თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”

თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”

🗓️ 2026-06-15

სტატიის ბმული:

https://issuu.com/cache_uoftuhn/docs/together_stories_of_collective_impact_vol._4.2_s

თბილისის სამედიცინო აკადემიის ტრანსდისციპლინური ფოტო პროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”.

ჟურნალი ეკუთვნის ტორონტოს უნივერსიტეტის და კანადის ჯანდაცვის საუნივერსიტეტო ქსელის პარტნიორობით შექმნილ - კოლაბორაციული ჯანდაცვისა და განათლების განვითარების ცენტრს (CACHE).

სტატია თბილისის სამედიცინო აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინიციატივას ეხმიანება - ინიციატივას, რომელიც ასახავს საქართველოს შორეულ სოფლად და მთიან რეგიონებში მოღვაწე ექიმების ცხოვრებას და ყოველდღიურობას. პროექტი ხელს უწყობს სოფლის ექიმების ცნობადობის გაზრდას, ხოლო სტუდენტებში სამედიცინო პროფესიონალიზმის გაღვივებას. იგი ორიენტირებულია წარმოაჩინოს სოფლის ექიმის როლი და მნიშვნელობა საზოგადოების წინაშე. ასევე, ხელი შეუწყოს მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში ახალგაზრდა ექიმების დასაქმების მოტივაციას.

ფოტოპროექტმა სამი სეზონი, საქართველოს ოთხი რეგიონი და 17 სტუდენტი გააერთიანა. პირველი სეზონი, მაღალმთიანი აჭარის სოფლებში: სხალთაში, ღორჯომში და დაბა ხულოში განხორციელდა. მომდევნო სეზონს კი გურიამ უმასპინძლა. პროექტის მონაწილე ექვსმა სტუდენტმა ჩხაკოურას, ქვაბღა, ზემო სურების, საჭამიასერისა და ვანზომლეთის სოფლის ექიმები გააცნო საზოგადოებას ფოტოებისა და ჩანაწერების საშუალებით. პროექტმა მესამე, დასკვნით ეტაპზე, საქართველოს ორი რეგიონი, ლეჩხუმი და სვანეთი მოიცვა. სტუდენტებმა იმოგზაურეს სოფელ ღვირიშში, ცხუმარში, ჭუბერში, მესტიაში, უსახელოში, ბეჩოში და აქ მომუშავე სოფლის ექიმების ყოველდღიურობა ასახეს. 

პროექტი არ შემოიფარგლა მხოლოდ ფოტოგრაფიით. მონაწილე ექიმების გამოხმაურების საფუძველზე, თსა-მ დაიწყო ინგლისური ენის ონლაინ კურსები და ხულოში კანის კიბოს სკრინინგის კამპანია, რომელშიც მონაწილეობდნენ თსა-ს ფაკულტეტის წევრები და სტუდენტები. ამ ინიციატივებმა გააძლიერა კავშირი აკადემიასა და სოფლის ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ ნათელი მაგალითია იმისა , თუ როგორ შეიძლება მედიცინის, განათლების და ხელოვნების გაერთიანებით სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება. 

„Together: Stories of Collective Impact“ წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას ჯანდაცვის, განათლებისა და საზოგადოების თანამონაწილეობის ინოვაციური მიდგომების გასაზიარებლად.

CACHE-ს მიერ გამოცემული ჟურნალი მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პედაგოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების, მკვლევრების, სტუდენტებისა და ინსტიტუციების ინიციატივებს, რომლებიც თანამშრომლობისა და ინოვაციების მეშვეობით სოციალურ გავლენას ქმნიან. ამ ჟურნალში „სოფლის ექიმის ექვსი დღის“ გამოქვეყნება საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სოფლის ექიმების ისტორიებზე და ხაზს უსვამს თსა-ს მესამე მისიას - სოციალურ პასუხისმგებლობას და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას. 

ბოლო სიახლეები


ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
🗓️ 2026-06-01
სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები
სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები
🗓️ 2026-05-31
სტუდენტური აკადემიის არჩევნები 2026
სტუდენტური აკადემიის არჩევნები 2026
🗓️ 2026-05-22
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07