Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროგრამების ფარგლებში, ათათურქის უნივერსიტეტი (Ataturk University, Erzurum) გთავაზობთ ერთ კვირიან მივლინების შესაძლებლობას, რომლის განმავლობაშიც თქვენ საშუალება გექნებათ აქტიურად ჩაერთოთ პარტნიორ უნივერსიტეტში მიმდინარე ადმინისტრაციულ პროცესებში, დააკვირდეთ კოლეგების მუშაობას და მიიღოთ ფასეული პროფესიული გამოცდილება.
მობილობა სრულიად ფინანსდება ევროკავშირის გრანტით და თავის მხრივ მოიცავს ანაზღაურებას 1190 ევროს ოდენობით.
მობილობის ხანგრძლივობა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით (+2 დღე მგზავრობისათვის). სამუშაო პროცესი წარიმართება ინგლისურ ენაზე
გაითვალისწინეთ, რომ მობილობა უნდა განხორციელდეს 2026 წლის ივლისის ბოლომდე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 12 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ ელ-ფოსტა შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge
ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ „admisintrative mobility to Ataturk“. წერილს თან დაურთეთ სამუშაო გეგმა, რომელშიც მოკლედ იქნება შეჯამებული თქვენი ხედვა მობილობის პროცესთან და შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. (რომელ დეპარტამენტში გსურთ მობილობა, რა პროცესებზე დაკვირვება და როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას). გაითვალისწინეთ! სამუშაო გეგმა აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე! წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება!
წარმოდგენილი განაცხადებიდან თსა-ს შესარჩევი კომიტეტის მიერ განისაზღვრება წინასწარი სია, ხოლო საბოლოო კანდიდატის შერჩევა მოხდება უშუალოდ პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ არსებული ადმინისტრაციული შესაძლებლობების ფარგლებში.
დაინტერესების ან შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge
გისურვებთ წარმატებას!
ბოლო სიახლეები
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
🗓️ 2026-06-01
სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები
🗓️ 2026-05-31
სტუდენტური აკადემიის არჩევნები 2026
🗓️ 2026-05-22
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
