თბილისმა საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის (GeHRA) მე-11 კონგრესს უმასპინძლა. წლევანდელი ფორუმი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, რადგან იგი ორგანიზაციის დაარსებიდან 15 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. კონგრესის მთავარი გზავნილი იყო — „პროფესიული ერთობისა და წარმატების 15 წელი“.
ღონისძიების ფარგლებში დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა არითმოლოგიის აქტუალური საკითხები, სამედიცინო სფეროში მიღწეული პროგრესი და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტები, რომლებიც ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევებს ასწავლიდნენ.
სტუდენტების მიერ ჩატარებული ვორქშოპი Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის — „LIFESTRAND“ — ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პერსონალის, სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლება და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება. ასევე, პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მცხოვრები მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებაა.
პროექტი „LIFESTRAND“ შეიქმნა, დაიგეგმა და ხორციელდება უშუალოდ თსა-ს კოორდინირებით. პროექტი აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს.
შესაბამისად, კონგრესი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა გამოცდილების გაზიარებისა და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
ბოლო სიახლეები
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
