 450-მდე ქართველი სტუდენტი - მათ შორის, 397 ინდოეთის მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ თსა-ში განათლება უკვე მიიღო  436 ინდოელმა სტუდენტმა, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას სხვადასხვა ქვეყანაში განაგრძობენ” - ირინე შოთაძე.

აკადემიაში შექმნილი გარემო ეფუძნება თანასწორობის, მრავალფეროვნების პატივისცემისა და არადისკრიმინაციული მიდგომების პრინციპებს. ეს მოიცავს როგორც ფიზიკურად ხელმისაწვდომ ინფრასტრუქტურას, ისე სწავლების მოქნილ და სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომებს, რომლებიც ითვალისწინებს განსხვავებულ სასწავლო საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები სწავლობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში, სადაც მათ აქვთ როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული განვითარების ფართო შესაძლებლობები“ - განაცხადა ელჩმა.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ განათლების, მეცნიერებისა და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.



ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01