თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა

თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა

🗓️ 2026-07-03

მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ (MD, PhD) ახლახან გამოაქვეყნა სამი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში. თსა-ს აკადემიური პერსონალი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობაში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში.

 

1. საქართველოში ექიმების სამუშაო გარემოს გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და პროფესიულ კეთილდღეობაზე

სტატია: Work-life realities of doctors in Georgia and their impact on mental health and work-related well-being: A cross-sectional study

ჟურნალი: PLOS ONE (აშშ)

ჟურნალის მაჩვენებლები:

  • Scimago Quartile: Q1
  • SJR: 0.726
  • 5-year Impact Factor: 3.2

კვლევაში შეფასებულია საქართველოში ექიმების სამუშაო გარემოს გავლენა მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და პროფესიულ კეთილდღეობაზე. შედეგებმა აჩვენა, რომ ექიმებში სტრესისა და დეპრესიული სიმპტომების გავრცელება მნიშვნელოვნად აღემატება არასამედიცინო პროფესიის წარმომადგენელთა მაჩვენებლებს და განსხვავდება სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს შორის. ასევე გამოიკვეთა კავშირი სამუშაო დატვირთვას, პროფესიულ გამოცდილებას, სქესს, ოჯახურ მდგომარეობასა და ფსიქოსოციალური კეთილდღეობის მაჩვენებლებს შორის. მიღებული შედეგები ხაზს უსვამს ექიმების პროფესიული კეთილდღეობის მხარდასაჭერად მიზნობრივი, სპეციალობაზე მორგებული პრევენციული და ორგანიზაციული ღონისძიებების მნიშვნელობას.

სტატიის ბმული:

https://journals.plos.org/plosone/article?id=10.1371/journal.pone.0349641


2. სქესობრივი განვითარების დარღვევების დიაგნოსტიკური მიდგომები

სტატია: Differences in sex development among individuals with a female phenotype and an absent uterus: Diagnostic approach

ჟურნალი: Journal of International Medical Research (გაერთიანებული სამეფო)

გამომცემლობა: SAGE Publications

ჟურნალის მაჩვენებლები:

  • Scimago Quartile: Q3
  • 5-year Impact Factor: 1.8

აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს სადოქტორო კვლევის შედეგებს, რომელიც განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადოქტორო საგრანტო პროექტის ფარგლებში. სტატიის პირველი ავტორია დოქტორი ანა ჯიბლაძე, რომელმაც 2026 წელს წარმატებით დაასრულა რეზიდენტურა თბილისის სამედიცინო აკადემიაში, ხოლო პროფესორი ელენე ასანიძე არის ნაშრომის მეორე ავტორი და მისი სადოქტორო კვლევის ხელმძღვანელი.

კვლევაში შეფასებულია კლინიკური, ჰორმონული, გენეტიკური და ვიზუალიზაციის მონაცემები, რის საფუძველზეც შემოთავაზებულია სქესობრივი განვითარების დარღვევების ინტეგრირებული დიაგნოსტიკური მიდგომა. ნაშრომი ხელს უწყობს რთული კლინიკური შემთხვევების ზუსტ დიფერენცირებას, დიაგნოსტიკის გაუმჯობესებასა და პაციენტების ქეისების ეფექტიან მართვას.

სტატიის ბმული:

https://doi.org/10.1177/03000605261457289


3. იშვიათი პედიატრიული კლინიკური შემთხვევა გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიაში. 

სტატია: Peripheral Precocious Puberty with Unilateral Ovarian Agenesis in Early Childhood: A Case Report and Review of the Literature

ჟურნალი: Gynecological Endocrinology (გაერთიანებული სამეფო)

გამომცემლობა: SAGE Publications

ჟურნალის მაჩვენებლები:

  • Scimago Quartile: Q2
  • 5-year Impact Factor: 2.1

ნაშრომში წარმოდგენილია იშვიათი პედიატრიული კლინიკური შემთხვევა, რომელიც აღწერს პერიფერიული ნაადრევი სქესობრივი მომწიფების თანაარსებობას ცალმხრივ საკვერცხის აგენეზიასთან. კვლევა ხაზს უსვამს ადრეული ამოცნობის, სრულფასოვანი დიაგნოსტიკური შეფასების, მულტიდისციპლინური მართვისა და პერსონალიზებული კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას იშვიათ პედიატრიულ გინეკოლოგიურ მდგომარეობებში. კლინიკური შემთხვევისა და არსებული ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე, ნაშრომი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღნიშნული იშვიათი კლინიკური მდგომარეობის უკეთ გააზრებასა და პაციენტთა კლინიკური გამოსავლების გაუმჯობესებაში.

სტატიის ბმული:

https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/09513590.2026.2695508

 

ვულოცავთ პროფესორ ელენე ასანიძეს მორიგ აკადემიურ მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.

 

ბოლო სიახლეები


LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09