კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

🗓️ 2026-06-15

თსა აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:


ანატომია, ჰისტოლოგია

  • 1 ასოცირებული პროფესორი
  • 1 ასისტენტ-პროფესორი

პათოლოგია

  • 2 ასოცირებული პროფესორი
  • 1 ასისტენტ-პროფესორი

ფარმაკოლოგია

  • 1 ასოცირებული პროფესორი
  • 1 ასისტენტ-პროფესორი

სასამართლო მედიცინა

  • 2 ასოცირებული პროფესორი
  • 2 ასისტენტ-პროფესორი

ქცევათმეცნიერება

  • 1 ასოცირებული პროფესორი
  • 1 ასისტენტ-პროფესორი

სამედიცინო და ჯანმრთელობის ფსიქოლოგია

  • 1 ასოცირებული პროფესორი
  • 1 ასისტენტ-პროფესორი

რადიოლოგია

  • 2 ასოცირებული პროფესორი
  • 2 ასისტენტ-პროფესორი

შინაგანი მედიცინა

  • 2 ასოცირებული პროფესორი
  • 2 ასისტენტ-პროფესორი

ენდოკრინოლოგია

  • 1 ასოცირებული პროფესორი
  • 1 ასისტენტ-პროფესორი

კარდიოლოგია

  • 1 ასოცირებული პროფესორი
  • 1 ასისტენტ-პროფესორი

საოჯახო მედიცინა

  • 1 ასოცირებული პროფესორი
  • 1 ასისტენტ-პროფესორი

ქირურგია

  • 2 ასოცირებული პროფესორი
  • 2 ასისტენტ-პროფესორი

უროლოგია

  • 1 ასოცირებული პროფესორი

მეანობა-გინეკოლოგია

  • 2 ასოცირებული პროფესორი
  • 1 ასისტენტ-პროფესორი

ორთოპედია-ტრავმატოლოგია

  • 1 ასოცირებული პროფესორი
  • 1 ასისტენტ-პროფესორი

გადაუდებელი მედიცინა

  • 1 ასოცირებული პროფესორი
  • 1 ასისტენტ-პროფესორი

კრიტიკული მზრუნველობა და ანესთეზიოლოგია

  • 1 ასოცირებული პროფესორი
  • 1 ასისტენტ-პროფესორი

ნევროლოგია

  • 1 ასოცირებული პროფესორი
  • 1 ასისტენტ-პროფესორი

ფსიქიატრია

  • 1 ასოცირებული პროფესორი
  • 1 ასისტენტ-პროფესორი

ინფექციური დაავადებები

  • 2 ასოცირებული პროფესორი
  • 2 ასისტენტ-პროფესორი

ეპიდემიოლოგია

  • 1 ასოცირებული პროფესორი

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

  • 3 ასოცირებული პროფესორი
  • 1 ასისტენტ-პროფესორი

ნეირომეცნიერებები

  • 1 პროფესორი
  • 2 ასოცირებული პროფესორი

გენომური მედიცინა და პოპულაციური ჯანდაცვა

  • 1 პროფესორი
  • 2 ასოცირებული პროფესორი

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • ნასამართლეობის ცნობა;


ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:

  • ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
  • საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
  • საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
  • ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert).


პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დამატებით წარსადგენია:

  • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
  • სულ მცირე 6 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 2 გვერდისა);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
  • სილაბუს(ებ)ი;
  • კლინიკური მიმართულების შემთხვევაში, შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 9 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.


ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დამატებით წარსადგენია:

  • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
  • სულ მცირე 3 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
  • სილაბუს(ებ)ი;
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
  • კლინიკური მიმართულების შემთხვევაში, შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.


ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დამატებით წარსადგენია:

  • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
  • სილაბუს(ებ)ი;
  • კლინიკური მიმართულების შემთხვევაში, შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 3 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაძლებელია არჩეულ იქნეს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით, რაც უნდა დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით და/ან პუბლიკაციებით.


სასურველია დამატებით წარმოდგენილი იყოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობის, კონსულტანტობისა და რეცენზენტობის გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და შესაბამისი სერტიფიკატები;
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა ან რეცენზენტობა;
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობის გამოცდილება.


საბუთების მიღება: 2026 წლის 15-17 ივლისი

ელექტრონული მისამართი: hr@tma.edu.ge

კონკურსის ჩატარების თარიღი: 2026 წლის 24 ივლისი.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
🗓️ 2026-06-01