თსა-ს კურსდამთავრებულები
თსა-ს სოციალური პროექტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მოწვეული ლექტორი
თსა-ს 2020 წლის კურსდამთავრებული
თსა-ში სწავლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო. აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია ყოველთვის მხარში მედგა. ჩემმა პროფესორებმა და მენტორებმა მიჩვენეს გზა, როგორ შემექმნა კარიერა პროფესიონალურ და ამავდროულად თბილ გარემოში, სადაც ყველა სტუდენტს ჰქონდა განცდა, რომ მას უსმენენ და მასზე ზრუნავენ.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევისა და სწავლების სხვა მიმართულება ავირჩიე, თსა-მ მომცა ყველა ის რესურსი, რაც მჭირდებოდა საკუთარი მიზნების მისაღწევად. მადლიერი ვარ მოცემული შესაძლებლობებისთვის და მთელი გულით ვურჩევ თსა-ს მათ, ვინც მზადაა, დაიწყოს მოგზაურობა მედიცინის სამყაროში.