სიახლე 22

საერთაშორისო დიალოგი კლიმატისა და ჯანმრთელობის შესახებ

l.tskhovrebashvili@tma.edu.ge

საერთაშორისო დიალოგი კლიმატისა და ჯანმრთელობის შესახებ

როგორ შეუძლიათ მომავალ ექიმებს ცვალებადი კლიმატის პირობებში წვლილი შეიტანონ უფრო ჯანმრთელი საზოგადოების შექმნაში? ამ კითხვის გარშემო გაერთიანდნენ თსა-ს სტუდენტები, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად. 

კლიმატის ცვლილება, ჰაერის დაბინძურება, ტექნოლოგიური ინოვაციები და ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად აყალიბებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, შესაბამისად მომავალი ექიმებისთვის მხოლოდ კლინიკური ცოდნა საკმარისი აღარ არის. ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად მათ სჭირდებათ რთული გლობალური გამოწვევების პირობებში სხვადასხვა დისციპლინას შორის თანამშრომლობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავების უნარი.

სესიის დროს, UNDP-ის და ევროკავშირის ექსპერტებმა წარმოადგინეს მიმდინარე ინიციატივები, რომელთა მიზანია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერება და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2026 წლის ახალგაზრდული კონფერენცია, სადაც თსა-ს სტუდენტები წარადგენენ პრეზენტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზებაში.  

წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობა ქმნის ღირებულ შესაძლებლობას რომ თსა-ს სტუდენტებმა შეძლონ საუნივერსიტეტო სწავლების რეალური სამყაროს გამოწვევებთან დაკავშირება. შესაბამისად თსა განაგრძობს საგანმანათლებლო ეკოსისტემის შექმნას, სადაც მომავალი ექიმები აღჭურვილნი ჯანსაღი საზოგადოებების და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელი უნარებით.