სიახლე 405

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

l.tskhovrebashvili@tma.edu.ge

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

თსა აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  • ბიოქიმია - 1 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
  • იმუნოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
  • ბიოფიზიკა - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
  • სამედიცინო ინფორმატიკა - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
  • (ბიო)სტატისტიკა და მონაცემების მართვა - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • უჯრედის/მოლეკულური ბიოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
  • მოლეკულური პათოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
  • მოლეკულური ეპიდემიოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
  • ინფექციური დაავადებები - 3 ასოცირებული პროფესორი, 3 ასისტენტ-პროფესორი
  • ქცევითი მეცნიერებები - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი, 1 ასისტენტი
  • სამედიცინო განათლება - 1 ასისტენტი
  • პედიატრია - 1 ასისტენტ-პროფესორი, 1 ასისტენტი
  • ანატომია, ჰისტოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • პათოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • ფარმაკოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • სასამართლო მედიცინა - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
  • სამედიცინო და ჯანმრთელობის ფსიქოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • რადიოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • შინაგანი მედიცინა - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
  • ენდოკრინოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • კარდიოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • საოჯახო მედიცინა - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • ქირურგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • უროლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი
  • გადაუდებელი მედიცინა - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • კრიტიკული მზრუნველობა და ანესთეზიოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • ნევროლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • ფსიქიატრია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • ეპიდემიოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი
  • მეანობა-გენეკოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • ორთოპედია-ტრავმატოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
  • ონკოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი
  • ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და პაციენტთა უსაფრთხოება - 1 ასოცირებული პროფესორი
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა - 1 ასოცირებული პროფესორი


კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • ნასამართლეობის ცნობა;
  • კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა, რომელიც უნდა დასტურდებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთით: 
  • ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილებით; 
  • საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში; 
  • საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
  • ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულებით;
  • ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert).


ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
  • სულ მცირე 3 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
  • სილაბუს(ებ)ი;
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს; 
  • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
  • კლინიკური მიმართულებით არჩევის პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამის საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; 


ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
  • სილაბუს(ებ)ი;
  • კლინიკურ მიმართულებაზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 3 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; 


ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
  • დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;
  • რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 1 (ერთი) პროფესორის/ასოცირებული პროფესორისაგან;


პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, შესაძლებელია იქნეს არჩეული პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით, რაც უნდა დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით და/ან პუბლიკაციებით. 


კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერტიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;


საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tma.edu.ge

კონკურსი ჩატარდება 2026 წლის 22 დეკემბერს.