LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით

LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით

🗓️ 2026-07-03

Erasmus+-ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროექტი LIFESTRAND, რომელსაც კოორდინაციას უწევს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, ხელს უწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მდგრადი შედეგების მიღწევას. პროექტი ითვალისწინებს 7 200-მდე მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი უნარებით აღჭურვას. ასევე, უნივერსიტეტების სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მდგრადი მოდელის განვითარებას.


პროექტის მიზანია მაღალი რისკის, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები დაუცველი მოსახლეობის აღჭურვა პირველადი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების აუცილებელი უნარებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოსა და უკრაინაში რუსული ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგებით დაზარალებულ მოსახლეობას.


LIFESTRAND-ი აერთიანებს უნივერსიტეტების კონსორციუმს (საქართველო, უკრაინა, ესპანეთი და პორტუგალია) რაც ქმნის პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ჯანდაცვის განათლებისა და საზოგადოების მდგრადობის სფეროში. კონსორციუმში შედიან პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, პორტოს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ალტეს უნივერსიტეტი, ტერნოპოლის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი, ლუგანსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და პოლტავას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.


პროექტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყო პირველადი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სახელმძღვანელოს შემუშავება სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის, პორტოს უნივერსიტეტისა და სემერგენის ასოციაციის მიერ. რესურსი წარმოადგენს საქართველოსა და უკრაინაში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ცოდნის გადაცემის, შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო მდგრად ინსტრუმენტს.


მთლიანობაში, პროექტი სარგებელს მოუტანს საქართველოსა და უკრაინის შვიდი უნივერსიტეტის 242 სტუდენტსა და თანამშრომელს, ხოლო მისი გრძელვადიანი საზოგადოებრივი გავლენა დაახლოებით 7,200 მონაწილეს.


ევროპელი პარტნიორების მიერ ჩატარებული ტრენინგის მეშვეობით, საქართველოსა და უკრაინის აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მიიღეს უფროსი ტრენერების სერტიფიკატები, ხოლო სტუდენტები გადამზადდნენ, როგორც უმცროსი ტრენერები. შედეგად, საქართველოში უკვე მომზადდა 129 სტუდენტი ტრენერი, რომლებმაც პირველადი დახმარების ტრენინგი ჩაუტარეს ქვეყნის მასშტაბით არასამედიცინო განათლების მქონე 2,267 მონაწილეს.

პროექტის დასკვნითი ღონისძიება 2026 წლის 15-18 ივნისს აჭარაში გაიმართა, სადაც კონსორციუმის ყველა უნივერსიტეტის, ადგილობრივი ხელისუფლების, განათლების სფეროსა და საზოგადოებრივი სექტორის დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. როგორც პროექტის კოორდინატორმა, თსა-მ წარმოადგინა პროექტის მიღწევები, ბენეფიციარების სტატისტიკა, ზემოქმედების ინდიკატორები და მდგრადი განვითარების გეგმები.


დასკვნითი ღონისძიებების ფარგლებში, კონსორციუმის წევრებმა ენგურის ხიდის მიმდებარე მოსახლეობა მოინახულეს, მათ შორის რუხი და ფახულანი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ტრენინგები და ჯანმრთელობის პრევენციული სკრინინგი ჩატარდა.


LIFESTRAND-ი არის იმის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეუძლია საერთაშორისო აკადემიურ პარტნიორობას უნივერსიტეტის მიღმა ხელშესახები სოციალური გავლენის მოტანა. უმაღლესი განათლების, საზოგადოების მონაწილეობისა და პრაქტიკული ჯანდაცვის ტრენინგის დაკავშირებით, პროექტი ხელს უწყობს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და მედეგი საზოგადოების ჩამოყალიბებას, ამავდროულად, მოქალაქეებს აძლევს უნარებს, რომლითაც შეუძლიათ სიცოცხლის გადარჩენა საგანგებო სიტუაციებში.



ბოლო სიახლეები


 თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09