სიახლე 57

თსა-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

l.tskhovrebashvili@tma.edu.ge

თსა-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

ზაგრების უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკლუტეტთან (University of Zagreb) არსებული Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროგრამების ფარგლებში, თსა გთავაზობთ ერთ  კვირიან მივლინების შესაძლებლობას, რომლის განმავლობაშიც თქვენ საშუალება გექნებათ აქტიურად ჩაერთოთ პარტნიორ უნივერსიტეტში მიმდინარე ადმინისტრაციულ ან სწავლების პროცესებში, დააკვირდეთ კოლეგების მუშაობას და მიიღოთ ფასეული პროფესიული გამოცდილება. 


მობილობა სრულიად ფინანსდება ევროკავშირის გრანტით და ფარავს მგზავრობის და ყოველდღიურ ხარჯებს. 

მობილობის ხანგრძლივობა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით (+2 დღე მგზავრობისათვის). სამუშაო პროცესი წარიმართება ინგლისურ ენაზე

გაითვალისწინეთ, რომ მობილობა უნდა განხორციელდეს 2027 წლის ივნისის ბოლომდე.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მისამართზე: erasmus@tma.edu.ge 

ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ „teaching/administrative mobility to Zagreb“. მეილში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი მობილობის პერიოდი, დეპარტამენტი, სადაც გსურთ მობილობის გატარება და მოკლედ შეჯამებული სამუშაო გეგმა. 

წარმოდგენილი განაცხადებიდან თსა-ს შესარჩევი კომიტეტის მიერ განისაზღვრება წინასწარი სია, ხოლო საბოლოო კანდიდატის შერჩევა მოხდება უშუალოდ პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ არსებული ადმინისტრაციული ან/და სასწავლო შესაძლებლობების ფარგლებში. შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთა სამუშაო მიმართულებაც შესაბამისი იქნება თსა-ს სამეცნიერო პრიიორიტეტებთან და ზაგრების უნივერსიტეტთან არსებული თანამშრომლობის ჩარჩოსთან. 

დაინტერესების ან შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge

გისურვებთ წარმატებას!