ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში

ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში

🗓️ 2026-06-10

Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროგრამების ფარგლებში, ათათურქის უნივერსიტეტი (Ataturk University, Erzurum) გთავაზობთ ერთ კვირიან მივლინების შესაძლებლობას, რომლის განმავლობაშიც თქვენ საშუალება გექნებათ აქტიურად ჩაერთოთ პარტნიორ უნივერსიტეტში მიმდინარე ადმინისტრაციულ პროცესებში, დააკვირდეთ კოლეგების მუშაობას და მიიღოთ ფასეული პროფესიული გამოცდილება.

 

მობილობა სრულიად ფინანსდება ევროკავშირის გრანტით და თავის მხრივ მოიცავს ანაზღაურებას 1190 ევროს ოდენობით.

მობილობის ხანგრძლივობა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით (+2 დღე მგზავრობისათვის). სამუშაო პროცესი წარიმართება ინგლისურ ენაზე

გაითვალისწინეთ, რომ მობილობა უნდა განხორციელდეს 2026 წლის ივლისის ბოლომდე.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 12 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ ელ-ფოსტა შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge

ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ „admisintrative mobility to Ataturk“. წერილს თან დაურთეთ სამუშაო გეგმა, რომელშიც მოკლედ იქნება შეჯამებული თქვენი ხედვა მობილობის პროცესთან და შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. (რომელ დეპარტამენტში გსურთ მობილობა, რა პროცესებზე დაკვირვება და როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას). გაითვალისწინეთ! სამუშაო გეგმა აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე! წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება!

 

წარმოდგენილი განაცხადებიდან თსა-ს შესარჩევი კომიტეტის მიერ განისაზღვრება წინასწარი სია, ხოლო საბოლოო კანდიდატის შერჩევა მოხდება უშუალოდ პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ არსებული ადმინისტრაციული შესაძლებლობების ფარგლებში.

 

დაინტერესების ან შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge

გისურვებთ წარმატებას!

ბოლო სიახლეები


თსა-მ პარტნიორებთან ერთად თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი კვლევითი შედეგები წარმოადგინა
თსა-მ პარტნიორებთან ერთად თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი კვლევითი შედეგები წარმოადგინა
🗓️ 2026-07-16
უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
🗓️ 2026-07-14
კვლევის დღე
კვლევის დღე
🗓️ 2026-07-14
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
 თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15