პროგრამა - ინგლისურენოვანი მედიცინა


პროგრამის კატალოგი


პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას - მედიცინა, სადაც სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 წლით და საშუალებას აძლევს სტუდენტს, მიიღოს საერთაშორისო დონის განათლება საქართველოში. პროგრამა შემუშავებულია უახლესი ევროპული და ამერიკული უმაღლესი სასწავლებლების კურიკულუმების მსგავსად და მაქსიმალურად პასუხობს თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებს მედიცინის დარგში.

სწავლება წარმოებს გამოცდილი პროფესორ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით, უახლესი უცხოური სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების გამოყენებით. შეფასებისა და გამოცდების სისტემა შეესაბამება ბოლონიის პროცესით გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც სტუდენტებს სწავლების ადრეული ეტაპიდანვე ამზადებს სხვადასხვა საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდისათვის (USMLE, PLAB, MCI etc.) და ხელს უწყობს სტუდენტთა ინტერნაციონალიზაციას.

სწავლების პროცესში სტუდენტებს საშუალება აქვთ, განიმტკიცონ მიღებული ცოდნა აკადემიის ლაბორატორიასა და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში და ეზიარონ კლინიკურ მედიცინას როგორც აკადემიის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე, თბილისის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.

სწავლის წლიური გადასახადი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეადგენს 5000 ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

დღეისათვის, ინგლისურენოვანი მედიცინის პროგრამის ფარგლებში განათლებას იღებს 300-ზე მეტი სტუდენტი, როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ინდოეთი, ბუტანი, ნიგერია და სხვ. აკადემიაში შექმნილია ყველანაირი პირობა სტუდენტის პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის. სტუდენტები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში, სეზონურ სკოლებსა და სამეცნიერო ღონისძიებებში, როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ.

ინგლისურენოვანი პროგრამის წარჩინებული ქართველი სტუდენტებისათვის განსაზღვრულია მრავალმხრივი წახალისება.