„ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მონიტორინგი ბიომარკერების პანელის გამოყენებით“ - ამ თემით წარსდგა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის გუნდი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე. ღონისძიებას 23-24 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მოხსენება თსა-ს ლაბორატორიის მენეჯერმა, ეთუნა დუმბაძემ წარადგინა. პრეზენტაცია მიეძღვნა მოლეკულური ონკოლოგიის აქტუალურ საკითხებს და განიხილავდა სიმსივნური დაავადებების გამოვლენისა და მონიტორინგის თანამედროვე მიდგომებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთი სპეციფიკური ბიომარკერების სადიაგნოსტიკო პოტენციალზე, როგორებიცაა სიმსივნე-სათესლის ანტიგენები (მაგალითად, NY-ESO-1), PIWI ცილები და სიმსივნე-სუპრესორული ცილა TP53. კვლევა ფოკუსირებულია ბიომარკერული პანელების დახვეწასა და იმუნოფერმენტული მეთოდის გამოყენებაზე, რაც მიზნად ისახავს კლინიკურ პრაქტიკაში ონკოლოგიური დაავადებების მართვის ეფექტიანი მექანიზმების განვითარებას.
ბოლო სიახლეები
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
