ცხადდება სტუდენტური აკადემიის არჩევნები!
არჩევნების გზით შეირჩევა ორი სტუდენტი: ერთი საქართველოს მოქალაქე სტუდენტი და ერთი საერთაშორისო სტუდენტი, რომლებიც დაიკავებენ სტუდენტური აკადემიის ამბასადორების პოზიციას ერთი წლის განმავლობაში.
კანდიდატურის წარმდგენი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- სტუდენტის აკადემიური მოსწრება (GPA) არ უნდა იყოს 1.5 -ზე ნაკლები.
- კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს დისციპლინური გადაცდომის ისტორია (დისციპლინური გადაცდომის ისტორია ავტომატურად გამოიწვევს კანდიდატის დისკვალიფიკაციას).
- კანდიდატი არ უნდა იყოს გამოვლენილი ბულინგში ან სხვა სახის არაეთიკურ ქცევაში.
კანდიდატებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- მოკლე ბიოგრაფია, რომელიც აღწერს კანდიდატის მოხალისეობრივ საქმიანობას, ლიდერობის გამოცდილებას და ასევე, მოიცავს სხვა დამატებით ინფორმაციას, რაც კანდიდატის სასარგებლოდ იმოქმედებს (არაუმეტეს 300 სიტყვისა).
- სამოქმედო გეგმა მომდევნო 1 წლის პერიოდისათვის. (თუ რა მიზნებს და ამოცანებს ისახავს კანდიდატი სტუდენტური აკადემიის ეფექტიანი მუშაობისთვის და რა კონკრეტულ ღონისძიებებს შესთავაზებს აკადემიას აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად)
- ფოტოსურათი
შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია (ბიოგრაფია, სამოქმედო გეგმა, ფოტოსურათი) განთავსდება ვებგვერდზე.
არასრულად წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის ან ვადაგადაცილებით შემოსული განაცხადები შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
არჩევნების დღე:
- არჩევნები ჩატარდება ელექტრონულად, Google Forms-ის მეშვეობით. ხმის მიცემის უფლება ექნებათ სტუდენტებს მხოლოდ თსა-ს ელ-ფოსტის გამოყენებით (verified).
- გამარჯვებულები იქნებიან ის სტუდენტები, რომელთაც ექნებათ მოპოვებული ყველაზე მეტი ხმა.
- არჩევნებზე მიღებული შედეგები ჩაითვლება ვალიდურად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს თსა-ს სტუდენტების არანაკლებ 10%.
2026 წლის არჩევნების პროცესის მნიშვნელოვანი თარიღები:
- კანდიდატურების რეგისტრაციის პერიოდი - 22 მაისი - 7 ივნისი
- მიღებული განაცხადების განხილვა/გამოქვეყნება - არაუმეტეს 8 ივნისისა
- საარჩევნო კამპანიის პერიოდი - 9-15 ივნისი
- არჩევნების დღე - 16 ივნისი 08:00 - 17:00 საათი
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
