სიახლე 35

შიდა და გარე მობილობა თსა-ში

l.tskhovrebashvili@tma.edu.ge

შიდა და გარე მობილობა თსა-ში

ცხადდება შიდა და გარე მობილობა 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში.

გარე მობილობა

პროგრამა: ინგლისურენოვანი მედიცინა (20 ადგილი)

  • ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) მობილობაზე რეგისტრაცია განხორციელდება 2026 წლის 24 აგვისტოდან 8 სექტემბრის 18:00 საათამდე.
  • მობილობის მსურველ სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გადალახული უნდა ჰქონდეს თსა-ში შესაბამის წელს არსებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა საგანში.
  • მობილობა განხორციელდება პირველიდან - მეექვსე სემესტრის ჩათვლით.
  • სტუდენტმა, რომელიც პორტალზე მოიპოვებს თსა-ში მობილობით ჩარიცხვის უფლებას უნდა მიმართოს თსა-ს დეკანატს განცხადებით და პირადი საქმის ასლებით 11 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა).


მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი;
  • პირველ კურსზე ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერი;
  • წვევამდელის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  • სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
  • ცნობა - შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების შესახებ (გაითვალისწინეთ რომ ცნობის დამზადებას დრო სჭირდება, გთხოვთ წინსწრებით შეუკვეთოთ)
  • სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით გამოცემული ყველა ბრძანების ასლი/ამონაწერი. (წინსწრებით გამოითხოვეთ)
  • მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენა, აღიარებული კრედიტების სტუდენტებისთვის გაცნობა/თანხმობა - 21 სექტემბრის ჩათვლით.


შიდა მობილობა

პროგრამა: ინგლისურენოვანი მედიცინა და სამკურნალო საქმე

  • განცხადების მიღება 2026 წლის 23 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით.
  • კრედიტების აღიარება, სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და შესაბამისი ბრძანების გამოცემა 2026 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით.

დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 577 508 565 ან მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tma@tma.edu.ge