თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!

თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!

🗓️ 2020-02-13

ცხადდება მოკლევადიანი საზაფხულო გაცვლითი პროგრამები რადბაუდის უნივერსიტეტში, (ნიდერლანდები, ქ. ნაიმეგენი) Erasmus+ მობილობის ფარგლებში. მობილობა საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ რადბაუდის საზაფხულო სკოლის კურსებში და მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება, რომელსაც შემდეგ გაუზიარებთ კოლეგებს თსა-ში. მობილობა სრულიად ფინანსდება Erasmus+ პროგრამით. დაფინანსება მოიცავს ტრანსპორტირების ხარჯს, საზაფხულო კურსის საფასურს და დღიურ ანაზღაურებას.
მობილობის პერიოდები: 13-17 ივლისი
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე
მობილობის ენა: ინგლისური
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსა-ს როგორც პედაგოგიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის წევრებს. პროგრამაში მონაწილეობისათვის, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული ფორმა (https://forms.gle/5AUarabeaQz4vapc8) არაუგვიანეს 17 თებერვლისა.  
მობილობის მიმართულებები და დამატებით ინფორმაცია კურსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილი ლინკების საშუალებით
Perfecting your Academic Writing Skills (https://www.ru.nl/radboudsummerschool/courses/2020/perfecting-your-academic-writing-skills/)
Lecturing in the International Classroom
(https://www.ru.nl/radboudsummerschool/courses/2020/lecturing-international-classroom/)
English Boost Camp Workshops
(https://www.ru.nl/radboudsummerschool/courses/2020/english-boost-camp-workshops/)
მხედველობაში იქონიეთ, რომ კურსებზე მონაწილეობის მიღებისათვის რეგისტრირდებით მხოლოდ ჩვენს მიერ მოწოდებული სააპლიკაციო ფორმის საშუალებით.
კანდიდატების შერჩევა მოხდება თსა-ს შესარჩევი კომისიისა და რადბაუდის უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ Erasmus+ კოორდინატორს: erasmus@tma.edu.ge
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ.

ბოლო სიახლეები


 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
🗓️ 2026-06-01
სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები
სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები
🗓️ 2026-05-31
სტუდენტური აკადემიის არჩევნები 2026
სტუდენტური აკადემიის არჩევნები 2026
🗓️ 2026-05-22
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08