ინსტიტუციური კულტურა

სოციალური პასუხისმგებლობა

აქტიური პროექტი
5
სოციალური პარტნიორი
8
მისიის ფოკუსი
CSR

თსა-ს მესამე მისიის — სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი პროექტი ხორციელდება. მსგავსი პროექტები მიზნად ისახავს სტუდენტებში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას და ამავდროულად, საქართველოს საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას.

მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები

სტუდენტები ბავშვებისათვის

ყოველ შაბათს თსა-ს სტუდენტები სტუმრობენ სოციალურ საწარმო ბაბალეს, სადაც ბენეფიციარ ბავშვებთან ერთად ჩართული არიან სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის არტ თერაპიაში.

სტუდენტები მოხუცებისთვის

თსა-ს სტუდენტები ხშირად სტუმრობენ მოხუცთა სახლებს და სხვადასხვა აქტივობებით უხალისებენ მოხუცებს დღეებს.

ვარდისფერი ოქტომბერი

თსა უკვე სამი წელია თანამშრომლობს Europa Donna Georgia-სთან. სტუდენტები ერთვებიან ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, ვორქშოპებსა და არტ-თერაპიაში.

GO GREEN კამპანია

თსა-ს ეკო კლუბის ინიციატივით GO GREEN კამპანია ხელს უწყობს მწვანე პოლიტიკას, გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზიარებასა და Vegan Georgia-სთან თანამშრომლობას.

თსა-ს მწვანე დღის წესრიგი

შემოგვიერთდი

თუ გსურს შენც ჩაერთო სოციალურ პროექტებში და წვლილი შეიტანო საზოგადოებრივ სიკეთეში, მაშინ შემოგვიერთდი!

მარიამ გაბრიჭიძე

მარიამ გაბრიჭიძე

სოციალური პროექტების მართვის სპეციალისტი

m.gabrichidze@tma.edu.ge

თსა-ს სოციალური პარტნიორები