სარეზიდენტო პროგრამები

რეზიდენტურა

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, წამყვან აფილირებულ კლინიკებთან თანამშრომლობით, გთავაზობთ ხუთ აკრედიტებულ სარეზიდენტო პროგრამას. ეს პროგრამები უზრუნველყოფს დიპლომისშემდგომი განათლების საფეხურის სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას რეალურ კლინიკურ გარემოში.

სარეზიდენტო პროგრამებზე მიღება კონკურენტულია და ხორციელდება გამჭვირვალე შერჩევის პროცესის საფუძველზე.