კვლევითი კომპონენტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი მიზანია აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარების და აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა და კვლევითი კომპონენტის სასწავლო პროცესში ინტეგრაცია. ამის მისაღწევად, თსა-ში მოქმედებს საგრანტო პროგრამა — „სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ხელშეწყობა“. ასევე, ხორციელდება სადოქტორო პროგრამები, კვლევითი პროექტები ეროვნული და საერთაშორისო დაფინანსებით, მეცნიერების პოპულარიზაციაზე მიმართული აქტივობები და სამეცნიერო ღონისძიებები.
თსა-ში მოქმედებს საგრანტო პროგრამა „სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ხელშეწყობა“. ის გულისხმობს პერსონალის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების კვლევითი პროექტების დაფინანსებას და ასევე სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების ხელშეწყობას.
ინსტიტუციაში მოქმედებს სამეცნიერო საგრანტო კომიტეტი. ეს არის კოლეგიური ორგანო, რომელიც საგრანტო პროგრამის ფარგლებში დადგენილი პროცედურების დაცვით აფასებს წარმოდგენილ კვლევით პროექტებს და მონიტორინგს უწევს მათ განხორციელებას. კომიტეტი „მეცნიერების მართვის“ (Science Management) პროცესშიც მონაწილეობს, რაც გულისხმობს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, პროგრამებისა და ინიციატივების სტრატეგიულ დაგეგმვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თსა-ს კვლევის შეფასების განვითარების კოალიციის — CoARA წევრობა. CoARA გლობალური ინიციატივაა. ის კვლევის შეფასების სისტემის რეფორმირებას ისახავს მიზნად, რაც გულისხმობს მკვლევართა შეფასებისას მკაცრი რაოდენობრივი კრიტერიუმების (მაგალითად, მხოლოდ პუბლიკაციების რაოდენობა და იმპაქტ-ფაქტორი) ნაცვლად თვისებრივი, შინაარსობრივი და გავლენაზე ორიენტირებულის გამოყენებას. კოალიციაში გაწევრიანება ადასტურებს თსა-ს კვლევითი აქტივობების საერთაშორისო სტანდარტების და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების შესაბამისად განხორციელებას. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ევროპულ მოთხოვნებთან ჰარმონიზებული, გამჭვირვალე და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც მკვლევარი, მისი კვლევის ინოვაციურობა და საზოგადოებრივი გავლენა ობიექტურად ფასდება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია კვლევის საქართველოში მოქმედი და საერთაშორისო ეთიკური ნორმების შესაბამისად დაგეგმვა და განხორციელება. ამ მიზნისთვის თსა-ში მოქმედებს კოლეგიური ორგანო — ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტი. ის ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრის (ICB – The International Chair in Bioethics) სრულუფლებიანი წევრია. ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრა (ICB) 2001 წელს, იუნესკოსა (UNESCO) და ჰაიფას უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით დაფუძნდა. ორგანიზაციის შექმნას წინ უძღოდა 1996 და 2001 წლებში ჩატარებული მასშტაბური კვლევები, რომლებმაც დაადასტურა, რომ სამედიცინო სკოლებში ეთიკის სათანადო დონეზე სწავლების ნაკლებობა ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის გაუარესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ICB-იმ მიზნად დაისახა სამედიცინო ეთიკის მიმართულებით საგანმანათლებლო ინსტიტუტების საერთაშორისო ქსელის კოორდინაცია, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და ეთიკის საკითხების სწავლების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ქვეყნის აკადემიურ ინსტიტუტებში საკუთარი ერთეულების ქსელის ჩამოყალიბება. იუნესკოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრა დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსით მოქმედებდა, ხოლო 2022 წელს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა მსოფლიო სამედიცინო ასოციაციასთან (WMA – World Medical Association).
კვლევითი პროექტები თსა-ს კვლევითი პოტენციალის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. ინოვაციური პროექტების განხორციელება და მიღებული შედეგების კომპლექსური ანალიზი სწორედ ის ფაქტორია, რაც ახალი ცოდნის შექმნას და მეცნიერების უწყვეტ პროგრესს უზრუნველყოფს.
ARIVE არის Erasmus+ პროექტი, რომლის მიზანია ჯანმრთელობის მეცნიერებების და მომიჯნავე სამეცნიერო მიმართულებებით სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის მაღალი ხარისხის ვირტუალური კვლევითი შესაძლებლობების ჩამოყალიბება. პროექტი გულისხმობს სტრუქტურირებული ვირტუალური კვლევითი სემესტრების, კვლევის მიზნებით ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებზე ტრენინგების, ასევე საერთაშორისო აკადემიური მენტორობის განხორციელების გზით მონაწილე ინსტიტუციების საერთაშორისო კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას.
ARIVE კონსორციუმი აერთიანებს პარტნიორ უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს ლატვიიდან, პორტუგალიიდან, ნორვეგიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. პროექტი ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ კვლევას, ინკლუზიური აკადემიური ქსელების და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების ჩამოყალიბებას.
პროექტი მიზნად ისახავს კუჭის კიბოს (GC) ქვეტიპების შემდგომი მოლეკულური კატეგორიზაციას. აღნიშნული დაავადება მეხუთე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა და რიგით მესამე მიზეზი კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემთხვევაში. კვლევის მიზანია დაადგინოს Helicobacter pylori (H. pylori) და ეპშტეინ-ბარის ვირუსის (EBV) ინფექციების სტატუსი, TP53 მეთილაციის, როგორც მიკროსატელიტური არასტაბილურობის მაჩვენებელი (MSI), და HER2 და CLDN18.2 ექსპრესია, როგორც ქრომოსომული არასტაბილურობის (CIN) და გენომური სტაბილურობის (GS) ინდიკატორები შესაბამისად. კვლევისთვის ნიმუშები შეგროვდება როგორც ჯანმრთელი ადამიანებისგან, ასევე კუჭის კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებისგან; კვლევა მიზნად ისახავს 200 ნიმუშის შეგროვებას.
კვლევა განხორციელდება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა იმუნოჰისტოქიმია, პოლიმერაზაციის ჯაჭვური რეაქცია (PCR), ბისულფიტის გარდაქმნა და იმუნოფერმენტული ანალიზი (ELISA). ეს მეთოდები იძლევა H. pylori და EBV ინფექციებთან დაკავშირებული სპეციფიური ბიომარკერების, TP53 მეთილაციის შაბლონის და HER2 და CLDN18.2-ის ექსპრესიის გამოვლენის და რაოდენობრივი განსაზღვრის შესაძლებლობას,
ამდენად, კვლევა მიზნად ისახავს კუჭის ადენოკარცინომის მოლეკულურ კატეგორიზაციას, რაც ხელს შეუწყობს პერსონალიზებული მკურნალობის მეთოდების განვიტარებას. GC-ს მოლეკულური მექანიზმების გარკვევით და პოტენციური ბიომარკერების იდენტიფიცირებით, კვლევა წარმოადგენს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას და კუჭის კიბოს კვლევის მიმართულებით ახალი ცოდნის აკუმულირებას.
პროექტი „MB4GAP: კუჭის ადენოკარცინომის პერსონალიზაციის მოლეკულური ბიომარკერები“ დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2024 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში.
დაავადების მექანიზმების შესახებ დაგროვებულმა ცოდნამ ლაბორატორიულ მედიცინას გადამწყვეტი როლი განსაზღვრა სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თუმცა, ლაბორატორიული პროცესების უსაფრთხოების და ეფექტურობის კუთხით ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია შეცდომების ალბათობა როგორც პრე-, ისე პოსტ-ანალიზურ ფაზებში. დიდი მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ხელოვნური ინტელექტის (AI) პოტენციალი მნიშვნელოვანია, მას შეუძლია განაპირობოს ლაბორატორიული მედიცინის განვითარება დიაგნოსტიკის გაუმჯობესებით, სამუშაო პროცესების გამარტივებით და გადაწყვეტილების მხარდაჭერით.
წარმოდგენილი სამწლიანი პროექტი ინტერდისციპლინურია, ის მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას ლაბორატორიული მედიცინის პრაქტიკაში. პროექტის მიზნები მოიცავს კვლევის მოქნილი მონაცემთა ბაზის შექმნას, AI მოდელების შემუშავებას შეცდომების გამოვლენისა და მონაცემთა ხარისხის შესაფასებლად, ლაბორატორიული ტესტირებისა და გადაწყვეტილების ტექნიკური მხარდაჭერის განვითარებას და ლაბორატორიული პროცესების გამარტივებას. პროექტის ფარგლებში გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები და განმეორებადი ნერვული ქსელები შეცდომების გამოვლენის, კლასიფიკაციისა და დროის სერიების ანალიზისთვის.
პროექტი ინოვაციურია, ის მიზნად ისახავს ლაბორატორიულ მედიცინაში არსებული გამოწვევების გადაჭრას ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენების გზით. აღნიშნული მიდგომით მიღწეული იქნება როგორც დიაგნოსტიკური სიზუსტის, ისე პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება, პერსონალიზებული მედიცინის მიდგომების განვითარება. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას, რაც მიღწეული იქნება მონაცემთა ანონიმიზაციის და სტანდარტიზებული ნომენკლატურის მიდგომების გამოყენებით.
ამდენად, AI-ს გამოყენება ლაბორატორიული მედიცინის მიზნებისთვის წარმოადგენს ჯანდაცვის განვითარების, მართვის ეფექტურობის და პაციენტის მოვლის გაუმჯობესების შესაძლებლობას. ინტერდისციპლინური თანამშრომლობისა და AI-ზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მეშვეობით, პროექტი წარმოადგენს ლაბორატორიული მედიცინის და ჯანდაცვის განვითარების შესაძლებლობას.
პროექტი „AI-LabMed: ხელოვნური ინტელექტი ლაბორატორიული მედიცინის განვითარებისთვის“ დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2024 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში.
პროქტის მიზანია თაფლის გავლენის შესწავლა სამიზნე ბაქტერიების შტამების ბიოფილმების წარმოქმნის უნარზე. ცნობილია, თაფლს აქვს უნარი დააინჰიბიროს დამწვრობებიდან და ჩირქოვანი ჭროლობებიდან გამოყოფილი პათოგენების ზრდა. ვინაიდან უშუალოდ თაფლი მოუხერხებელია ჩირქოვან ჭრილობებსა და კანზე გამოყენებისთვის, შესაძლებელია თაფლის სავლები მიჩნეული იყოს პირის ღრუს ინფექციების სამკურნალოდ მოსახერხებელ დამხმარე საშუალებად.
აღნიშნული სავლების გამოყენება უზრუნველყოფს პირის ღრუში ბიოფილმების წარმოქმნის პრევენციას. პროექტი მიზნად ისახავს პირის ღრუს პათოგენებზე და მათ მიერ წარმოქმნილ ბიოფილმების წარმოქმნის უნარზე თაფლის გავლენის შესწავლას.
კვლევითი პროექტი ეფუძნება ჰიპოთეზას, რომ
დიაგნოსტირებული დიაბეტის მქონე პაციენტებს და ჯანმრთელ ადამიანებს
განსხვავებული პირის მიკროფლორა აქვთ. კერძოდ, პროექტის მიზანია დავადგინოთ
Streptococcus mutans-ის თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა ტიპი 1 და ტიპი 2
პაციენტების შემთხვევაში და შედარება ჯანმრთელ პოპულაციაში მიღებულ
მონაცემებთან. მიკროფლორის განსხვავების განსაზღვრით შესაძლებელი იქნება
შემდგომი დეტალური და ფართომასშტაბიანი კვლევების დაგეგმვა და განხორციელება.
კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ადამიანის ჯანმრთელობის თვალსაზრისით
მიკრობიომის და მისი შემადგენლობის მნიშვნელობის განსაზღვრას, რაც
გაიცანით შიო ობოლაძე, ქრონიკული დაავადების მქონე ახალგაზრდა პაციენტი.
ეს არის პედიატრიული კლინიკური შემთხვევა, რომელიც მომზადებულია პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის გუნდის მიერ, კ.ერისთავის სახელობის
ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით.
კლინიკური შემთხვევა მიღებული და გამოქვეყნებულია CyberPatient სიმულაციური პლატფორმაზე.
CyberPatient წარმომადგენს ინტერაქტიულ, რეალისტურ სიმულაციური სწავლებისთვის
განკუთვნილ რესურსს, რომელიც ხელს უწყობს კლინიკური მსჯელობის და
კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
თსა აქტიურად თანამშრომლობს CyberPatient-თან და ახალ კლინიკურ შემთხვევებს ამზადებს.
პროექტის მიზანია მოლეკულური პათოლოგიის სწავლების განვითარება საქართველოს უმაღლეს სამედიცინო და საბუნებისმეტყველო სკოლებში საერთაშორისო სტანდარტებთან და ბოლონიის პროცესის სულისკვეთებასთან შესაბამისობისაში მოყვანისათვის.ეს მიღწეულ უნდა იქნას მოლეკულური პათოლოგიის ინტეგრირებული საგანმანათლებლო კურსის შექმნითა და იმპლემენტაციით (მედიცინის პირველი საფეხურის, რეზიდენტურის, ბიოლოგიის მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის), მოწინავე ევროპულ საგანმანათლებლო სკოლებთან, ექსპერტებთან და მოლეკულური პათოლოგიის საერთაშორისოა სოციაციასთან თანამშრომლობით.
პროექტი მიზანად ისახავს დაუმუშავებელი ოქროს ნანონაწილაკების გამოყენებით სუსპენზიაში ბაქტერიების განსაზღვრის კოლორიმეტრიული მეთოდის განვითარებას.
კვლევა მიზნად ისახავს ორი პარამეტრის კორელაციის განსაზღვრას, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს რსპირაციული სისტემის დაზიანების ადრეული დიაგნოსტიკისთვის.
პროექტი მიზნად ისახავს Staphylococcus aureus ცეფტრიაქსონის მიმართ რეზისტენტობის დადგენას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში კახეთის რეგიონის პოპულაციის მაგალითზე
პროექტის მიზანია ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში ტვინის ღრმა სტიმულაციის მეთოდით ენტორინალური ქერქის სტიმულაციის ეფექტების კვლევა ჰიპოკამპის ნეიროგენეზსა და ნეიროქიმიაზე და ასევე, მეხსიერების ფუნქციაზე D-გალაქტოზას კანქვეშა შეყვანით გამოწვეულ დაბერების ვირთაგვას მოდელზე. ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში შეისწავლება მეხსიერების სხვადასხვა ფორმა და დასწავლის პროცესები, და აგრეთვე, იმუნოჰისტოქიმიური ექსპერიმენტები ჩატარდება ქცევითად დახასიათებულ სხვდასხვა ჯგუფის ვირთაგვებზე.
პათოგენური ბაქტერიების წინააღმდეგ აქტივობებში მონაწილეობის მიზნით, თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ შემუშავებულია პროექტი "ESPCAL - Salmonella ფაგების ინკაფსულაცია კატიონურ ლიპოსომებში". ის გულისხმობს ანტიბაქტერიული მიდგომების გაუმჯობესების და ჩანაცვლებისთვის ფაგოთერაპიის - ბაქტერიული ვირუსების (ბაქტერიოფაგების), გამოყენებას. პროექტის ამოცანას ფაგების მიწოდების ეფექტური მიდგომის შემუშავება წარმოადგენს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი in vivo სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება, იმუნური დაცვა და უჯრედშიდა პათოგენებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ლიპოსომაში ინკაფსულაციის კვლევა.
პროექტი „ESPCAL – Salmonella ფაგების ინკაფსულირება კათიონურ ლიპოსომებში“ დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2023 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში.
პროექტი InTech4MED გულისხმობს მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამით განსაზღვრულ სწავლების პროცესში კვლევის კომპონენტების განვითარებას და ამ უკანასკნელთა განხორციელებისას პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებას. პროექტი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო აქტივობების კომბინაციას წარმოადგენს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ერთობლივად ახორციელებენ InTech4MED პროექტს. პროექტი დაფინანსებულია კონკურენტული ინოვაციის ფონდის მიერ (CIF-2023-06).
პროექტის შესახებ დამატებითი დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
პროექტი „მედიცინა და ხელოვნება - ინტერდისციპლინური მიდგომა მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“ მიზნად ისახავს ხელოვნების კრეატიული, შემოქმედებითი და ექსპრესიული პოტენციალის გამოყენებით საზოგადოებისთვის მედიცინის სამეცნიერო მიმართულებით კონცეფციების, განხორციელებული კვლევების და მიღწევების პრეზენტაციას.
კვლევის მიზანს წარმოადგენს ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის როლისა და მნიშვნელობის შესწავლა ფილტვის სხვადასხვა ხარისხის ავთვისებიანობის ადენოკარცინომების პროგრესიასა და მეტასტაზირებაში, მისი რაოდენობრივი მონაცემების შეფასება და ქიმიორეზისტენტობის განსაზღვრა MDR 1 მარკერის გამოყენებით. კვლევის გამოყენებული იქნება საარქივო მასალა.
პროექტი მიზნად ისახავს თაფლის ანტიმიკრობული აქტივობის შესწავლას Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus aureus და Streptococcus pyogenes-ის კლინიკური შტამების მიმართ.
ტექნოლოგიური და დიაგნოსტიკური პროგრესის მიუხედავად, ონკოლოგიური დაავადებები კვლავ ჯანდაცვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მათი მკურნალობა და ადრეული დიაგნოსტიკა გლობალური და ეროვნული ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჟამად რამდენიმე ბიომარკერი გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგის, პროგნოზირების, დიაგნოსტიკის, მართვისა და მონიტორინგის მიზნით. სამწუხაროდ, ეს ბიომარკერები შორსაა იდეალურისგან. შედეგად, თანამედროვე კვლევები მიზნად ისახავს ონკოგენეზის ადრეული დეტექციისა და პროგნოზისთვის ეფექტური სამიზნეების განსაზღვრას.
ონკოგენეზი ნორმული უჯრედის სიმსივნურ უჯრედად გარდაქმნას გულისხმობს. სიმსივნის სტრუქტურა არაერთგვაროვანია. ზოგიერთი სიმსივნური უჯრედი ღეროვან უჯრედებს (კიბოს ღეროვანი უჯრედები). მათ არარეგულირებადი პროლიფერაციის უნარი ახასიათებს, რაც შესაძლოა განპირობებულია:
პროექტი მიზნად ისახავს ზემოხსენებული მოსაზრების დადასტურებას ინტერდისციპლინური კვლევის განხორციელების გზით.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში.
პროექტი მიზნად ისახავს SARS-CoV-2 ვირუსით გამოწვეული COVID-19 გადატანილ პაციენტებში (აუტოიმუნური რევმატოლოგიური დაავადების ისტორიის გარეშე) აუტოიმუნური პასუხის არსებობის გამოვლენას უჯრედისგან თავისუფალი დნმ-ის, მიელოპეროქსიდაზის, კატეპსინ S და კომპლემენტის მე-2 ტიპის რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მეშვეობით. პროექტის განხორციელების შედეგად შეფასდება COVID-19 ინფექციის, როგორც ეტიოლოგიური ფაქტორის, კავშირი აუტოიმუნური რევმატოლოგიური დაავადების განვითარებაში, ხოლო მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკის თვალსაზრისით.
სათესლე ჯირკვლის კიბოს ანტიგენები (CTAs) ცილებია. ტერმინი სათესლე ჯირკვლის კიბოს ანტიგენი მამაკაცის სასქესო უჯრედებთან კორელაციაზე მეტყველებს, თუმცა აღნიშნული ცილების ექსპრესია ქალებსაც ახასიათებს. CTAs მაკოდირებელი გენების უმეტესობა X ქრომოსომაშია ლოკალიზებული, მაგრამ ზოგიერთი გენი აუტოსომურ ქრომოსომებშიც აღინიშნება. აღნიშნული ცილები უმეტესწილად დიფერენცირებულ სათესლე ჯირკვლებში ვლინდება, ნორმაში მათი ექსპრესია სხვა სომატურ ქსოვილებში არ აღინიშნება. თუმცა CTAs გენების პათოლოგიური ექსპრესია ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში აღინიშნება. გარდა ამისა, დაფიქსირდა კორელაცია CTAs ექსპრესიასა და ქრომოსომული პათოლოგიების განვითარებას შორის. პროექტი მიზნად ისახავს ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში CTAs ექსპრესიის და ასევე მათი რეაქტივაციის შესაძლო მექანიზმების განსაზღვრას.
მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2) არის 2019-2022 წლების პანდემიის, კორონავირუსული დაავადება 2019 (COVID-19) ეტიოლოგიური აგენტი. შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობდა, ინფექციური დაავადების შემთხვევების მეოთხედი იყო უსიმპტომო დაავადების მიმდინარეობის სრული პერიოდის განმავლობაში, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა შემთხვევების დაახლოებით 15%-ში აღინიშნებოდა; შემთხვევების 5%-მდე საჭიროებდა მართვას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. COVID-19 ინფექციის შემთხვევაში მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით და თრომბოემბოლიის ეპიზოდებით განპრიობებული დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია (DIC - disseminated intravascular coagulopathy) ლეტალური გამოსავლის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. სულ უფრო მეტი მტკიცებულება ადასტურებს, თრომბოზული დიათეზი განპირობებულია კოაგულაციური სისტემის მრავლობითი დარღვევით. ამ დარღვევებს D-დიმერის მკვეთრი მომატებაც განეკუთვნება, რაც უარყოფითად კორელირებს დაავადების დადებით გამოსავალთან. COVID-19-ით განპირობებული ან “სახეშეცვლილი” მექანიზმების კვლევა, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს კოაგულოპათიის განვითარება, უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი. მისი კლინიკური გამოვლინება ფართო სპექტრით ხასიათდება და მოიცავს სისხლძარღვთა თრომბოზს, სპონტანურ აბორტს, ასიმპტომურ შემთხვევებს და დამატებით გამოვლინებებს, რომლებიც არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ თრომბოფილური მდგომარეობით. ამავდროულად, APS–ის ასიმპტომური შემთხვევების გავრცელება ჯანმრთელ პოპულაციაში 1%–დან 5%-მდე მერყეობს. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლოა ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების მომატება “შეუჩნეველი” რჩება COVID-19 მწვავე ფაზის მონიტორინგისას, ხოლო SARS-CoV-2 და მისი საწინააღმდეგო ვაქცინები კორელირებს ანტიფოსფოლიპიდური სინდრომისთვის დამახასიათებელი ანტისხეულების წარმოქმნასთან როგორც გამოჯანმრთელებულ, ასევე აცრილ პირებში წინასწარი “განწყობის” მქონე ინდივიდებში.
COVID-19 ინფექცია 2019-2022 წლებში მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იყო. მიუხედავად ამისა, SARS-CoV-2 ვირუსთან და მის მიერ გამოწვეულ ინფექციასთან მიმართებით ძალიან ბევრი ასპექტი დღემდე არ არის განსაზღვრული და კვლავაც კვლევის საგანს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემი იმის შესახებ, თუ რა ტიპის სიმპტომატური მანიფესტაცია ახასიათებს ამ ინფექციას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში, სამწუხაროდ მწირეა. აღნიშნული ტენდენციიდან გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. პროექტი პასუხობს ამ გამოწვევას და მიზნად ისახავს SARS-CoV-2 ინფიცირებულ პოპულაციაში გავრცელებული კლინიკური სიმპტომების განსაზღვრას.
პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში
პროექტი მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია“ მიზნად ისახავს ხელოვნების ნიმუშების ანალიზით მედიცინის ისტორიის პრეზენტაციას მეცნიერების როლის, კვლევისა და ინოვაციების შესახებ ცნობიერების ამაღლების და ახალგაზრდა თაობების მეცნიერებით დაინტერესების მიზნით. ცნობილია ლეონარდო და ვინჩის ანატომიური კვლევების ამსახველი ჩანახატები, თუმცა ფერწერაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ვაქცინაციის თემებს, სამედიცინო პროცედურების და ექიმის პროფესიული ტანსაცმლის საკითხებს. სალვადორ დალის ნახატებში შესაძლოა ბიოქტექნოლოგიასთან კორელაციები აღინიშნოს. გარდა ამისა, ხელოვნების ნიმუშები წარმოგვიდგენს როგორც ცალკეულ ექიმებს, პაციენტებს, კლინიკებს, ანატომიურ თეატრს, პალატას თუ ექიმის კონსულტაციის სცენას, ასევე ხშირ შემთხვევაში ხელოვნების ნიმუშებში წამოდგენილი პერსონაჟების დამახასიათებელი ნიშნების ანალიზით შეიძლება ამოვიცნოთ კონკრეტული დაავადება. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია და საინტერესოა იტალიის არისტოკრატთა სასახლეების ფრესკები, ბოსხის ნახატები და ა.შ. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიოეთიკური ასპექტების ანალიზი ხელოვნების ნიმუშებში წარმოდგენილ ფაქტებზე დაყრდნობით. წარმოდგენილი პროექტი ფართო საზოგადოებას აღნიშნულ ფაქტებს და მათ ანალიზს სახალისო და ინტერაქტიული ფორმით წარუდგენს.
პროექტი წარმოადგენს პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროექტის „მედიცინა და ხელოვნება“ (შრსესფ-ის 2019 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი) გაგრძელებას და გულისხმობს ხსენებული ინსტიტუციის საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით მიზნობრივი სამეცნიერო ფესტივალის ორგანიზებას შემდეგი აქტივობების განხორციელების გზით:
1. სამეცნიერო-პოპულარული ლექციების სერიის ორგანიზებას და განხორციელებას;
2. სამეცნიერო პიკნიკის ორგანიზებას და განხორციელებას;
3. სეზონური სკოლის ორგანიზებას და განხორციელებას;
4. სამეცნიერო კონფერენციისა და makeathon-ის ორგანიზებას და განხორციელებას.
მონრეალის კოგნიტური შეფასების ტესტი (MoCA) საიმედო ინსტრუმენტია მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების (MCI) დასადგენად. 2015 წელს აღნიშნული ინსტრუმენტი ითარგმნა ქართულ ენაზე და ჩატარდა შესაბამისი ვალიდაცია (Janelidze, 2016). ამასთან ჩატარდა პოპულაციის კვლევა (N=1000) საქართველოს პოპულაციაში მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების პრევალენტობის განსაზღვრის მიზნით (Nadareishvili, 2018). კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პოპულაციაში მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების პრევალენტობა 13,3%-ია და ის მნიშვნელოვნად არის ასოცირებული ასაკთან (+65), განათლების დონესთან, ჰიპერტონულ დაავადებასა და დიაბეტთან. მიღებული მაჩვენებლები შეესაბამება ევროპისა და აშშ-ს საშუალო მონაცემებს. ამასთან, არსებობს კვლევები, რომელთა თანახმადაც მსუბუქ კოგნიტურ დაქვეითებასა და ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმიანობის დაქვეითებას შორის დადებითი კორელაცია არსებობს (Katrin Jekel, 2015). კვლევების თანახმად, MCI–ს მქონე პაციენტებში უფრო მეტად არის დარღვეული ის IADL ქვედომეინები, რომლებიც უფრო მაღალ ნეიროფსიქოლოგიურ ფუნქციონირებას საჭიროებენ. პაციენტებს MCI-ით, რომლებსაც აქვთ IADL დეფიციტი, დემენციის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე პაციენტებს MCI- ით, IADL დეფიციტის გარეშე.
საქართველოში, 2013 წლის ბოლოს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 1537 ქალი. თუმცა, კიბოს რეგისტრის მონაცემებით, 2017 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 ქალზე 2015-2016 წლებში დაფიქსირებული მატების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა. 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დაავადების მხოლოდ 1 შემთხვევა გამოვლინდა. ამავე რეგისტრის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს ახალი შემთხვევების დიაგნოსტირება დაავადების I და II სტადიაზე მერყეობს 52%-დან 55%-მდე, თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს ინციდენტობა საქართველოში აღემატება ევროპის რეგიონის და დსთ-ს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. პროექტი საქართველოსა და მსგავსი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ არსებული მონაცემების შედარებითი ანალიზის განსახორციელებლად ჩაღრმავებული კვლევის ჩატარებას გულისხმობს, რაც გარკვეული დასკვნებისა და შემდგომში სკრინინგის ეფექტური ორგანიზების თვალსაზრისით რეკომედაციების შემუშავების წინაპირობას წარმოადგენს.
პანდემიამ, რომელიც COVID-19-ის სახელწოდებითაა ცნობილი, 2020 წელს მსოფლიოს სრული იზოლირება და პარალიზება მოახდინა. დიდი გამოწვევების წინ აღმოჩნდა არამხოლოდ ჯანდაცვის სექტორი. COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევები დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერის ბოლოს, ჩინეთში, უბეის პროვინციის ქალაქ უჰანში (WHO, 2020). იგი კლასიფიცირდა როგორც ბეტაკორონავირუსის მსგავსი მწვავე რესპირატორული სინდრომი betacoronavirus similar to Severe Acute Respiratory Syndrome (SARS-CoV) და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი Middle East Respiratory Syndrome (MERS-CoV), რომელიც მოიხსენიება როგორც COVID 19. 2020 წლის 30 იანვარს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის 2019-2020 წლის ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა (WHO, 2020), ხოლო 11 მარტს - პანდემიად (WHO, 2020). კორონავირუსის პანდემიამ ადამიანების ჯანმრთელობაზე გავლენის გარდა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკაზეც. 2020 წლის პირველ ექვს თვეში COVID-19-ით დაზარალდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა და 8 000 000-მდე ადამიანი. პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის მთავრობების და მათი ჯანდაცვის სექტორების სამოქმედო გეგმა ჰეტეროგენულია, ბევრი ქვეყანა საკამოდ მოუმზადებელი აღმოჩნდა პანდემიასთან ბრძოლაში და კრიზისის მართვაში, ბევრი ქვეყანა კი სწრაფი რეაგირებით და შესაბამისი რეგულაციებით შეხვდა გამოწვევებს. არსებითად მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდეს პანდემიის შედეგების კვლევა და განხორციელებული აქტივობების შეფასება, რათა დროულად გაანალიზდეს და განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები, როგორც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისათვის, ისე მოსალოდნელი მსგავსი სახის კრიზისების მართვისთვის.
Charité Universitätsmedizin Berlin და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ახორციელებენ გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტს „აპვ-ს როლი ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის ონკოგენურ პოტენციალზე მსჯელობას; ასევე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, სკრინინგისა და მკურნალობის არსებული სიტუაციის განხილვას სკრინინგული მდგომარეობების და კვლევების შემდგომი განვითარების მიზნით.
იმის მიუხედავად რომ გლობალურად სხვადასხვა ტიპის სიმსივნისგან გამოწვეული სიკვდილიანობა იკლებს, მრავლობითი მიელომის მართვა ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება, ეს პრობლრმა გასნაკუთრებით მძიმედ დგას საქართველოში, რომელიც ჩერნობილის ბირთვული ენერგიის საწარმოს ინციდენტის ადგილიდან, რომელიც 1986 წელს მოხდა, მხოლოდ 1448 კილომეტრითაა დაშორებული. საკვები და სხვა პროდუქტები ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გავრცელდა საბჭოთა კავშირში შემავალ 15 რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოში. ამ ფაქტორებმა განაპირობა საქართველოს მოსახლეობის დასხივება დაბალი დონის რადიაციით. ჩერნობილის აფეთქების შემდეგ 10 წელიწადში გაიზარდა ჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადებების შემთხვევითობა დაზარალებულ რეგიონში, მათ შორის მრავლობითი მიელომა (MM). რადიაციის გავლენა დნმ-ზე საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ რადიაციას რნმ-ის პროცესინგის მექანიზმებში ცვლილებების შეტანით, რნმ-ის დაზიანებაც შეუძლია. სამეცნიერო გუნდის ხანგრძლივი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, მცირე დოზის რადიაციით დასხივების ფართო შედეგები ეპიგენეტიკური მექანიზმებით ტრანსკრიპტომის ცვლილებებზე, მათ შორის მისი ეფექტები რნმ-ის სპლაისინგზე ქართველ პაციენტებში (GE MM Pts) შემდეგი მიზეზების გამო 1) საქართველოს იმ რეგიონში, რომელიც მეტად დაზარალდა ჩერნობილის კატასტროფით, ფიქსირდება MM-ის მომატებული შემთხვევები. 2) გუნდის მიმდინარე კვლევამ, რომელიც ტრანსკრიპტომების ცვალებადობის მონიტორინგს ახორციელებს, გამოავლინა სპლაისინგის ცვლილებების ძლიერი გავლენა MM-ის კლინიკურ შედეგებზე. 3) კიბოს რნმ-ის სპლაისინგთან დაკავშირება არის ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა, რომელიც გაკეთდა კიბოს გენომის სექვენსის პროექტიდან. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად 1) მოხდება რნმ-სიქვენსის მახასიათებლების იდენტიფიცირება GE MM პაციენტებში და 2) დადგინდება შეცვლილი სპლაისინგის მიზეზები ამ პაციენტებში. ამ შედეგებზე დაყრდნობით და პროექტით დადგინდება სპეციფიკური გენეტიკური ცვლილებები ქართველ MM პაციენტებში და იდენტიფიცირდება ახალი ბიომარკერები და სამკურნალო სამიზნეები, რაც შექმნის უნიკალურ თერაპიულ შესაძლებლობებს ამ პაციენტებისთვის.
სულ უფრო და უფრო მეტი მონაცემი ამტკიცებს საკვერცხის სიმსივნეების მქონე პაციენტებში იმუნური გადარჩენის მექანიზმების არსებობას. მათ შორის არიან სიმსივნე - ასოცირებული და სიმსივნე-სპეციფიური, სიმსივნის ზრდის ფაქტორების საწინააღმდეგო აუტოანტისხეულები. გლიკოპროტეინული ჰორმონი ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (აქგ) და ჰორმონ-სპეციფიური β ჯაჭვი ასოცირებულია ისეთ ეპითელურ სიმსივნეებთან, როგორებიცაა შარდის ბუშტის, ფილტვების, პირის/სახის, მკერდის საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების, საშოს, პროსტატის, თირკმელების და პანკრეასის კარცინომებთან. მიჩნეულია, რომ სიმსივნური უჯრედებისათვის აქგ-ს აუტოკრინული ზრდის ფაქტორის როლი აქვს. სამეცნიერო გუნდის წინა კვლევებით ნაჩვენებია, რომ საკვერცხის კისტის მქონე პაციენტების უმეტესობას, და არა საკვერცხის კარცინომების მქონე პაციენტებს, აქვთ IgG იზოტიპის აუტოანტისხეულები აქგ-სა და მისი სუბერთეულების მიმართ. შემდგომში, მათ ასევე მოვახდინეს იმის დემონსტრირება, რომ ეს აუტოანტისხეულები უმეტესწილად IgG2 ქვეკლასს მიეკუთვნება და როგორც ჩანს, ისინი ჯვარედინად უკავშირდებიან აქგ-სა და მისი სუბერთეულების გვერდით შაქრებს, თუმცა წარმოქმნილნი არიან სხვა გლიკოპროტეინების წინააღმდეგ. საკვერცხის კისტა წარმოადგენს სისხლის ჯგუფის მუცინების ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ წყაროს. სამეცნიერო გუნდის ვარაუდით, საკვერცხის კისტის მქონე პაციენტებში აღმოჩენილი დამცველობითი აუტოანტისხეულები აქგ-ს და მის სუბერთეულებს უკავშირდებიან ჯვარედინად, გვერდითი შაქრების მეშვეობით, მაგრამ წარმოქმნილნი არიან საკვერცხის კისტის მიერ წარმოებული სისხლის ჯგუფის მუცინების ოლიგოსაქარიდების წინააღმდეგ. პროექტი მიზნად ისახავს ამ ჰიპოთეზის შემოწმებას და კეთილთვისებიანი საკვერცხის კისტის მქონე პაციენტებში არსებული, ბუნებრივად გაჩენილი, აქგ-სა და მის სუბერთეულების მიმართ მიმართული, აუტოანტისხეულების ჯვარედინი საკვერცხის კისტის მუცინებთან დაკავშირების უნარის შესწავლას.
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროექტი „მედიცინა და ხელოვნება“ დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტი „მედიცინა და ხელოვნება“ გულისხმობს საბავშვო უნივერსიტეტის ჩამოყალიბებას და მოსწავლეებისათვის მედიცინის მეცნიერებების და აღნიშნული სამეცნიერო მიმართულებით კვლევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ზემოხსენებული საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების (X, XI, XII) მოსწავლეებს ინფორმაცია ინტეგრაციული, სახალისო და თვალსაჩინო ფორმით მიეწოდებათ. ინტეგრაცია პროექტის ინოვაციურობას განაპირობებს. ის მედიცინისა და ხელოვნების სინთეზს გულისხმობს, რაც კონკრეტული მოვლენის ინტერპრეტაციისათვის აუცილებელი ინტერდისციპლინური აზროვნებისა და არსებული შესაძლებლობების განხილვის უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. პროექტი სკოლის მოსწავლეების მეცნიერებით დაინტერესების და საქართველოში STEM-ის განვითარების საშუალებას წარმოადგენს.
კუჭის სიმსივნე მსოფლიო მაშტაბით მე-5 ყველაზე გავრცელებულ ავთვსებიან სიმსივნეს და სიკვდილის გამომწვევ მე-3 ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს. ლაურენის კლასიფიკაციის მიხედვით კუჭის ავთვისებიანი სიმსივნეებს შორის განასხვავებენ ორ ძირითად ტიპს - ინტესტინურსა და დიფუზურს. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნეა. კუჭის მემკვიდრეობითი დიფუზური ტიპის კარცინომა (აუტოსომურ-დომინანტი დაავადება) ხსენებული სიმსივნის ტიპს განეკუთვნება. ის CDH1 გენის მუტაციით არის განპირობებული. დაზიანება უმეტესწილად ინტრაეპითელური კარცინომის სახით ვლინდება, მაკროსკოპულად ზედაპირული ლორწოვანი გარსის დაზიანება არ აღინიშნება. ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, CDH1 მუტაციის არსებობისას გასტრექტომიის შემდგომი პოსტოპერაციული მასალის 100%-ში გამოვლინდა in-situ დიფუზური კარცინომა, რომლის ჰისტოლოგიური ზომა 0.1-10 მმ ვარირებდა. CDH1 მუტაციის შესაძლო კორელაცია HER2-ის ექსპრესიასთან, პროლიფერაციულ აქტოვობის მარკერ Ki-67-ისა და ონკოპროტეინ P53 –ის ექსპრესიასთან დღემდე არ არის განსაზღვრული. პროექტის მიზანს სწორედ რომ აღნიშნული კორელაციისა და CDH1 მუტაციის თავისებურებების კვლევა წარმოადგენს.
ჯანმრთელობის განმაპირობებელი ფაქტორი დღისათვის განსაზღვრულია და ცნობილია. ცხოვრების ჯანსაღი წესი და ფიზიკური აქტივობა მიეკუთვნება ამ ფაქტორებს. აშკარაა, რომ ქრონიკული დაავადებების უმეტესობა არაჯანსაღი ცხოვრების წესით არის გამოწვეული. მაგალითად: არაჯანსაღი კვება, თამბაქოს მოხმარება, ფიზიკური აქტივობის დეფიციტი, ალკოჰოლის ჭარბად მიღება და ნარკოტული პრეპარატების გამოყენება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არაჯანსაღი ცხოვრების წესი განაპირობებს სტრესს, ცუდ განწყობას, თვითშეფასების დაქვეითებას და ადვილად დაღლას, ცხოვრების ჯანსაღი წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის. მნიშვნელოვანია მოვახდინოთ სტუდენტთა განათლება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოზიტიური ეფექტების შესახებ, რომლებსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვთ ჯანმრთელობაზე. კვლევა განხორციელდება ჯვარედინი კვლევის დიზაინის გამოყენებით. თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით ჩატარდება თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო და არასამედიცინო უნივერსიტეტების 18-დან 25 წლამდე დაახლოებით 600 სტუდენტის ინტერვიუ. მიღებული შედეგები გაანალიზდება სტატისტუკურად. კვლევა მიზნად ისახავს, სტუდენტებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის განაწილების იდენტიფიკაციას, სტუდენტურ პოპულაციაში ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაციას და ამ პრობლემების გადასაჭრელად რეკომენდაციების მიცემას.
მოცემული პროექტის მთავარი ამოცანაა - ბუნებრივად სინთეზირებული ანტი-აქგ აუტოანტისხეულების დამცავი როლის განსაზღვრა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეების მქონე პაციენტებში. საპილოტე კვლევაში, რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნულ პროექტს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კეთილთვისებიანი გინეკოლოგიური სიმსივნეების (ფიბრომიომა და საკვერცხის კისტა) მქონე პაციენტების სისხლის შრატში ანტი-აქგ და ანტი აქგβ, IgG იზოტიპის, ბუნებრივი ანტისხეულების მნიშვნელოვანი დონეა, მაშინ როდესაც ავთვისებიანი სიმსივნის ( საკვერცხის ადენოკარცინომა, ენდომეტრიუმის კიბო და საშვილოსნოს ყელის კიბო) მქონე პაციენტების სისხლის შრატში იგივე ანტისხეულები მეტად უმნიშვნელოდ არიან წარმოდგენილნი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბუნებრივად წარმოქმნილ ანტი-აქგ ანტისხეულებს აქვთ ბუნებრივი მარეგულირებელი როლი სიმსივნის წარმოქმნის პროცესში და შესაძლოა სწორედ მათ მიერ ხდება კეთილთვისებიანი სიმსივნეების ავთვისებიან სიმსივნედ ტრასფორმაციისაგან დაცვა.
ონკოლოგიური დაავადებები და მათი მკურნალობა ჯანდაცვის პრიორიტეტული საკითხია. ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარებისათვის კრიტიკული გენები გამოვლენილია, თუმცა მეტასტაზებისა და რეციდივების განვითარებაზე პასუხისმგებელი გენები დღემდე არ არის განსაზღვრული. FOXP3 (Forkhead box protein P3) გენი ერთ-ერთი კანდიდატია. სიმსივნურ უჯრედებში აღნიშნული გენის ექსპრესია კვლევებით დადგენილ ფაქტს (Ebert et al., 2008; Karanikas et al., 2008; Takenaka et al., 2013) წარმოადგენს. FOXP3 გენი X ქრომოსომის მოკლე მხარში არის ლოკალიზებული. ის ტრანსკრიფციულ ფაქტორს აკოდირებს და ექსპრესიის რეგულაციის რთული მექანიზმებით ხასიათდება. სიმსივნურ უჯრედებში აღნიშნული გენის ექსპრესია მარეგულირებელი T უჯრედების Tregs-ებად ტრანსფორმაციის გზით (Liyanage et al., 2006; Li et al., 2007; Yuan et al., 2011) იმუნოსუპრესიის განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორს (Hinz et al., 2007; Cuncha et al., 2012; Waight et al., 2015) წარმოადგენს. ცნობილია, რომ სიმსივნურ ქსოვილში Tregs უჯრედების არსებობა არაკეთილსაიმედო პროგნოზთან არის ასოცირებული (Adeegbe et al., 2013; Ondondo et al., 2013; Sahin et al., 2013). მეტასტაზირების მოლეკულური მექანიზმების თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია SOX2 და OCT4 გენების ინტენსიური ექსპრესია სიმსივნურ უჯრედებში (Xu et al., 2017; Ayob et al., 2018). აღნიშნული გენები ღეროვანი უჯრედების სპეციფიური გენების ჯგუფს მიეკუთვნება. მათ პროდუქტებს ტრანსკრიფციული ფაქტორები წარმოადგენს, რომელთა აქტივობა ემბრიონული განვითარების ნორმული მიმდინარეობისათვის და სხვადასხვა ქსოვილების ფორმირებისათვის არის მნიშვნელოვანი. ამდენად, სიმსივნურ ქსოვილში SOX2 და OCT4 გენების ექსპრესია კიბოს ღეროვანი უჯრედების კონცეფციასთან კორელირებს, რომლის თანახმად ნეოპლაზიური ზრდა ნორმული ქსოვილის განახლების პროცესის ანალოგიურია და კიბოს ღეროვანი უჯრედების სტიმულირებით არის განპირობებული. მით უფრო, რომ ამ უკანასკნელთა სიმსივნურ ქსოვილში არსებობა კვლევებით დადასტურებულია (Batle, 2017). ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ FOXP3 გენის ინტენსიური ექსპრესია მეტასტაზის განვითარების მოლეკულურ წინაპირობას წარმოადგენს და სიმსივნურ ქსოვილში FOXP3 გენის ექსპრესია: განაპირობებს SOX2 და OCT4 გენების აქტივაციას. კორელირებს პროლიფერაციულ აქტივობასთან. პროექტის მიზანს ზემოხსენებული სამეცნიერო ჰიპოთეზის ექსპერიმენტულად დადასტურება წარმოადგენს.
წარმოდგენილი პროექტის მიზანია იმუნოტოქსინებით NBM-ის (ბაზალური მსხვილუჯრედოვანი ბირთვის) ქოლინერგული და GABA-ერგული ნეირონების დაზიანების მქონე და საკონტროლო (ცრუოპერირებული) ჯგუფის ცხოველებში მეხსიერების სხვადასხვა ფორმის და დასწავლის პროცესების კვლევა, ასევე, NBM–ის საპროექციო ქერქულ უბნებში მეხსიერების დეფიციტთან ასოცირებული სტრუქტული ცვლილებებისა და ნეიროტრასმიტერთა მარკერების (ქოლინერგული - α7 nAChRs და M1 და გლუტამატერგული GluN2B სუბერთეულის შემცველი NMDA რეცეპტორების ექსპრესიის) ცვლილებების იდენტიფიცირება. მულტიდისციპლინური კვლევა სისტემურ, სტრუქტურულ და მოლეკულურ დონეზე ქმნის წინაპირობას მეხსიერების პროცესებში ბაზალური წინატვინის მამოდულირებელი ფუნქციის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებისათვის და გვაძლევს შესაძლებლობას გამოვლინდეს კაუზალური კავშირები ბაზალურ წინატვინს, მის საპროექციო უბნებში შიგა ნერვული ქსელების ფუნქციასა და მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებს შორის. მეხსიერებაზე ბაზალური წინატვინის მამოდულირებელი მექანიზმების შეცნობა, ასევე მეხსიერების იმ ასპექტების განსაზღვრა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ეს სისტემა ხელს შეუწყობს მეხსიერების ფუნდამეტური ნეირობიოლოგიური მექანიზმების შეცნობას და ნეიროდეგენერაციული დაავადების მქონე პაციენტებში მეხსიერების გაუმჯობესებისათვის ახალი სტრატეგიების განსაზღვრას.
მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი ავადდება ნაწლავური ინფექციებით. საკვებითა და წყლით გავრცელებადი პათოგენები წარმოადგენენ დაავადებისა და სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს და იწვევენ დაახლოებით 1.8 მილიონამდე ადამიანის სიკვდილს ყოველწლიურად. აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიული პათოგენების მიკრობიოლოგიური და მოლეკულურ ბიოლოგიური კვლევა. ერთ-ერთ მთავარ საკვებითა და წყლით გავრცელებად პათოგენებს წარმოადგენენ Salmonella-ს, პათოგენური Escherichia coli-ს და Shigella-ს სხვადასხვა სახეობები. NCDC-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ აღირიცხება ნაწლავური ინფექციების 60 000-მდე შემთხვევა, მათ შორის, სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეების - 30 000-მდე შემთხვევა. საკვებისმიერი და წყლისმიერი პათოგენების მონიტორინგი და კონტროლი ხელს შეუწყობს მათი სიხშირის შემცირებას გარემო არეში, რაც თავის მხრივ, შეამცირებს ადამიანებში აღნიშნული პათოგენით გამოწვეული დაავადებების გავრცელების რისკს. აღნიშნული პათოგენების ადრეული იდენტიფიკაცია მეტად მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური მკურნალობისთვის. ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიული შტამების სპეციფიკური რეზისტენტობის გათვალისწინებით, ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა ძალზე მნიშვნელოვანია პათოგენების მონიტორინგისთვის და შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც საჭირო ეპიდემიოლოგიური მარკერი აღნიშნული ბაქტერიებისათვის. წარმოდგენილი პროექტის მიზანია როგორც კლინიკურ სინჯებში, ასევე საკვებ პროდუქტებში (ხორცი, კვერცხი) და წყლის სინჯებში ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიული პათოგენების იდენტიფიკაცია და მათი ანტიბიოტიკების მიმართ გრძნობელობის განსაზღვრა. ამ მიზნის მისაღწევად განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
სამეცნიერო ღონისძიებები სამეცნიერო კომუნიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმაა. ისინი ქმნიან ღია პლატფორმას მიმდინარე და განხორციელებული კვლევების, მიღებული შედეგების პრეზენტაციისთვის, კვლევითი იდეების განსახილველად, სამეცნიერო დისკუსიისთვის და პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ეს ფორმატი მეცნიერების და ინოვაციების განვითარების ხელშემწყობ მექანიზმს წარმოადგენს.
ჩატარებული
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ (თსა) მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - ORPHEUS 2026 (26…
ჩატარებული
13 მაისს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ონლაინ კლასტერულ…
ჩატარებული
3-5 მაისს, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია/GAACI) ორგანიზებით და პეტრე შო…
ჩატარებული
„ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მონიტორინგი ბიომარკერების პანელის გამოყენებით“ - ამ თემით წარსდგა პეტ…
ჩატარებული
23 აპრილს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში (TMA) ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარ…
ჩატარებული
პროექტი VITAL – Virtual Innovation and Training for Advancing Faculty Leaders, Digital Competencies, and Resea…
პროექტი VITAL – Virtual Innovation and Training for Advancing Faculty Leaders, Digital Competencies, and Research Excellence წარმოადგენს სტრატეგიულ შესაძლებლობების განვითარების საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც დაფინანსებულია Erasmus+ ვირტუალური მობილობის პროგრამის გრანტით.
პროექტში თსა მონაწილეობს როგორც პარტნიორი ორგანიზაცია და მისი განხორციელება და კოორდინაცია აკადემიის მხრიდან უზრუნველყოფილია თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის ფასილიტაციით.
პროექტის კოორდინატორია სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი. VITAL ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს პარტნიორ ინივერსიტეტებს ესპანეთიდან (სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი), იტალიიდან (INFOR ელეა სმარტ ბიზნეს აკადემია), უკრაინიდან (უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სურსათის ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტი, ტერნოპოლის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი) და საქართველოდან (პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინივერსიტეტი).
პროექტის მიზანია საქართველოსა და უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდა და კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი ფაკულტეტის წარმომადგენლების მენტორობა და გაძლიერება შემდეგ მიმართულებებში:
ჩატარებული
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროექტის Digi-CHan…
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროექტის Digi-CHange – Digital Transformation and Curriculum Development for Healthcare Teams განხორციელება დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს სასწავლო პროცესში ციფრული ჯანდაცვის, ხელოვნური ინტელექტის და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ინტეგრაციით სამედიცინო და საექთნო განათლების მოდერნიზაციას. Digi-CHange-ის განხორციელება დაიწყო 2025 წლის ოქტომბერში. პროექტის გუნდი აერთიანებს ევროკავშირის წევრი (ირლანდია, იტალია, ლატვია) და პარტნიორი (საქართველო და უკრაინა) ქვეყნებიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს.
პროექტის განხორციელების საწყის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა Digi-CHange-ის კონსორციუმის პირველი საერთაშორისო შეხვედრა, რომელიც გაიმართა 2026 წლის 8–9 იანვარს. ღონისძიებას მასპინძლობდა რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი. შეხვედრაზე კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების გუნდებმა იმსჯელეს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე და ერთად შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რაც მიუთითებდა პროექტის მოსამზადებელი ეტაპიდან კოორდინირებულ მოქმედებებზე გადასვლას და ადასტურებდა კონსორციუმის ერთიან ხედვას პროექტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო რეფორმის მიმართ.
შეხვედრის განმავლობაში ჩამოყალიბდა მთავარი გზავნილი — ჯანდაცვის ციფრული ტრანსფორმაცია მხოლოდ ტექნოლოგიების ინტეგრაციას არ გულისხმობს. ის მიზნად ისახავს მომავალი ექიმებისა და ექთნების ციფრულ კლინიკურ გარემოში ერთობლივი მუშაობისთვის აუცილებელი პრაქტიკული და ანალიზის უნარების და კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას. Digi-CHange პირდაპირ პასუხობს ამ საჭიროებას ციფრული ჯანდაცვის კომპეტენციების ინტეგრირებით განათლების ყველა დონეზე.
პროექტი გულისხმობს სამედიცინო და საექთნო სასწავლო პროგრამების მოდერნიზებას, რათა სასწავლო პროცესში ასახული იყოს რეალური კლინიკური პრაქტიკა, სადაც ციფრული ინსტრუმენტები, მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. გუნდური მიდგომით Digi-CHange უზრუნველყოფს ექიმებისა და ექთნების მომზადებას ეფექტური თანამშრომლობისთვის, რომელიც ითვალისწინებს ეთიკური და პაციენტზე ორიენტირებული მოვლის პრინციპების დაცვას.
პროექტის ძირითადი აქტივობები მოიცავს ციფრული ელემენტების, ხელოვნური ინტელექტის და სიმულაციების ინტეგრაციას განათლებასა და ტრენინგებში, Digi-CHange ლაბორატორიების ჩამოყალიბებას და ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით კომპეტენციების შეფასების ინსტრუმენტების შექმნას. პარალელურად, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ცნობიერების ამაღლების კამპანია ციფრული ჯანდაცვის საკითხებზე.
საქართველოში და უკრაინაში უმაღლესი განათლების დაწესებულებების მხარდაჭერის გზით Digi-CHange ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებას, პროფესიული კომპეტენციების განვითარებას და განათლების შესაბამისობას ევროპულ და გლობალურ ციფრული ჯანდაცვის პრიორიტეტებთან.
სამწლიანი პროექტი Digi-CHange ფინანსდება Erasmus+ პროგრამის „უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების“ კომპონენტის ფარგლებში. იგი უზრუნველყოფს მდგრად შედეგებს, რომლებსაც პროექტის დასრულების შემდეგაც ექნება გავლენა.
მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2025 (MEDIC 2025)25 – 27 ნოემბერს, თბილისის სამედიცინო აკადემიის ორგანიზებ…
მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2025 (MEDIC 2025)
25 – 27 ნოემბერს, თბილისის სამედიცინო აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2025 (MEDIC 2025)”. სამდღიანი კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა. ღონისძიებას მინიჭებული ჰქონდა აკრედიტაცია უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს მიერ (EACCME®).
კონფერენციის მიზანი იყო ყურადღების გამახვილება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: თანამედროვე ექიმის ჩამოყალიბებისთვის განათლების ინოვაციური მიდგომებისა და კვლევის მნიშვნელობა, როგორ შეიძლება თანამონაწილეობდეს კვლევით პროცესში საზოგადოება, რა უპირატესობები და გამოწვევები აქვს ჯანდაცვაში და სამედიცინო განათლების მიზნებისთვის ინოვაციური მიდგომების და ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებას.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ:
სამდღიან კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდნენ თსა-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების დოქტორანტები და მაგისტრანტები. მათ წარადგინეს პრეზენტაციები და მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ ვორქშოპებში.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეას კაუფმანს თსა-ს საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა.
ჩატარებული
2025 წლის 1–2 ივლისს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ (თსა) და ივანე ჯავახიშვილის სახელო…
ჩატარებული
18 და 19 ივნისს, თბილისის სამედიცინო აკადემიას სტუმრობდა პროფესორი რებეკკა სინგერი (ილინოისის ჩიკაგოს უნივერსი…
18 და 19 ივნისს, თბილისის სამედიცინო აკადემიას სტუმრობდა პროფესორი რებეკკა სინგერი (ილინოისის ჩიკაგოს უნივერსიტეტი, აშშ). მან ეფექტური სამეცნიერო კომუნიკაციის საკითხებზე ორი გამორჩეული ვორკშოპი ჩაატარა.
18 ივნისს თსა-ს ფაკულტეტის წევრებმა პროფესორ სინგერის მოდერირებით იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება კვლევის შედეგების საზოგადოებისთვის მიწოდება და ეფექტურად გადატანა რეალურ პრაქტიკაში. ვორკშოპი "Beyond the lab: Translating health research for public impact" იყო ინტენსიური, დინამიკური და პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტირებული.
19 ივნისს პროფესორმა სინგერმა სტუდენტებისთვის ჩაატარა ინტერაქციული ვორკშოპი "From medical jargon to meaningful communication: How to bridge the gap between medical knowledge and human understanding". მონაწილეებმა იმუშავეს მცირე ჯგუფებში. მათ განიხილეს სამედიცინო და სამეცნიერო მონაცემების ფართო საზოგადოებისთვის მიწოდების მნიშვნელობა და პრაქტიკულად შეასრულეს რამოდენიმე დავალება.
ჩატარებული
9 ივნისს თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა სამეცნიერო ღონისძიება – პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის…
ჩატარებული
2025 წლის 7 ივნისს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია &n…
2025 წლის 7 ივნისს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია – „პაციენტის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მიღწევა და შენარჩუნება უწყვეტი ხარისხის გაუმჯობესების მიდგომით“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წამყვანი კლინიკებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა, ასევე მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა აშშ-დან.
კონფერენციის ძირითადი თემები მოიცავდა:
- უსაფრთხოების კულტურის გაღრმავებას კლინიკურ პრაქტიკაში
- არაუსაფრთხო შემთხვევების ანალიზსა და სწავლის პროცესის დანერგვას
- მონაცემებზე დაფუძნებული ხარისხის მართვის მიდგომებს
- პაციენტის გამოცდილებაზე ორიენტირებული ზრუნვის გაუმჯობესებას
- საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პრაქტიკულ გამოცდილებებს.
კონფერენცია „პაციენტის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მიღწევა და შენარჩუნება უწყვეტი ხარისხის გაუმჯობესების მიდგომით“ აკრედიტებული იყო ევროპის უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაციის საბჭოს (EACCME) მიერ.
ჩატარებული
2025 X წლის 2-6 ივნისს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებმა მონაწილეობა მი…
ჩატარებული
2025 წლის 6 ივნისს თსა-ს სამეცნიერო კლუბმა ჩაატარა ღონისძიება „იშვიათი დაავადებების მოლეკულური საფუძვლები“. …
ჩატარებული
საქართველოს ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია) ორგანიზებითა და თბილისის სამედიცინო აკადემიი…
საქართველოს ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია) ორგანიზებითა და თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) მხარდაჭერით ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის XIV ეროვნული კონგრესი გაიმართა.
თსა-ს დეკანმა, პროფესორმა ლალი მეკოკიშვილმა, რომელიც ამავდროულად საკიას აღმასრულებელი და სამეცნიერო საბჭოს წევრია, უხელმძღვანელა ორ დერმატოლოგიურ სესიას. მასთან ერთად, დერმატო-ვენეროლოგიის აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს თსა-ს ასოცირებულმა პროფესორმა ირმა ბუჩუკურმა და თსა-ს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელმა კახა ბრეგვაძემ.
სამ დღიანი კონგრესის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა თსა-ს სტუდენტური სესიაც, რომელზეც ორიგინალური კვლევები წარმოადგინეს მედიცინის სკოლის სტუდენტებმა: ნინო ჩხუტიშვილმა, ლელა ყორიაულმა, თეონა შავაძემ და დევიკა დას თირუთარა ჰარიდასმა.
კონგრესს ესწრებოდა 500-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან. მოხსენებები წარმოადგინეს ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ამერიკის ალერგიის კოლეჯის ვიცე პრეზიდენტმა და სხვა საერთაშორისო დონის მეცნიერებმა.
ჩატარებული
2025 წლის 22–23 მაისს, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association - EUA) ორგანი…
2025 წლის 22–23 მაისს, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association - EUA) ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე:
„როგორქმნიანუნივერსიტეტებიხელოვნურიინტელექტისეპოქას“. კონფერენციის ფარგლებში განიხილა აკადემიური პერსონალის, მკვლევრების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა და პოლიტიკის შემმუშავებლების მონაწილეობით განიხილა ხელოვნური ინტელექტის გავლენა უმაღლეს განათლებასა და უნივერსიტეტების მმართველობაზე. ღონისძიება მიზნად ისახავდა როგორც მიმდინარე აქტივობების და გამოწვევების განხილვას, ასევე პასუხისმგებლიანი, ეთიკურ და ინკლუზიურ ჩარჩოებზე დაფუძნებული სტრატეგიების განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრას.
კონფერენციის ერთ-ერთ პანელურ სესიას „ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში – ინტერსაუნივერსიტეტო მიდგომა“ უძღვებოდა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის გუნდის წევრი, პროფესორი ეკატერინე კლდიაშვილი. პანელში მონაწილეობდნენ შვედეთის, ირლანდიის, გერმანიის და ბელგიის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები. მათ წარმოადგინეს საკუთარი გამოცდილება და მიდგომები უმაღლესი განათლების მიზნებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ.
ჩატარებული
2024 წლის 30 მაისს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) საგრანტო ოფისის “Horizon…
2024 წლის 30 მაისს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) საგრანტო ოფისის “Horizon Europe” ინიციატივით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. მისი მიზანი იყო 2025 წლის WIDERA სამუშაოპროგრამის (მონაწილეობის გაფართოება და ევროპის კვლევითი სივრცის გაძლიერება) და Marie Skłodowska-Curie-ისაქტივობების (MSCA) ფარგლებში არსებული საგრანტო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება თსა-ს საზოგადოებისთვის.
მომხსენებლებიიყვნენ:
შეხვედრა ჩატარდა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელშეწყობით და წარიმართა ინტერაქციულად, რაც მნიშვნელოვანი იყო მსმენელთა მიერ პრაქტიკული კითხვების დასმის და საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის პოტენციური იდეების განხილვის თვალსაზრისით.
ჩატარებული
25 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს დნმ-ის საერთაშორისო დღეს, სიცოცხლის გენეტიკური კოდის აღმოჩენის მნიშვნელობის ა…
25 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს დნმ-ის საერთაშორისო დღეს, სიცოცხლის გენეტიკური კოდის აღმოჩენის მნიშვნელობის აღსანიშნავად.
საჯარო ლექციაზე – „დნმ: თანამედროვე მედიცინის მტკიცებულებები და თავისებურებები“ – ჩვენ განვიხილეთ საინტერესო და არსებითი კითხვები:
რას გვიამბობს ჩვენი დნმ ჩვენს შესახებ?
შეიძლება თუ არა ერთმა გენმა განსაზღვროს, რომელი სამკურნალო მიდგომა იქნება ყველაზე ეფექტური?
რა არის პერსონალიზებული მედიცინა და როგორ ცვლის ის სამედიცინო სერვისების განვითარებას?
შეხვედრის განმავლობაში ვისაუბრეთ იმაზე, როგორ ცვლის გენომიკის მიღწევები დიაგნოსტიკას, მკურნალობის არჩევანს და ინდივიდუალურ სამედიცინო მიდგომებს, რაც გვაიმედებს პერსონალიზებული მედიცინის ეპოქის მიღწევაზე.
ჩატარებული
მიმდინარე წლის 14 მარტს სამეცნიერო კლუბის ორგანიზებით, ტვინის ცნობიერების კვირეულის ფარგლებში გაიმართა ინტერაქ…
მიმდინარე წლის 14 მარტს სამეცნიერო კლუბის ორგანიზებით, ტვინის ცნობიერების კვირეულის ფარგლებში გაიმართა ინტერაქტიული აქტივობები, დისკუსია და მოხსენებები ტვინის და ემოციის თემაზე, ამიგდალას, პრეფრონტალური ქერქისა და ნეიროტრანსმიტერების როლის შესახებ ჩვენი გრძნობების ჩამოყალილებაში. ვიქტორინაში გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა: ანა კოშაძემ, ქეთევან ვეფხვაძემ, მარიამ წიკლაურმა, ანი ყაჯრიშვილმა, ლიკა ტიტვინიძემ, ანა კოპალაძემ, ბელა ამარიანმა, მარიამ წამალაშვილმა, ნატალი ფაღავამ, ლიზი მოყვანიძემ, თაკო დანდურიშვილმა, გვანცა გოჩიტაშვილმა და თეონა დათუნაშვილმა.
ჩატარებული
ბიოეთიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა სტუდენტური დებატები.ღონისძიები…
ბიოეთიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა სტუდენტური დებატები.
ღონისძიების ფარგლებში განიხილა რეზოლუცია: “ეს კრება ორგანოთა გადანერგვის რეციპიენტების პრიორიტეტს განსაზღვრავდა მათი სოციალური ღირებულებიდან გამომდინარე (მაგალითად, პროფესია, როლი საზოგადოებაში და ა.შ.)”.
წარმოდგენილი რეზოლუციის შესახებ მსჯელობას აფასებდა მსაჯთა კოლეგია: თეკლა ბახტურიძე, ალექსანდრე კაცაძე, გიორგი დუმბაძე, გიორგი ბარაქაძე, ხატია დევაძე.
დებატების მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებით საუკეთესო არგუმენტები წარადგინა და სტუდენტურ დებატებში გამარჯვებულად გამოცხადდა ბარბარე მარანელის და ალეკო ჩხეტიას გუნდი.
რამდენად რელევანტური იქნებოდა რეზოლუცია: “ეს კრება ორგანოთა გადანერგვის რეციპიენტებს პრიორიტეტულ სტატუსს მიანიჭებდა ხელოვნური ინტელექტის მიერ განსაზღვრული სოციალური ღირებულებიდან გამომდინარე (მაგალითად, მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, მეცნიერებისთვის და ა.შ.)”?…
ჩატარებული
26 – 28 ნოემბერს, თბილისის სამედიცინო აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მედიც…
26 – 28 ნოემბერს, თბილისის სამედიცინო აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2024 (MEDIC 2024)”. სამ დღიანი კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა. ღონისძიებას მინიჭებული ჰქონდა აკრედიტაცია უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს მიერ (EACCME®).
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებაში არსებული გამოწვევების საპასუხო და ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებული კვლევითი აქტივობების შედეგების პრეზენტაცია. ამასთან, კონფერენცია მიზნად ისახავდა ტრანსდისციპლინარული და ინტერდისციპლინარული კვლევითი პროექტების ინიცირებას, სტუდენტების და ახალგაზრდა მკვლევრების კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა პლატფორმას მედიცინის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ცოდნის გაუმჯობესებისთვის. კერძოდ, MEDIC 2024-ის ფარგლებში განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა პერსონალიზებული მედიცინა, მოლეკულური პათოლოგია და მედიცინა, ციფრული ჯანმრთელობა, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება ჯანდაცვის სფეროში და ა.შ.
ამასთან, MEDIC 2024 გამოირჩევა მედიცინის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტების მხარდაჭერით და მისი მიზანია კონცეფციის „მეცნიერება საზოგადოებასთან ერთად და საზოგადოებისთვის“ ცნობადობის დანერგვის, ტექნოლოგიური ტრანსფერის, კლასტერული სპეციალიზაციის და საქართველოს საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მონაწილეობის ხელშეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ წამყვანი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები.
ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა მკვლევრების თანამონაწილეობას დაეთმო. სამდღიან კონფერენციაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი თსა-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც წარადგინეს პრეზენტაციები და ჩაერთნენ ინტერაქციულ ვორქშოფებში.
ჩატარებული
3-4 ოქტომბერს ამსტერდამში (ნიდერლანდები) ჩატარდა გამოყენებითი მიკრობიოლოგიისა და სასარგებლო მიკრობების ევროპის…
3-4 ოქტომბერს ამსტერდამში (ნიდერლანდები) ჩატარდა გამოყენებითი მიკრობიოლოგიისა და სასარგებლო მიკრობების ევროპის მე-6 კონგრესი. თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებმა თამარ ქობულაშვილმა და მარიამ ბერძენიშვილმა წარადგინეს კვლევითი პროექტის “ქართული თაფლის ანტიბაქტერიული მოქმედება კანის ჭრილობებისგან იზოლირებული ბაქტერიების წინააღმდეგ" შედეგები. პროექტს თამარი და მარიამი თავის კოლეგებთან - ნინო ჩხუტიშვილი, ლევან ბახტაძე, ერთად ახორციელებდნენ აკადემიის ასოცირებული პროფესორის - მანანა ლოლაძის, მენტორობით.
ჩატარებული
30 სექტემბერს - 2 ოქტომბერს დუბროვნიკი (ხორვატია) მასპინძლობდა ტრენინგს “სადოქტორო განათლების ხარისხი”. ღონისძ…
30 სექტემბერს - 2 ოქტომბერს დუბროვნიკი (ხორვატია) მასპინძლობდა ტრენინგს “სადოქტორო განათლების ხარისხი”. ღონისძიება ორგანიზებული იყო ბიომედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ევროპული სისტემის ორგანიზაციის (ORPHEUS) მიერ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სამედიცინო აკადემიის ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ზარნაძემ და სამეცნიერო საგრანტო კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრმა, ასოცირებულმა პროფესორმა მანანა ლოლაძემ.
ჩატარებული
30 სექტემბერს პროექტის “InTech4Med - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში” ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემია…
30 სექტემბერს პროექტის “InTech4Med - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში” ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარეს ვორკშოპი “ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განათლებისთვის”. ღონისძიებას უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი, დოქტორი მიშელ ბურაჟი (ცინცინატის უნივერსიტეტი, აშშ). ვორკშოპს მასპინძლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ჩატარებული
28 სექტემბერს “InTech4Med - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში” პროექტის ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემია…
28 სექტემბერს “InTech4Med - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში” პროექტის ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარეს სამეცნიერო კონფერენცია “მედიცინა და ინოვაცია”. ღონისძიებას მასპინძლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ჩატარებული
21 სექტემბერს ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია “მედიცინა და ხელოვნება 2024”. ღონისძიება მიზნად ისახავდა სახალისო…
21 სექტემბერს ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია “მედიცინა და ხელოვნება 2024”. ღონისძიება მიზნად ისახავდა სახალისო და შემეცნებითი ფორმით მედიცინასა და ხელოვნებას შორის კორელაციების განხილვას. კერძოდ, გაანალიზდა და განიხილა სამედიცინო თემაზე შექმნილი ნახატები, მუსიკის როლი სამკურნალო პროცესსა და რეაბილიტაციაში, ფერები და მენტალური ჯანმრთელობა.
კონფერენცია გაიმართა პროექტის “მედიცინა და ხელოვნება - ინტერდისციპლინური მიდგომა მეცნიერების პოპულარიზაციისათვის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის 2023 წლის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
ჩატარებული
9-14 სექტემბერს კატოვიცეში (პოლონეთი) ჩატარდა ახალგზარდა მეცნიერთა კონკურსი EU TalentOn. თბილისის სამედიცინო ა…
9-14 სექტემბერს კატოვიცეში (პოლონეთი) ჩატარდა ახალგზარდა მეცნიერთა კონკურსი EU TalentOn. თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებმა - მარიამ ჯორბენაძემ და თამარ დანდურიშვილმა მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში. მარიამი მონაწილეობას იღებდა კიბოს პრევენციისა და მოვლის მკვლევართა ჯგუფის მუშაობაში, ხოლო თამარი - ოკეანეების და წყლების აღდგენის მკვლევართა ჯგუფში.
ჩატარებული
Exploring perspectives on death and dying among final-year undergraduate medical students at Tbilisi Medical A…
Exploring perspectives on death and dying among final-year undergraduate medical students at Tbilisi Medical Academy, Georgia (კახა ბრეგვაძე, მოკლე მოხსენება)
Explore to real and virtual patients as professional perception and motivation for preclinical medical students (მაგდა ტვილდიანი & დეა გოდერძიშვილი, მოკლე მოხსენება, მოთხოვნით)
Introducing GOTs (growth-oriented tests) - relative freedom with responsibility (ბიძინა ჩაჩხიანი & ვახტანგ დეისაძე, e-პოსტერი, მოთხოვნით)
5 აგვისტოს „InTech4MED - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ პროექტის ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიამ დ…
5 აგვისტოს „InTech4MED - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ პროექტის ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა განახორციელოს ტრენინგი „მედიცინა და ინოვაცია“. აქტიურობას მასპინძლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ტრენინგზე განიხილა თემები: აქტუალობა და ინოვაცია, ჰიპოთეზის ფორმირება, ეთიკური საკითხები, მონაცემთა ბაზის კონტროლი და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება აკადემიური მიზნებით. მონაწილეები ასევე გაეცნენ სიმულაციურ პლატფორმას „Cyber Patient“ და მის შესაძლებლობებს.
2024 წლის 29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, „InTech4MED - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ პროექტის ფარგლებში…
2024 წლის 29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, „InTech4MED - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ პროექტის ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად განახორციელეს კურსი “სამედიცინო მონაცემების ანალიზი”. აქტივობას მასპინძლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კურსი “სამედიცინო მონაცემების ანალიზი” მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობას. მის ფარგლებში განიხილა მონაცემთა ანალიზის მიდგომები, Python და R-ის გამოყენებით მონაცემთა ანალიზის პრინციპები, მონაცემთა ვიზუალიზაცია, გამონაკლისების და დაკარგული მნიშვნელობების გამოვლენა, კორელაციები და სარწმუნოების კოეფიციენტი. კურსის “სამედიცინო მონაცემების ანალიზი” ფორმატი იყო ინტერაქტიული და მოიცავდა პრაქტიკულ კომპონენტს, რამაც ხელი შეუწყო თანამედროვე სამედიცინო კვლევებისთვის საჭირო უნარების განვითარებას.
ჩატარებული
თსა-ს სამეცნიერო კლუბმა ჩაატარა ღონისძიება სახელწოდებით „Insights from Nature”. სტუდენტებმა განიხილეს სხვადასხ…
თსა-ს სამეცნიერო კლუბმა ჩაატარა ღონისძიება სახელწოდებით „Insights from Nature”. სტუდენტებმა განიხილეს სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის უნიკალური პროცესები, როგორიცაა რეგენერაცია და კიბოს მიმართ რეზისტენტობა. მათ წარმოადგნიეს სამეცნიერო მონაცემები ამ ბიოლოგიური ფენომენების მექანიზმების შესახებ და განიხილეს თუ როგორ შეიძლება დაგვეხმაროს მათი შესწავლა სამედიცინო სფეროს განვითარებაში.
კიბოს რეზისტენტობის კუთხით სტუდენტებმა განიხილეს თუ როგორ არის ირმის რქა ძუძუმწოვრებში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი, მაგრამ აგრეთვე დაბალი კიბოს რისკის ქსოვილი, ან თუ რა მოლეკულური მექანიზმები განაპირობებს კიბოს იშვიათობას სპილოებში. რეგენერაციის კუთხით განხილული იყო აქოლოტლისა და ზებრა თევზის საოცარი რეგენერაციული თვისებები, და ბაყაყის კანის პეპტიდების გამოყენება ადამიანის უჯრედულ კულტურაზე და თაგვებში კანის დასწრაფებული შეხორცებისთვის. სტუდენტებმა ასევე განიხილეს ობობის ქსელის გამოყენება ქსოვილებისა და ორგანოების ბიოინჟინერიაში. სესიის ბოლო პრეზენტაცია დაეთმო ბუნებიდან შთაგონების ყველაზე წარმატებული მაგალითს - CRISPR ცილას, რომელიც ბაქტერიებში აღმოჩენის შემდეგ გენური ინჟინერიის და თერაპიის ერთ-ერთ მთავარ მიდგომას წარმოადგენს.
ჩატარებული
2024 წლის 17 ივნისს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა ჰიბრიდული კ…
2024 წლის 17 ივნისს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა ჰიბრიდული კონფერენცია „პედიატრიული მოვლის ხელოვნება და მეცნიერება“. ღონისძიების ფარგლებში განიხილა პედიატრიული მედიცინის მიღწევები და გამოწვევები. კერძოდ, წარმოდგენილი იყო:
ჩატარებული
1928 წელს ალექსანდრე ფლემინგმა "შემთხვევით" აღმოაჩინა პენიცილინი. მასვე ეკუთვნის პირველი ჩანახატები აგარზე მიკ…
ჩატარებული
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია წარმოდგენილი იყო (ბიო)სამედიცინო მეცნიერებათა საერთაშორის…
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია წარმოდგენილი იყო (ბიო)სამედიცინო მეცნიერებათა საერთაშორისო სტუდენტურ კონგრესზე (ISCOMS). ღონისძიება მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტური კონგრესია (ბიო)მედიცინის მეცნიერებების მიმართულებით.
ირაკლი ხუნწარიამ წარადგინა ზეპირი მოხსენება “ნეიტროფილების ქცევის ახალი ინდიკატორები”. ანა გაბრიჭიძე და გიორგი ამირიძე კონგრესზე პოსტერული პრეზენტაციით “ ბაზალური წინატვინის ქოლინერგული და გაბაერგული ნეირონები როგორც მეხსიერების ფუნქციის და პრეფრონტალური ქერქის და ჰიპოკამპის ნეიროტრანსმიტერული მარკერების მოდულატორები” წარდგნენ.
კონგრესი ჩატარდა 2024 წლის 3-6 ივნისს. ღონისძიებას ტრადიციულად გრონინგენის უნივერსიტეტი მასპინძლობდა.
ჩატარებული
რა არის ოსმოსი?რესურსი, რომელიც გამარტივებს სასწავლო პროცესს.2024 წლის აპრილიდან თბილისის სამედიცინო აკადემია …
ჩატარებული
თბილისის სამედიცინო აკადემიის მხარდაჭერით და საქართველოს ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია)…
თბილისის სამედიცინო აკადემიის მხარდაჭერით და საქართველოს ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია) ორგანიზებით 7-10 მაისს თბილისში გაიმართა ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის XIII კონგრესი.
ღონისძიება მიეძღვნა საკია-ს დაარსების 40 წლის თავს, კონგრესის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რევაზ სეფიაშვილმა, საქართველოს სამედიცინო საზოგადოების გამორჩეული მოღვაწეების, მათ შორის პეტრე შოთაძის ღვაწლზე ისაუბრა და სპეციალური სახელობითი სუვენირი საზეიმოდ გადასცა მისი ოჯახის წევრს, თსა-ს ასოცირებულ პროფესორს, თამარ შოთაძეს.
კონგრესში მონაწილეობას იღებდა თსა-ს მედიცინის სკოლის დეკანი ლალი მეკოკიშვილი. მან პლენარულ სხდომაზე წარადგინა პეტრე შოთაძის მემორიალური ლექცია “აკნე, როგორ შეიცვალა ჩვენი შეხედულებები“. მედიცინის სკოლის დეკანის ორგანიზებით და თსა-ს აკადემიური პერსონალის ჩართულობით ჩატარდა ორი დერმატოლოგიური სესია. მათ ფარგლებში თსა-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ირმა ბუჩუკურმა, წარადგინა მოხსენება „ვულგარული პემფიგუსი, მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები“. კონგრესში თსა-ს სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა. ნინო გაგუამ, ლიზი მოყვანიძემ და თამარ დანდურიშვილმა ღონისძიების ფარგლებში ორგანიზებულ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სესიაზე განხორციელებული კვლევების შედეგები წარადგინეს.
კონგრესის ფარგლებში ჩატარდა სკოლა: "ახალი საზღვრები მედიცინაში და ბიოლოგიაში: კლინიკური იმუნოლოგიის თანამედროვე ტექნოლოგიები", მას უძღვებოდნენ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორები და ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები უძღვებოდნენ. აღნიშნულ აქტივობას კონგრესის მონაწილე თსა-ს 15 სტუდენტი დაესწრო.
16-30 აპრილს ფულბრაიტ სპეციალისტის პროგრამის ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიას სტუმრობდა დოქტორი მიშელ ბ…
ჩატარებული
Pivot-RP - კომპანია Clarivate-ის რესურსი. ის ეფექტურია მკვლევარის ონლაინ პროფილის შესაქმნელად, ასევე ინსტიტუცი…
ჩატარებული
თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ წარმოდგენილი იყო ზეპირი მოხსენება - აკადემიური კეთილსინდისიერება: გამოწვევე…
თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ წარმოდგენილი იყო ზეპირი მოხსენება - აკადემიური კეთილსინდისიერება: გამოწვევები და გადაწყვეტილებები გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
ჩატარებული
თსა-მ სორბონას უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ასოცირებული პროფესორს, საფრანგეთის მიკრობიოლოგთა ასოციაციის დირექტორ…
თსა-მ სორბონას უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ასოცირებული პროფესორს, საფრანგეთის მიკრობიოლოგთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრს - მატილდა ლესკატს უმასპინძლა.
მან ქართულ აუდიტორიას გააცნო მიკრობიოლოგიის სწავლების თავისებურებები საფრანგეთის მაგალითზე და ისაუბრა საგანმანათლებლო თამაშების მნიშვნელობაზე.
ჩატარებული
მსმენელს მიეწოდათ ინფორმაცია საპროექტო განაცხადის, სამეცნიერო ნაშრომის მომზადების და ტექნოლოგიების ტრანსფერის,…
ჩატარებული
14 მარტს თსა-ს სამეცნიერო კლუბმა თავის ტვინის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის ეგიდით ჩაატარა ღონისძიებ…
ჩატარებული
როგორია "კარგი" საპროექტო წინადადება?ის უნდა იყოს - აქტუალური და წარმოადგენდეს პრობლემისადმი ინოვაციურ მიდგომა…
ჩატარებული
ერთხელ პეტრის ფინჯანში ბაქტერიები “ემალებოდნენ” ანტიბიოტიკებს. პენიცილინი შეურთდათამაშს და გაოცდა. მან აღმოაჩი…
ერთხელ პეტრის ფინჯანში ბაქტერიები “ემალებოდნენ” ანტიბიოტიკებს. პენიცილინი შეურთდათამაშს და გაოცდა. მან აღმოაჩინა “აბჯარ ასხმული ნინძა” ბაქტერიები. სხვა ბაქტერიებიასრულებდნენ “პლაზმიდების არევის” ცეკვას და ერთმანეთს სპეციალური კოდების რუქებსუზიარებდნენ.
თამაშს შეუერთდნენ სუპერგმირები ამოქსიცილინი, ციპროფლოქსაცინი და მათიმეგობარი ფაგმანი. მათ გამოიყენეს მიდგომა “დისკო-განადგურება”, რომელმაც წამლებისკომბინაცია და ვირუსი ბაქტერიების დასამარცხებლად მიმართა.
ანტიბიოტიკორეზისტენტობის საკითხების სახალისო და ინტერაქტიული ფორმით, 21 დეკემბერს, პროექტის „InTech4MED: ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ ფარგლებში, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ ჩაატარა ჰიბრიდული სემინარი „ანტიბიოტიკორეზისტენტობა - ბაქტერიული სამეფო კარის თამაშები“.
ჩატარებული
2023 წლის 28-30 ნოემბერს ჰიბრიდულ ფორმატში პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის …
2023 წლის 28-30 ნოემბერს ჰიბრიდულ ფორმატში პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინოაკადემიის (თსა) ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2023 (MEDIC 2023)". ღონისძიება იყო აკრედიტებული EACCME®-ის მიერ.
კონფერენცია MEDIC 2023 მიზნად ისახავდა მედიცინის და ჯანდაცვის აქტუალური საკითხების განხილვას, ასევე ინოვაციური და ინტერდისციპლინური კვლევების და მათი შედეგების წარდგენას და ინტერაქტიული აქტივობების განხორციელებას. ღონისძიების განხორციელებისას ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტების კვლევითი უანრ-ჩვევების განვითარებაზე მიმართულ აქტივობებს.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში განიხილა სადოქტორო განათლების, კვლევის შეფასების, ხელოვნური ინტელექტის ერაში აკადემიური კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის საკითხებს და ასევე მედიცინის მიმართულებით ისეთი მნიშვნელოვანი თემების განხილვას, როგორიცაა ღეროვანიუჯრედები, მოლეკულური ონკოლოგია, ნეირომეცნიერებები, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა, პერსონალიზებული მედიცინა, პაციენტების უსაფრთხოება და სამედიცინო მონაცემების ანალიზი.
სამეცნიერო კონფერენციის "მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2023 (MEDIC 2023)" ფარგლებში გაიმართასატელიტური სიმპოზიუმი. ღონისძიება გულისხმობდა თსა-ს და შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის "HPV საქართველოში" შედეგების პრეზენტაციას.
ჩატარებული
მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრედერიკ ბანტინგისა და ჩარლზ ბესტის კვლევებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ტიპი 1 დ…
მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრედერიკ ბანტინგისა და ჩარლზ ბესტის კვლევებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების მოვლისთვის. მათ აღმოაჩინეს ინსულინი. ბანტინგისა და ბესტის თანამშრომლობის შედეგად არა მხოლოდ აღმოჩენილ იქნა ბიოლოგიურად აქტიური ცილა, ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის სამეცნიერო აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა.
ინსულინი მედიცინის სამეცნიერო მიმართულებით მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეფექტურ კომბინაციას წარმოადგენს. ლაბორატორიიდან აფთიაქამდე მოვლენების ჯაჭვით ჯანდაცვისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. თუმცა ინსულინის აღმოჩენით ინოვაციები მხოლოდ დაიწყო. პრეპარატის მიწოდების მოწყობილობებმა და ციფრულმა ტექნოლოგიებმა მთლიანად გარდაქმნა დიაბეტისმართვა, რაც პაციენტის კეთილდღეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
14 ნოემბერს პროექტის „InTech4MED: ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ ფარგლებში ჩატარდა ჰიბრიდული ღონისძიება „ინსულინი: მეცნიერების და ტექნოლოგიების კომბინაცია“, რომელიც მიზნად ისახავდა ამ არაჩვეულებრივი სამეცნიერო მიღწევის დეტალების და კლინიკური სიმულაციური ქეისის განხილვას.
მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში თსა-მ საერთაშორისოდ აღიარებულ ექსპერტს, პროფესორ მლადენ …
მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში თსა-მ საერთაშორისოდ აღიარებულ ექსპერტს, პროფესორ მლადენ კრაიაჩიჩს უმასპინძლა. მიკრობიოლოგიის ექსპერტმა აკადემიის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ორ დღიანი ტრენინგის ფარგლებში შემდეგი თემები წარუდგინა: ვირუსები - ბევრად მეტი, ვიდრე დაავადების გამომწვევი აგენტები და ბაქტერიები - ბევრად მეტი, ვიდრე დაავადების გამომწვევი აგენტები.
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ვირუსებისა და ბაქტერიების შესახებ, როგორც ადამიანის სხეულის ბუნებრივი თანამცხოვრებებზე, რომელთაგან ზოგიერთი არა მხოლოდ უვნებელია, არამედ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადამიანების კეთილდღეობას და ნორმალურ ბიოლოგიურ ფუნქციონირებას. საუბარი ასევე შეეხო საკითხს, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ვირუსები, ბაქტერიები და მათი სტრუქტურული ელემენტები და ფერმენტები, როგორც ფიჭური/მოლეკულური იარაღები ბიოტექნოლოგიასა და მოლეკულურ მედიცინაში.
მლადენ კრაიაჩიჩი ზაგრების უნივერსიტეტის (ბიოლოგიის დეპარტამენტის) სრული პროფესორია. როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელი და მთავარი მკვლევარი, რამდენიმე კვლევით პროექტში, ის ხელმძღვანელობდა მოლეკულური ბიოლოგიის გამოკვლევებს ვირუსებზე, სუბვირუსულ აგენტებზე (ვიროიდები და სატელიტური რნმ) და არაკულტივირებად ბაქტერიებზე. მისი გამოკვლევების შედეგები გამოქვეყნებულია ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებში, რომელთაგან ზოგიერთი ეკუთვნის დარგის ტოპ 10%-ს.
2010 წელს მან დააარსა მიკრობიოლოგიის განყოფილება ბიოლოგიის კათედრის ფარგლებში. იგი იყო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საბჭოს, ასევე ეროვნული სამეცნიერო საბჭოს ბიოლოგიის საბჭოს წევრი.
მას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება აკადემიური/კვლევითი დაწესებულებების, სასწავლო პროგრამებისა და კვლევითი გრანტების შეფასების საქმეში, არის ექსპერტი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ჩატარებული
Charité Universitätsmedizin Berlin და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის თანამშრომლობით ხორ…
Charité Universitätsmedizin Berlin და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის თანამშრომლობით ხორციელდება გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტი „აპვ-ს როლი ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში საქართველოში“.
პროექტი მიზნად ისახავს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის ონკოგენურ პოტენციალზე მსჯელობას; ასევე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, სკრინინგისა და მკურნალობის არსებული სიტუაციის განხილვას სკრინინგული მდგომარეობების და კვლევების შემდგომი განვითარების მიზნით.
პროექტის ფარგლებში 2023 წლის 19-24 ივნისს თსა-ს გუნდი კვლევითი ვიზიტით იმყოფებოდა Charité Universitätsmedizin Berlin-ში (ბერლინი, გერმანია).
ჩატარებული
რამდენად მსგავსი ან განსხვავებულია ერთმანეთისგან ჩვენი ტვინის მიერ შექმნილი გარემოს სურათები? თსა-ს სამეცნიერო…
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს (ბიო)სამედიცინო მეცნიერებ…
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს (ბიო)სამედიცინო მეცნიერებათა საერთაშორისო სტუდენტურ კონგრესში - ISCOMS 2023. მათ წარმოადგინეს კვლევითი პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული შედეგები:
- პოსტერული პრეზენტაცია "SARS-CoV-2 ინფექციის შემდგომი ჰუმორული და უჯრედული იმუნური პასუხის თავისებურებები" - ელენე ლიპარტია და სულიკო გოგიჩაშვილი
- პოსტერული პრეზენტაცია „ნანონაწილაკები, როგორც IgG კლასის ანტისხეულების განსაზღვრისას ELISA მეთოდის მგრძნობელობის გაზრდის ეფექტური შესაძლებლობა“ – დავით მარჯანიძე
- ზეპირი პრეზენტაცია „SARS-CoV-2-ის როლი აუტოიმუნური რევმატული დაავადებების განვითარებაში“ – ტანუჯა სუბჰაშ ბაქში, ელენე ლიპარტია, ელენე ლილუაშვილი, პრაგია შარმა.
ISCOMS, არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სტუდენტური კონგრესი (ბიო)სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით. ეს არ არის ჩვეულებრივი კონგრესი, ეს არის სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებული არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური კვლევების და მათი განხორციელებისას მიღებული შედეგების საერთაშორისო დისემინაციის ხელშეწყობას.
ჩატარებული
20-22 აპრილს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის აკადემიური პარტნიორობით და ილიას სახელმწიფო…
Პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ (თსა) 7 დეკემბერს 30 წლისთავისადმი საიუბილეო კვირეულის ფ…
Პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ (თსა) 7 დეკემბერს 30 წლისთავისადმი საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ჩაატარა საერთაშორისო სტუდენტური სიმპოზიუმი “მედიცინა და მეცნიერება 2022”. ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტური კვლევების და სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობას. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - თსუ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - თსსუ, თსა), უნგრეთის (პეჩის უნივერსიტეტი), პოლონეთის (ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტი) და უკრაინის (ტირნოპილის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი, კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პალადინის ბიოქიმიის ინსტიტუტი) უნივერსიტეტების სტუდენტებმა. ღონისძიების სამეცნიერო კომიტეტის წევრები იყვნენ პროფესორები: ანდრეას კაუფმანი (შარიტე - ბერლინის საუნივერსიტეტო მედიცინის კლინიკა, გერმანია), მლადენ კრაჯაჩიჩი (ზაგრების უნივერსიტეტი, ხორვატია), ოსვალდას რუკსენასი (ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუა).
Საერთაშორისო სტუდენტური სიმპოზიუმის სამეცნიერო კომიტეტის მიერ საუკეთესო პრეზენტაციების კატეგორიაში ნომინირებული იყო:
Მარიამ ქევხიშვილი და კონსტანტინე გაჩეჩილაძე (თსა) - გარიყვიდან აცილებამდე;
გიორგი ბოკერია (თსუ) - აორტის სარქვლის ნეოკუსპიდიზაცია გლუტარალდეჰიდით დამუშავებული აუტოლოგიური პერიკარდიუმით (ოზაკის პროცედურა) საქართველოში.
საერთაშორისო სტუდენტური სიმპოზიუმის “მედიცინა და მეცნიერება 2022” საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ თსა-ს სტუდენტები, რომლებმაც ასევე დაასახელეს თავისი ფავორიტები:
თამარ დანდურიშვილი - ამიგდალას და ჰიპოკამპის ქვერეგიონებით განპირობებული ტრავმის შემდგომი ტიპური გამოსავალი
დიანა მამულაძე - ალტერნატიული მედიცინის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ჩატარებული
დაკვეთით შესრულებული დავალება გამოწვევას წარმოადგენს განათლების სფეროსთვის, საზოგადოებისთვის და ასევე აკადემიუ…
ჩატარებული
19 ოქტომბერს თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი „აკადემიური კეთილსინდისიერება, როგორც სოცია…
19 ოქტომბერს თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი „აკადემიური კეთილსინდისიერება, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტი“. ღონისძიებას გაუძღვა ჯეისონ გიბსონი (პროფესიული და საგანმანათლებლო მომსახურების უფროსი კონსულტანტი, Turnitin). მან აკადემიის სტუდენტებსა და პერსონალს წარუდგინა პროგრამა Turnitin-ს და განიხილა თემები:
ტრენინგის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დოკუმენტების მეტამონაცემების განხილვას და საავტორო ანგარიშის ინტერპრეტაციას.
ღონისძიება „აკადემიური კეთილსინდისიერება, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტი“ ჩატარდა მსოფლიო ბიოეთიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც 2022 წელს ეძღვნება თემას „სოციალური პასუხისმგებლობა ჯანმრთელობისთვის“.
ჩატარებული
21 და 22 ივნისს დებატების კლუბის და სამეცნიერო კლუბის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა სტუდენტების პოსტერუ…
ჩატარებული
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) მონაწილეობით და მხარდაჭერით 2022 წლის 16-18 ივნისს…
ჩატარებული
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (საქართველო) და სამედიცინო უნივერსიტეტის - სოფია (ბულგარ…
ჩატარებული
24 სექტემბერს პროექტის „მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია“ ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია „მედი…
ჩატარებული
2022 წლის 6 მაისს თბილისის სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო კლუბის ორგანიზებით ჰიბრიდულად ჩატარდა სიმპოზიუმი &b…
2022 წლის 6 მაისს თბილისის სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო კლუბის ორგანიზებით ჰიბრიდულად ჩატარდა სიმპოზიუმი „Personalized Medicine”. ღონისძიების ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიის და ათათურქის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს თემები:
ჩატარებული
2022 წლის 27 აპრილს თბილისის სამედიცინო აკადემიის სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი, დეა გოდერძიშვ…
2022 წლის 27 აპრილს თბილისის სამედიცინო აკადემიის სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი, დეა გოდერძიშვილი, Body Interact Global Network ონლაინ ღონისძიებაზე წარსდგა ზეპირი მოხსენებით „Body Interact as a Tool for Clinical Reasoning Development”. მოხსენება მიზნად ისახავდა თბილისის სამედიცინო აკადემიაში Body Interact სიმულაციური პლატფორმის საპილოტე გამოყენების შედეგების პრეზენტაციას. დეამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სიმულაციური პლატფორმის შესაძლებლობების შეფასებას სტუდენტის და სამედიცინო განათლების სპეციალისტის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ჩატარებული
თბილისის სამედიცინო აკადემიის პროექტის „მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია“ ფარგლებში 19-20 აპრილს ჩატარდა…
ჩატარებული
2022 წლის 10 აპრილს თბილისის სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის სამსახურის თანამშრომელმ…
2022 წლის 10 აპრილს თბილისის სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის სამსახურის თანამშრომელმა, საბა იორდანიშვილმა, ტვინინგის პროექტ ´´The Role of HPV in Cancer in Georgia´´ ფარგლებში საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონგრესზე EUROGIN წარსდგა ზეპირი მოხსენებით სამეცნიერო პრეზენტაცია ´´Rs2232365 polymorphism of FOXP3 gene as a risk factor of cervical cancer development´´. ტვინინგის პროექტი ´´The Role of HPV in Cancer in Georgia´´ დაფინანსებულია გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და ხორციელდება შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
ჩატარებული
28 ოქტომბერს კამპანია ´´#მევზრუნავშენზე´´ ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიამ ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თა…
28 ოქტომბერს კამპანია ´´#მევზრუნავშენზე´´ ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიამ ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით ჩაატარა ვებინარი ´´ძუძუს კიბოს პერსონალიზებული ასპექტები“. ღონისძიება გულისხმობდა ზოგადი პრაქტიკის ექიმებისათვის ძუძუს კიბოს გენეტიკური ასპექტებისა და დაავადების მართვის პროცესში მათი მნიშვნელობის შესახებ უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებების მიწოდებას.
ჩატარებული
თსა-ში მსოფლიო ბიოეთიკის დღესთან დაკავშირებით სტუდენტების მიერ ორგანიზებული ჰიბრიდული შეხვედრა გაიმართა. თსა-ს…
ჩატარებული
კამპანია "#მევზრუნავშენზე" ფარგლებში პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ ზოგადი პრაქტიკის ექ…
ჩატარებული
2021 წლის 25 სექტემბერს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020“ მარი სკლოდოვსკა კიურ…
ჩატარებული
2021 წლის 3 სექტემბერს სოაციალური კამპანია #მევზრუნავშენზე" ფარგლებში პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიც…
ჩატარებული
2021 წლის 27-30 აგვისტოს, თბილისის სამედიცინო აკადემიამ (თსა) სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (A…
ჩატარებული
თბილისის სამედიცინო აკადემიაში პლანეტარული ჯანმრთელობის შესახებ საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა. აღსა…
ჩატარებული
2020 წლის 7 ივლისს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორმა, ეკატერინე კლდიაშვილმა, ონ…
ჩატარებული
პლანეტარული ჯანმრთელობა არის ინტერდისციპლინარული სფერო, რომელიც მოიცავს მედიცინას, სოციალური გარემოს დაცვის შე…
ჩატარებული
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის UNESCO ბიოეთიკის კომიტეტის ეგიდით თსა-ს მედიცინის სკოლის…
ჩატარებული
მიმდინარე წლის მაისში პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებულმა პროფესორმა, გელა ბესე…
ჩატარებული
„ევროპელ მკვლევართა ღამე“ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთო ევროპული ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქ…
ჩატარებული
2018 წლის 21-22 დეკემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე …
ჩატარებული
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია მუდმივად ისწრაფვის, რათა ხელი შეუწყოს სტუდენტებს შორის სა…
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია მუდმივად ისწრაფვის, რათა ხელი შეუწყოს სტუდენტებს შორის სამეცნიერო პოტენციალის გამოვლინებასა და განმტკიცებას. სწორედ ამ მიზნით, თსა-ს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტების ფარგლებში, 2017 წელს დაფინანსდა საქართველოს ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების (YSU) მიერ განხორციელებული პროექტი, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი თსა-ს სტუდენტები.
პროექტი მიზნად ისახავდა ლაბორატორიულ თაგვებში სტრესის პირობებში ერლიხის კარცინომის სიმსივნური ზრდის განვითარების დინამიკისა და მოცირკულირე კორტიკოსტერონის დონის შეფასებას.
თსა-ს აქტიური მხარდაჭერით მოხდა ტრენინგების ორგანიზება პროექტში ჩართული ახალგაზრდა მეცნიერებისათვის, ექსპერიმენტული კვლევის დაგეგმვისა და შესაბამისი გარემოს შექმნის გზების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კვლევითი პროცესის მნიშვნელოვანი წილი განხორციელდა სწორედ თსა-ს ლაბორატორიიის ბაზაზე,
აღნსანიშნავია, რომ პროექტში კვლევის სხვადასხვა ეტაპზე ასევე ჩართულნი იყვნენ ივანე ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ლუგარის ლაბორატორია, აგრარული უნივერსიტეტის იმუნოლოგიის ლაბორატორია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაცია“ და სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი „ვიტალისი“.
პროექტის შუალედური შედეგები წარდგენილ იქნა 2017 წლის ოქტომბერში გამართული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში, ივანე ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში გამართულ “ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე”.
ამჟამად, კვლევის საბოლოო მონაცემები დამუშავების ფაზაშია, ხოლო ფინალური შედეგები გამოქვეყნდება სამეცნიერო სტატიის სახით.
ჩატარებული
2016 წლის 17 დეკემბერს “Medi Club Georgia”-ში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ა…
თსა-ს ადმინისტრაცია მადლობას უხდის “Medi Club Georgia”-ს ხელმძღვანელობას და პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს გაწეული შრომისათვის.
ჩატარებული
4 ივნისს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა სტუდენტთა XVIII სამეცნიერო კონფერენცი…
ჩატარებული
2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით, ფრიდონ თოდუას კლინიკური მედიცინის ცენტრში განხორციელდა მეტად ს…
ჩატარებული
2016 წლის იანვრიდან დღემდე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე, ტუბერკულოზის მართვის…
საბავშვო უნივერსიტეტი მედიცინა და ხელოვნება პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ტრანსდიციპლინური აქტივობაა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მედიცინისა და ხელოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სახალისო, თვალსაჩინო და ინტეგრაციული ფორმით. აღნიშნული აქტივობა დაფინანსდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2019 და 2021 წლების მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
გაღიმებული სიკვდილი - მომაკვდინებელი დაავადება, რომელიც სხეულის სხვადასხვა კუნთის მტკივნეული შეკუმშვით ხასიათდება; პაციენტის სახის მიმიკური …
ადამიანს მუდამ აინტერესებდა სხეულის აგებულება და ცდილობდა მის შესწავლას ცოცხალ და გარდაცვლილ სხეულებზე დაკვირვების გზით. დაგროვილ ცოდნას ნახ…
უჯრედის აღმოჩენა მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ინგლისელმა მეცნიერმა რობერტ ჰუკმა (1635-1703) არსებული, მარტივი დიზაინის მქონე მიკ…
ახონდროპლაზია ძვლის ზრდის დარღვევით გამოწვეული დაავადებაა, რაც სხეულის პროპორციების დარღვევას (ნორმული ზომის თავი და ტანი, მაგრამ მოკლე კიდუ…
3 წლის ანანოს 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტი დაუდასტურდა. 25 წლის წინ სისხლში გლუკოზის მუდმივი კონტროლისთვის მას ხშირად მოუწევდა თითის ჩხვლეტა, რა…
1952 წელს როზალინდ ფრანკლინმა დნმ-ის პირველი ფოტოსურათი გადაიღო, რომელიც ჯეიმს ვოტსონმა და ფრენსის კრიკმა თავის კვლევაში ნებართვის გარეშე გა…
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროექტი საბავშვო უნივერსიტეტი "მედიცინა და ხელოვნება" განკუთვნილი იყო საშუალო სკოლის დ…
ჩვენ სხვადასხვა მიკროორგანიზმთან თანაარსებობა გვიწევს. ბევრი მათგანი ჩვენს სხეულზე ცხოვრობს, ზოგიც - სხეულის შიგნით. ამ მიკროორგანიზმთა უმრა…
გლობალური გავრცელება (ბერძნულად pan - ყველა, demos -მოსახლეობა) სახელწოდებით არის ცნობილი. ისტორიას არაერთი პანდემია ახსოვს, მაგალითად: შა…
ჭარბწონიანობა და სიმსუქნე სამწუხაროდ XXI საუკუნის ერთ ერთ ყველაზე ხშირ პათოლოგიად იქცა, რაც გამოწვეულია არასწორი კვებითი რეჟიმითა და მჯდომარ…
მიკროორგანიზმები იყო და არის ავადობისა და სიკვდილობის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი დედამიწაზე. ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები, პარაზიტ…
ნეირომეცნიერება და ხელოვნება საუკუნეების განმავლობაში ერწყმის ერთმანეთს. ქირურგები და მეცნიერები, რომლებიც იკვლევდნენ თავის ქალას, მაგალითად…
ცილა ორგანული ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციის განხორციელებას უზრუნველყოფს. თითოეული ცილა 20 ამინომჟავის უნიკალურ კომბინა…
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) სამეცნიერო საგრანტო კომიტეტი კოლეგიური ორგანოა, რომელიც განახორციელებს დაწესებულების კვლევითი პროფილის განვითარებაზე ორიენტირებულ სხვადასხვა აქტივობებს. თსა-ს საგრანტო პროგრამის „სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ხელშეწყობა“ ფარგლებში კომიტეტი დადგენილი პროცედურების შესაბამისად აფასებს წარმოდგენილ კვლევითი პროექტებს და მონიტორინგს უწევს მათ განხორციელებას.
გარდა ამისა, სამეცნიერო საგრანტო კომიტეტი მონაწილეობს „მეცნიერების მართვის“ პროცესში, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევითი პროექტების, პროგრამებისა და ინიციატივების სტრატეგიულ დაგეგმვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას. „მეცნიერების მართვა“ მულტიდისციპლინარული სფეროა, რომელიც მიზნად ისახავს კვლევითი აქტივობების წარმატებით განხორციელების ხელშეწყობას და მოიცავს პროექტის მართვის, კვლევის ადმინისტრირებისა და ორგანიზაციული ხელმძღვანელობის ელემენტებს. „მეცნიერების მართვის“ უპირველესი მიზანია კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა და ეფექტურობის უზრუნველყოფა საუკეთესო პრაქტიკისა და ეთიკური პრინციპების დაცვით. ამდენად, „მეცნიერების მართვა“ ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევითი აქტივობების განხორციელებას შეუფერხებლად, ეფექტურად და საზოგადოებასა და ინდუსტრიაზე დადებითი ზემოქმედებით.
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტი კოლეგიური ორგანოა, რომელიც განიხილავს და ადგენს დაგეგმილი კვლევითი პროექტების და აქტივობების შესაბამისობას საქართველოში მოქმედ და საერთაშორისოდ დადგენილ ეთიკურ ნორმებთან. თსა-ს აღნიშნული კომიტეტი ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრის (ICB – the International Chair in Bioethics) წევრია.
ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრა (ICB) - 2001 წლის 24 ივნისს იუნესკოს გენერალური დირექტორის და ჰაიფას უნივერსიტეტის რექტორის მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ჰაიფას უნივერსიტეტის ჯანმრთელობის, სამართლისა და ეთიკის საერთაშორისო ცენტრში იუნესკოს ბიოეთიკის კათედრის დაარსების შესახებ. აღნიშნული შეთანხმების მე-2 მუხლით განისაზღვრა კათედრის მიზანი: სამედიცინო ეთიკის საკითხებზე საგანმანათლებლო ინსტიტუტების საერთაშორისო ქსელის კოორდინაცია და სტიმულირება, რომელიც აერთიანებს უმაღლეს სასწავლებლებს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში და განახლებული სილაბუსის შემუშავება სამედიცინო ეთიკის საკითხებზე, რომელიც დააკმაყოფილებს მსოფლიოს სამედიცინო სკოლების მოთხოვნებს. ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წინაპირობა ჯანმრთელობის, სამართლისა და ეთიკის საერთაშორისო ცენტრის მიერ 1996 და 2001 წლებში ჩატარებული საერთაშორისო კვლევები იყო. აღნიშნული კვლევები მიზნად ისახავდა იმის განსაზღვრას, არის თუ არა სამედიცინო სკოლებში ეთიკის შესაბამის დონეზე სწავლების არარსებობა ექიმი-პაციენტის ურთიერთობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი. მიღებული შედეგებით დადასტურდა პროექტის სამუშაო ჰიპოთეზა და განაპირობა ჰაიფას უნივერსიტეტის ჯანმრთელობის, სამართლისა და ეთიკის საერთაშორისო ცენტრში იუნესკოს ბიოეთიკის კათედრის დაარსება. გამოცდილების გაზიარების, სამედიცინო სკოლებში ეთიკის საკითხებზე სწავლების ხელშეწყობის მიზნით კათედრამ დაიწყო ერთეულების ქსელის შექმნა აკადემიურ ინსტიტუტებში. იუნესკოსთან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრა დამოუკიდებელ საერთაშორისო ორგანიზაციად იქცა. 2022 წელს ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრასა და მსოფლიო სამედიცინო ასოციაციას (WMA) შორის.
სამეცნიერო კლუბი არის აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს კვლევითი ორიენტირებული კლასგარეშე და სამეცნიერო პოპულარიზაციის აქტივობების შესრულებას. კერძოდ, კრიტიკული აზროვნება და დისკუსია სხვადასხვა სამეცნიერო თემებზე შესაბამისი კვლევითი პროექტებისა და სამეცნიერო პუბლიკაციების განხილვის გზით.
ამრიგად, სამეცნიერო კლუბი არის დინამიური და საინტერესო საზოგადოება, სადაც მეცნიერებით გატაცებული ადამიანები იკრიბებიან სხვადასხვა სამეცნიერო თემებისა და ცნებების შესასწავლად, სასწავლად და განსახილველად. სამეცნიერო კლუბები წევრებს აძლევს პლატფორმას სამეცნიერო პრინციპების გააზრების, ექსპერიმენტების ჩასატარებლად და იდეების გაცვლისთვის თანამშრომლობით და მხარდამჭერ გარემოში. კლუბის აქტივობები შეიძლება მერყეობდეს პრაქტიკული ექსპერიმენტებიდან და დემონსტრაციებიდან პრეზენტაციებამდე, დისკუსიებამდე და საველე ექსკურსიებამდე. ეს აქტივობები ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობას, კრიტიკულ აზროვნებას და ბუნებრივი სამყაროს საოცრებებისა და მეცნიერული მეთოდის ღრმა შეფასებას. მთლიანობაში, სამეცნიერო კლუბი ემსახურება როგორც ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის, აღმოჩენისა და მეგობრობის კერას, რომელიც ხელს უწყობს ბუნებრივი სამყაროს უფრო ღრმა გაგებას და ხელს უწყობს მეცნიერებისადმი მთელი ცხოვრების მანძილზე დაფასებას.
ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებამ პროგრესთან ერთად გამოწვევებიც განაპირობა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გამოწვევები აკადემიური კეთილსინდისიერების მიმართულებით. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვებია:
ბოლო პერიოდში ინტენსიურად განვითარდა და ხელმისაწვდომია ისეთი AI ინსტრუმენტები, როგორიცაა ტექსტის გენერატორები, ავტომატური კვლევითი ასისტენტები. თუმცა მნიშვნელოვანია მათი ეთიკურად, აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების შესაბამისად გამოყენების პრინციპების ჩამოყალიბება.