სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები

სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები

🗓️ 2026-05-31

თბილისის სამედიცინო აკადემიაში ბავშვთა ფსიქიკური კეთილდღეობის მხარდამჭერი სტუდენტური საგრანტო პროექტი დაიწყო

პროექტის მიზანია მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა ფსიქიკური კეთილდღეობის მხარდასაჭერად


თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა სოციალური პროექტს „ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები”. პროექტის მიზანია მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა ფსიქიკური კეთილდღეობის შესახებ. ამ ინიციატივამ თბილისისა და რეგიონების, საჯარო და კერძო სკოლების 70-ზე მეტი მასწავლებელი გააერთიანა.


 ბავშვებსა და მოზარდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მთელ მსოფლიოში აქტუალურია, შესაბამისად სკოლები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ამ გამოწვევის ადრეული ამოცნობისა და მხარდაჭერის პროცესში. ვინაიდან მასწავლებლები ხშირად პირველები არიან, რომლებიც ამჩნევენ მოსწავლეების ქცევით და ემოციურ ცვლილებებს, პროექტის მიზანიც მათი ცნობიერების ამაღლება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვაა.


შეხვედრების დროს მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბავშვებსა და მოზარდებში გავრცელებული ფსიქოლოგიური და ნეიროგანვითარებითი მდგომარეობების შესახებ, მათ შორის დეპრესიის, შფოთვითი აშლილობების, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის (ADHD), აუტისტური სპექტრის აშლილობების, დისლექსიისა და ქცევითი სირთულეების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადრეული ნიშნების ამოცნობას, საკლასო გარემოში მხარდამჭერი მიდგომების გამოყენებასა და მშობლებთან ეფექტიან და ემპათიურ კომუნიკაციას.


ინიციატივის მიზანია არა მხოლოდ ცნობიერების ამაღლება, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმის შემცირება და უფრო უსაფრთხო, მხარდამჭერი და ფსიქოლოგიურად ინფორმირებული სასკოლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა. ტრადიციული ლექციების გარდა, პროგრამა მოიცავდა ინტერაქტიულ სემინარებს, შემთხვევებზე დაფუძნებულ დისკუსიებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც მასწავლებლებს დაეხმარება მიღებული ცოდნის ყოველდღიურობაში გამოსაყენებლად. მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში , გაეზიარებინათ გამოცდილება და განეხილათ მოსწავლეთა კეთილდღეობის მხარდაჭერის მექანიზმები.


პროექტის ფარგლებში,თსა-ს სტუდენტებმა ფსიქოლოგების და ფსიქიატრების მენტორობით შექმნეს ქართულენოვანი საგანმანათლებლო რესურსები, მათ შორის: პრეზენტაციები, ბროშურები და პრაქტიკული სახელმძღვანელო მასალები. შექმნილი რესურსები კი მასწავლებლებს გადაეცათ ყოველდღიურ საქმიანობაში გამოსაყენებლად.


პროექტი ხორციელდება თბილისის სამედიცინო აკადემიის სოციალური და კულტურული პროექტების სტუდენტური კონკურსის ფარგლებში. კონკურსის, რომელიც აკადემიის ინსტიტუციური ხედვის ფარგლებში 2024 წლიდან ხორციელდება, მიზანია ინოვაციური პროექტების განხორციელებით და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნით სტუდენტების მხარდაჭერა. ეს სტუდენტების უქმნის შესაძლებლობას ხელი შეუწყონ საზოგადოებრივ კეთიდღეობას და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.


პროექტზე მუშაობდნენ თსა-ს სტუდენტები: კონსტანტინე გაჩეჩილაძე, მარია ბიჩნიგაური, ირაკლი ხუნწარია და მარიამ წულაძე.


მოწვეული ექსპერტები: თსა-ს ასოცირებული ლექტორები, ფსიქიატრი მარიამ ჭელიძე და ფსიქოლოგი მარიამ მაჭავარიანი.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია - „ასოციაცია ბიო” და მისი დამფუძნებელი ხათუნა გოგალაძე


ბროშურა


პროექტის პრეზენტაცია

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01