TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით

TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით

🗓️ 2026-06-15

სტატია: https://shorturl.at/iUcRS

თსა-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) სტუდენტების მიერ განხორციელებული დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში Reviews and Research in Medical Microbiology (Lippincott Williams & Wilkins).

სტატია, სახელწოდებით „Evaluation of Antibiotic Susceptibility Patterns Across Two Adult Age Groups: A Public Health-Oriented Study of Staphylococcus aureus in Kakheti Region, Georgia“, ეძღვნება თანამედროვე მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევის, ანტიმიკრობული რეზისტენტობის, შესწავლას. კვლევა გვაწვდის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მონაცემებს საქართველოს კახეთის რეგიონში Staphylococcus aureus-ის შტამებში ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობისა და რეზისტენტობის თავისებურებების შესახებ, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ცოდნის გაღრმავებაში.

კვლევის ძირითადი მიზანი იყო კახეთის რეგიონში Staphylococcus aureus-ის იზოლატებში ცეფტრიაქსონისადმი რეზისტენტობის გავრცელების შეფასება სხვადასხვა ზრდასრულ ასაკობრივ ჯგუფში. იმის გათვალისწინებით, რომ ცეფტრიაქსონი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ანტიბიოტიკად რჩება, მისი ეფექტიანობის მონიტორინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით.

პუბლიკაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ კვლევის ყველა ეტაპი სტუდენტებმა დამოუკიდებლად განახორციელეს. კვლევის დიზაინის შემუშავებიდან და კლინიკური ნიმუშების შეგროვებიდან დაწყებული, მათი ტრანსპორტირებით, ლაბორატორიული ანალიზით, ბაქტერიების კულტივირებითა და იდენტიფიკაციით, ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრით, სტატისტიკური ანალიზით, შედეგების ინტერპრეტაციითა და სამეცნიერო ხელნაწერის მომზადებით დასრულებული, სტუდენტები თავად ხელმძღვანელობდნენ კვლევით პროცესს. ამ საქმიანობის განმავლობაში მათ სამეცნიერო და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას უწევდნენ თბილისის სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი და დოქტორანტურისა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი.

კვლევა განხორციელდა InTech4MED პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული იყო კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF-2023-06) მიერ. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლების პროგრამაში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, პრობლემასა და პროექტზე დაფუძნებული სწავლების (Problem-Based Learning და Project-Based Learning) მიდგომების ინტეგრირება და სტუდენტების კვლევითი, ანალიტიკური და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარება.

აღნიშნული საერთაშორისო პუბლიკაცია წარმოადგენს თსა-ში სამეცნიერო კვლევის წარმატებული ინტეგრაციისა და სტუდენტთა კვლევითი პოტენციალის განვითარების თვალსაჩინო შედეგს. იგი ადასტურებს, რომ მომავალი ექიმები არა მხოლოდ სამედიცინო ცოდნის ათვისებას, არამედ ახალი სამეცნიერო მტკიცებულებების გენერირებას, აქტუალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევების კვლევასა და საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობასაც წარმატებით ახერხებენ.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
🗓️ 2026-06-01