თსა-ს კურსდამთავრებულები
ნორვოლკის საავადმყოფო (აშშ), შინაგანი მედიცინის პროგრამის რეზიდენტი
თსა-ს 2020 წლის კურსდამთავრებული
მე ექიმი ვარუნ თომასი ვარ. ექიმობასთან დაკავშირებული ჩემი თავგადასავალი 2014 წელს თბილისის სამედიცინო აკადემიაში დაიწყო.
აკადემიის დასრულების შემდეგ, სწავლა აშშ-ის ნორვოლკის საავადმყოფოს შინაგანი მედიცინის რეზიდენტურის პროგრამაზე განვაგრძე. ეს ჰოსპიტალი იელის მედიცინის სკოლასთან არის ასოცირებული.
ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩაბარება იყო. სწავლის განმავლობაში, უნიკალური შესაძლებლობა მომეცა, კლინიკური როტაციები გამევლო სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და იტალიაში. ამ გამოცდილებამ გამიღრმავა როგორც პროფესიული, ისე კულტურული მრავალფეროვნების აღქმის უნარი და მასწავლა პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობა. ასევე, გავეცანი მსოფლიოს სხვადასხვა ჯანდაცვის სისტემას. თბილისის სამედიცინო აკადემიაში მიღებულმა მაღალი ხარისხის განათლებამ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა, რომ წარმატებით ჩამებარებინა აშშ-ის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდები (USMLE) საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
მჯერა, რომ თსა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც მედიცინის შესწავლა საფუძვლიანად სურს. სწორედ ამიტომ, ყველას გულწრფელად ვურჩევ აკადემიაში ჩაბარებას, რაც დაგეხმარებათ, შეიქმნათ საერთაშორისო კარიერა მედიცინაში.