სიახლე 51

Elsevier-ის გუნდი თსა-ში

l.tskhovrebashvili@tma.edu.ge

Elsevier-ის გუნდი თსა-ში

2026 წლის 22 სექტემბერს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა Elsevier-ის წარმომადგენლებს - იანა ბაჩკაროვა და მიჰალ კრუპა, რომლებმაც წარმოადგინეს საგანმანათლებლო რესურსების განახლებული ფუნქციები და შესაძლებლობები. კერძოდ, შეხვედრის დროს Elsevier-ის გუნდმა მონაწილეებს გააცნო ClinicalKey Student-ის, Osmosis-ისა და Complete Anatomy-ის განახლებები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მათ ეფექტიან ინტეგრაციას სწავლა-სწავლების პროცესში.  პრეზენტაციის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო StudyFinder AI - ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალი. ის ეფუძნება Elsevier-ის საგანმანათლებლო რესურსებს და უზრუნველყოფს წყაროებთან დაკავშირებულ, გადამოწმებად ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესის მიზნებისთვის ხელოვნური ინტელექტის ეთიკური და ეფექტიანი გამოყენების თვალსაზრისით.