მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
განაცხადი - კვლევითი პროექტი
ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა
სადოქტორო სკოლა თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს. მისი მიზანია დოქტორანტთა აკადემიური კომპეტენციისა და კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე თსა-ს მოქმედი აკრედიტებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინის მეცნიერებები“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვა" განხორციელება.
თსა-ს სადოქტორო პროგრამები ინგლისურენოვანია. მათი მიზანია ბიომედიცინის, მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მომიჯნავე სფეროებში მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადება, რომლებიც დამოუკიდებელად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით, პრაქტიკულ და პედაგოგიურ საქმიანობას. შესაბამისი სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს ენიჭებათ მედიცინის დოქტორის (სადოქტორო პროგრამა „მედიცინის მეცნიერებები") ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის (სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა") აკადემიური ხარისხი.
სადოქტორო პროგრამების ხანგრძლივობა 3-დან 5 წლამდე პერიოდს (6-10 სემესტრი) მოიცავს; რაც გულისხმობს სასწავლო (30 ECTS კრედიტი) და კვლევითი კომპონენტების განხორციელებას. სადოქტორო პროგრამებზე აპლიკანტების მიღება კონკურსის საფუძველზე წარმოებს. თსა-ს სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები შეძლებენ დაიკავონ აკადემიური პოზიციები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დასაქმდნენ მკვლევარებად, ჩაერთონ ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ან ექსპერტების სტატუსით გაუწიონ კონსულტაცია ჯანდაცვის სექტორის ორგანიზაციებს.
პროგრამა ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართველი სტუდენტებისთვის.
დოქტორის აკადემიურ ხარისხს დოქტორანტს სამეცნიერო საბჭო ანიჭებს. ეს არის კოლეგიური ორგანო. მისი წევრები არიან თსა-ს დოქტორის ხარისხის მქონე აფილირებული აკადემიური პერსონალი და საპატიო პროფესორები, ასევე საქართველოს და საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების პერსონალი. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება სხდომებზე, ღია კენჭისყრით — დამსწრე წევრთა ხმების 2/3-ით (თუკი სხდომას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა).