2026 წლის 1 - 4 სექტემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა ARIVE ტრენერთა ტრენინგის ოთხდღიან სასწავლო პროგრამას, რომელიც მიეძღვნა სამეცნიერო ხელმძღვანელობის, ფასილიტაციის და გუნდური ვირტუალური კვლევითი სწავლების საკითხებს.
ARIVE (კვლევისა და ინოვაციების განვითარება უმაღლეს განათლებაში ვირტუალური გაცვლების გზით) არის Erasmus+ პროექტი, რომლის მიზანია ჯანმრთელობის მეცნიერებებისა და მომიჯნავე სამეცნიერო მიმართულებების სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის მაღალი ხარისხის ვირტუალური კვლევითი შესაძლებლობების ჩამოყალიბება. პროექტი მიზნად ისახავს მონაწილე ინსტიტუტების საერთაშორისო კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებას სტრუქტურირებული ვირტუალური კვლევითი სემესტრების, კვლევის მიზნებისთვის ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ორიენტირებული ტრენინგების განხორციელების, და საერთაშორისო აკადემიური მენტორობის გზით. გარდა ამისა, პროექტი ხელს უწყობს ინტერდისციპლინური კვლევების ინიცირებას, ინკლუზიური აკადემიური ქსელების განვითარებასა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.
ტრენინგს უძღვებოდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორი რობ ბონგაარდტი და პროფესორი ეტტი ნილსენი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ARIVE-ის პარტნიორი უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები ლატვიიდან, პორტუგალიიდან, ნორვეგიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან, რადგან პროექტის გუნდი განხორციელების მომდევნო ეტაპისთვის ემზადება.
პროგრამა ფოკუსირებული იყო ARIVE-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემაზე: როგორ შეუძლიათ ხელმძღვანელებსა და აკადემიურ პერსონალს, მხარი დაუჭირონ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ვირტუალური კვლევითი სემესტრის ფარგლებში, სადაც სწავლა-სწავლება თანამშრომლობის, კვლევითი საქმიანობის, კომუნიკაციისა და პრაქტიკული აქტივობების განხორციელების გზით ხორციელდება. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სამეცნიერო ხელმძღვანელობის მიდგომები, მოტივაცია, ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, ინტერდისციპლინური გუნდური მუშაობის და ფასილიტაციის საკითხები. ხანგრძლივი ლექციების ნაცვლად პროგრამა აქტიური სწავლების მეთოდებს ეფუძნებოდა და მოიცავდა ინდივიდუალურ რეფლექსიას, მცირე ჯგუფებში მუშაობას, შემთხვევების განხილვას, პლენარულ დიალოგსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელმძღვანელებისა და მენტორების ფუნქციას კვლევითი გუნდების მხარდაჭერაში. მონაწილეებმა იმსჯელეს, ისეთი გარემოს შექმნის შესახებ, სადაც სტუდენტები და მკვლევრები თავს მის ნაწილად და საკუთარი საქმიანობის მიმართ პასუხისმგებლობას იგრძნობენ.
პროგრამის დასკვნითი ნაწილი პრაქტიკულ აქტივობებს დაეთმო. მონაწილეები ჯგუფებში ვირტუალური კვლევითი სემესტრის სხვადასხვა ეტაპისთვის განკუთვნილ მოკლე სესიებზე და მათი ფასილიტაციის მოდელებზე მუშაობდნენ. ეს მოდელები მოიცავდა გუნდის ფორმირებას, კვლევითი კითხვების ჩამოყალიბებას, ხელოვნური ინტელექტის გუნდის წევრად გამოყენებას, ინტერდისციპლინურ მსჯელობას, უკუკავშირსა და რეფლექსიას.
ტრენერთა ტრენინგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ARIVE-ის სასწავლო აქტივობებისთვის მომზადების თვალსაზრისით. ის ხელს უწყობს კონსორციუმის ერთიანი პედაგოგიური მიდგომის ჩამოყალიბებას და წარმოადგენს პროექტის ეფექტური განხორციელების შესაძლებლობას განახორციელოს შინაარსიანი, სათანადოდ მხარდაჭერილი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული კვლევითი კომპეტენციების სწავლა-სწავლება ვირტუალურად. განათლება.
აღნიშნული ტრენინგის მეშვეობით ARIVE აგრძელებს ვირტუალური გაცვლების მიდგომით ადამიანური კომპონენტის გაძლიერებას - ხელმძღვანელების, მენტორებისა და აკადემიური პერსონალის განვითარებას, რომლებსაც შეუძლიათ, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ხელი შეუწყონ როგორც კვლევითი ამოცანების გადაჭრაში, ასევე თავდაჯერებულ, რეფლექსიურ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ მკვლევრებად ჩამოყალიბების პროცესშიც.
