თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტების თანაავტორობით მომზადებული კლინიკური შემთხვევის შესახებ სტატია American Journal of Case Reports-ში გამოქვეყნდა.
სტატიაში, „35 წლის ქალის სიცოცხლისთვის საშიში ფულმინანტური მიოკარდიტი COVID-19-ის შემდეგ: კლინიკური შემთხვევა“, განხილულია COVID-19-თან დაკავშირებული იშვიათი და მძიმე კარდიოლოგიური გართულება. კლინიკური შემთხვევა აღწერს მანამდე ჯანმრთელ 35 წლის ქალს, რომელსაც განუვითარდა გულის მძიმე ანთება, რამაც სწრაფად იმოქმედა გულის ფუნქციაზე და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვია.
ნაშრომში ხაზგასმულია ადრეული დიაგნოსტიკისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობა. ასევე განხილულია მძიმე შემთხვევების დროს სიცოცხლის შემანარჩუნებელი თანამედროვე მეთოდების, მათ შორის ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის (ECMO), გამოყენების შესაძლებლობა.
სტატიის ავტორები არიან თბილისის სამედიცინო აკადემიის მედიცინის სკოლის სტუდენტები - ია ბარაბაძე და ნიკოლოზ ნაცვლიშვილი, და ლექტორი - დარეჯან მდინარაძე.
კლინიკური შემთხვევა გამოქვეყნდა 2026 წლის 14 სექტემბერს, American Journal of Case Reports-ის 27-ე ტომში, სტატიის ნომრით e953506.
სტატიის სრულად გაცნობა შეგიძლიათ: American Journal of Case Reports
