სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტური აკადემია

თსა-ში ვქმნით კულტურული მრავალფეროვნების მიზიდულობის სივრცეებს, რომლებიც შემდგომში სტუდენტების ხელშეწყობით ბუნებრივად განაგრძობს განვითარებას. თსა-ში სწავლობს 50-მდე ქვეყნის, 700-ზე მეტი საერთაშორისო და 450-მდე ქართველი სტუდენტი. ინკლუზიური გარემო ეფუძნება თანასწორობის, მრავალფეროვნების პატივისცემისა და არადისკრიმინაციული მიდგომების პრინციპებს.

თსა-ს სტუდენტური აკადემია წარმოადგენს სტუდენტთა ინტერესებს და ხელს უწყობს მათ აქტიურ ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. აკადემია მხარს უჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს, სტუდენტურ კლუბებს, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს. ყოველწლიურად სტუდენტები კენჭისყრის გზით ირჩევენ საკუთარ წარმომადგენლებს, რომლებიც სტუდენტურ ელჩებად ერთიანდებიან. ისინი ხელს უწყობენ სტუდენტებსა და აკადემიას შორის კომუნიკაციის გაძლიერებას, სტუდენტური ინიციატივების პოპულარიზაციასა და თანატოლების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას. სტუდენტური ელჩები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ლიდერული უნარების განვითარებასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული, აქტიური საუნივერსიტეტო გარემოს შექმნაში.

სტუდენტური აკადემიის ამბასადორები

სტუდენტური აკადემიის ამბასადორები

დებულება

PDF დოკუმენტი დებულება დებულება იხილეთ ბმულზე: ჩამოტვირთვა

საკონტაქტო ინფორმაცია