Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა

Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა

🗓️ 2026-04-27

23 აპრილს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში (TMA) ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - „ჰორაიზონ ევროპა“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას უძღვებოდა „ჰორაიზონ ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენელი, მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ეროვნული საკონტაქტო პირი (NCP) თეონა მაისურაძე.

შეხვედრის მიზანი აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისა და მკვლევარებისთვის ევროპულ სამეცნიერო სივრცეში არსებული ახალი შესაძლებლობების გაცნობა იყო. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

  • საგრანტო მიმართულებები - სამომავლო კონკურსები და პრიორიტეტული კვლევითი სფეროები;
  • დაფინანსების სქემები - ფინანსური მექანიზმები და პროექტის ბიუჯეტირების სპეციფიკა;
  • მკვლევართა მობილობის პროგრამები - საერთაშორისო თანამშრომლობისა და კვალიფიკაციის ამაღლების პერსპექტივები.


შეხვედრა აქტიურ, ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრე აუდიტორიამ მიიღო ღირებული პრაქტიკული რეკომენდაციები და ამომწურავი პასუხები სამომავლო საგრანტო პროექტების მომზადებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ კითხვებზე.


თბილისის სამედიცინო აკადემია კვლავაც აქტიურად აგრძელებს აკადემიური პერსონალის მხარდაჭერას საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე ინტეგრაციის მიმართულებით.