სადოქტორო პროგრამა

საზოგადოებრივი ჯანდაცვა - სადოქტორო პროგრამა

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

განაცხადი - კვლევითი პროექტი

ინგლისური ენის B2 დონეზე კომპეტენცია

თბილისის სამედიცინო აკადემია სტუდენტებს სთავაზობს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შექმნილია თანამედროვე განათლების სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიული კარიერისთვის მომზადებას. ჩვენი პროგრამები ემყარება მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცოდნას, ადრეულ კლინიკურ მომზადებას და სტუდენტებს უვითარებს ჯანდაცვის პროფესიონალისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

სადოქტორო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა" მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ბიომედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მათთან დაკავშირებულ სფეროებში კვლევითი და პრაქტიკული აქტივობისთვის.

პროგრამა ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართველი სტუდენტებისთვის.

მინიჭებული ხარისხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი
სწავლების ენა ინგლისური
ხანგრძლივობა 3–5 წელი (6–10 სემესტრი)
კრედიტები 30 ECTS (1 ECTS = 25 საათი)
პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი კამკამიძე