ღია კარის დღეები გრძელდება

ღია კარის დღეები გრძელდება

🗓️ 2026-05-07

თბილისის სამედიცინო აკადემიაში მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს კვლავ ვუმასპინძლეთ. თსა-ში მოსულ ახალგაზრდებს აკადემიის რექტორმა, ირინე შოთაძემ და სტუდნეტებმა უმასპინძლეს.

თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე, საერთაშორისო გაცვლით შესაძლებლობებზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე, აბიტურიენტებს რექტორი ესაუბრა. გააცნო ყველა ის სტუდენტური სერვისი და შესაძლებლობა, რომელსაც აკადემია სტუდენტებს ყოველდღიურ სასწავლო პროცესში სთავაზობს.

თბილისის სამედიცინო აკადემიის 2026 წლის ერთ-ერთი მთავარი სიხალე სტუდენტთა განათლების ფინანსური მხარდაჭერის ახალი მოდელია. კერძოდ, ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს პირველი აკადემიური წელი სრულად უფინანსდებათ. მომდევნო სასწავლო წლიდან, სტუდენტები, რომლებიც სემესტრის ბოლოს დააგროვებენ 3.5 ან მეტ GPA-ს, მომდევნო სემესტრშიც შეინარჩუნებენ სწავლის საფასურის 100%-იან დაფინანსებას; ხოლო ისინი, ვინც სემესტრის ბოლოს დააგროვებენ 3.0-დან 3.5-მდე GPA-ს, შემდგომ სემესტრში მოიპოვებენ სწავლის საფასურის 50%-იან დაფინანსებას.

ღონისძიება მხოლოდ საინფორმაციო ნაწილით არ შემოიფარგლა. აბიტურიენტებმა თავად მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ აქტივობებში და უფრო ახლოს გაეცნენ სამედიცინო პროფესიის ყოველდღიურობას. კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში, უსაფრთხო გარემოში, გამოსცადეს გულ-ფილტვის რეანიმაცია (CPR), სისხლის ნიმუშის აღება და ქირურგიული კერვა. ამ პროცესში აბიტურიენტებს მენტორობას თსა-ს კლინიკური ცენტრის თანამშრომლები და სტუდენტები უწევდნენ.

* * *

თბილისი სამედიცინო აკადემიაში შექმნილია კულტურული მრავალფეროვნების მიზიდულობის სივრცეები, რომლებიც შემდგომში სტუდენტების ხელშეწყობით ბუნებრივად განაგრძობს განვითარებას. აკადემიის მისიის შესაბამისად შექმნილი სტუდენტზე ორიენტირებული, თანასწორი გარემო ეფუძნება ინკლუზიურობის, მრავალფეროვნების პატივისცემისა და არადისკრიმინაციული მიდგომების პრინციპებს. ეს მოიცავს როგორც ფიზიკურად ხელმისაწვდომ ინფრასტრუქტურას, ისე სწავლების მოქნილ და სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომებს, რაც ითვალისწინებს განსხვავებულ სასწავლო საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.



ბოლო სიახლეები


პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
🗓️ 2026-06-01
სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები
სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები
🗓️ 2026-05-31
სტუდენტური აკადემიის არჩევნები 2026
სტუდენტური აკადემიის არჩევნები 2026
🗓️ 2026-05-22
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27