კლუბის შესახებ
კლუბის დევიზი - “იყავი დროული და ენერგიული”
გაინტერესებთ ადამიანის გული და ისიც, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში? გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე საუბარი ცოტა არ იყოს და გულსაც გიჩქარებთ?
მაშინ შემოუერთდით კლუბს “გულის მცველები”, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთა საერთო დევიზი იქნება „იყავი დროული და ენერგიული“.
კლუბის უმთავრესი მიზანია განსაკუთრებული შემთხვევებისა და კვლევების შესახებ ინფორმაციის გაზიარება სემინარებისა და დისკუსიის ფორმატში სფეროს ექსპერტების მონაწილეობით.
კლუბის ხელმძღვანელი: რიშუ გირიშ შაჰი - 57203@tma.edu.ge
კლუბის ხელმძღვანელის მოადგილე: გვანცა ომიაძე - g.omiadze2021@tma.edu.ge