თსა აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ანატომია, ჰისტოლოგია
- 1 ასოცირებული პროფესორი
- 1 ასისტენტ-პროფესორი
პათოლოგია
- 2 ასოცირებული პროფესორი
- 1 ასისტენტ-პროფესორი
ფარმაკოლოგია
- 1 ასოცირებული პროფესორი
- 1 ასისტენტ-პროფესორი
სასამართლო მედიცინა
- 2 ასოცირებული პროფესორი
- 2 ასისტენტ-პროფესორი
ქცევათმეცნიერება
- 1 ასოცირებული პროფესორი
- 1 ასისტენტ-პროფესორი
სამედიცინო და ჯანმრთელობის ფსიქოლოგია
- 1 ასოცირებული პროფესორი
- 1 ასისტენტ-პროფესორი
რადიოლოგია
- 2 ასოცირებული პროფესორი
- 2 ასისტენტ-პროფესორი
შინაგანი მედიცინა
- 2 ასოცირებული პროფესორი
- 2 ასისტენტ-პროფესორი
ენდოკრინოლოგია
- 1 ასოცირებული პროფესორი
- 1 ასისტენტ-პროფესორი
კარდიოლოგია
- 1 ასოცირებული პროფესორი
- 1 ასისტენტ-პროფესორი
საოჯახო მედიცინა
- 1 ასოცირებული პროფესორი
- 1 ასისტენტ-პროფესორი
ქირურგია
- 2 ასოცირებული პროფესორი
- 2 ასისტენტ-პროფესორი
უროლოგია
- 1 ასოცირებული პროფესორი
მეანობა-გინეკოლოგია
- 2 ასოცირებული პროფესორი
- 1 ასისტენტ-პროფესორი
ორთოპედია-ტრავმატოლოგია
- 1 ასოცირებული პროფესორი
- 1 ასისტენტ-პროფესორი
გადაუდებელი მედიცინა
- 1 ასოცირებული პროფესორი
- 1 ასისტენტ-პროფესორი
კრიტიკული მზრუნველობა და ანესთეზიოლოგია
- 1 ასოცირებული პროფესორი
- 1 ასისტენტ-პროფესორი
ნევროლოგია
- 1 ასოცირებული პროფესორი
- 1 ასისტენტ-პროფესორი
ფსიქიატრია
- 1 ასოცირებული პროფესორი
- 1 ასისტენტ-პროფესორი
ინფექციური დაავადებები
- 2 ასოცირებული პროფესორი
- 2 ასისტენტ-პროფესორი
ეპიდემიოლოგია
- 1 ასოცირებული პროფესორი
საზოგადოებრივი ჯანდაცვა
- 3 ასოცირებული პროფესორი
- 1 ასისტენტ-პროფესორი
ნეირომეცნიერებები
- 1 პროფესორი
- 2 ასოცირებული პროფესორი
გენომური მედიცინა და პოპულაციური ჯანდაცვა
- 1 პროფესორი
- 2 ასოცირებული პროფესორი
კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
- CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- ნასამართლეობის ცნობა;
ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:
- ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
- საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert).
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დამატებით წარსადგენია:
- მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
- სულ მცირე 6 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
- სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 2 გვერდისა);
- ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
- სილაბუს(ებ)ი;
- კლინიკური მიმართულების შემთხვევაში, შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 9 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დამატებით წარსადგენია:
- მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
- სულ მცირე 3 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
- სილაბუს(ებ)ი;
- ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
- კლინიკური მიმართულების შემთხვევაში, შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დამატებით წარსადგენია:
- მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
- სილაბუს(ებ)ი;
- კლინიკური მიმართულების შემთხვევაში, შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 3 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაძლებელია არჩეულ იქნეს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით, რაც უნდა დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით და/ან პუბლიკაციებით.
სასურველია დამატებით წარმოდგენილი იყოს:
- ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
- გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
- აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობის, კონსულტანტობისა და რეცენზენტობის გამოცდილება;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და შესაბამისი სერტიფიკატები;
- ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა ან რეცენზენტობა;
- სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობის გამოცდილება.
საბუთების მიღება: 2026 წლის 15-17 ივლისი
ელექტრონული მისამართი: hr@tma.edu.ge
კონკურსის ჩატარების თარიღი: 2026 წლის 24 ივლისი.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01
